| #62327143 · 24 Oct 2025, 11:54  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  ეროვნული ბანკი სესხებს არ გასცემს.მას აქვს ვალდებულება დაეხმაროს კომერციულ ბანკებს სტაბილურობაში, ამიტომ რეფინანსირება არის მექანიზმი, რომელიც ბანკებს უქმნის სტაბილურობას. ის მოკლევადიანია. ბანკები ამაზე ვერ ააგებენ თავის საქმიანობას.
 ბანკი კრედიტს გასცემს საკუთარი აქტივებიდან, ანაბრებიდან, უცხოური ინვესტიციიდან.
 კრედიტის პროცენტს კი ბაზარი არეგულირებს.
 
 ცხადია ეროვნული ბანკიც მოკლევადიან სესხს დაბალ პროცენტში ვერ მისცემს ბანკს, ეს პროცენტი საბაზროსთან ახლოს უნდა იყოს, გარდა ამისა, რეფინანსირების სესხი იწვევს მიმოქცევაში ფულის მასის ზრდას და ამიტომ ის არ შეიძლება "უფასო" იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს ინფლაციას.
 
 ასე რომ ეროვნულ ბანკს თავი დაანებეთ, ის სწორად მუშაობს.
 |