უკრაინული თავდაცვა როგორ არის მოწყობილი რომ გესმოდეთ
არის დამოკიდებული ე.წ "საყრდენ პუნქტებზე"
არის დიდი საყრდენი პუნქტები, არის მცირე საყრდენი პუნქტები. ბატალიონის, ასეულის, ათეულის ზომის.
ფრონტი :
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
--------(საყრდენი პუნქტი)--------(საყრდენი პუნქტი)---- ((((მინდორი))))-------(საყრდენი პუნქტი)))))
|
|
|
(საყრდენი პუნქტი) ------------ (პასადკა) --------- (საყრდენი პუნქტი) ------- (მინდორი) ------- (საყრდენი პუნქტი)
ეს საყრდენი პუნქტები წარმოადგენენ გამაგრებულ პოზციებს რომლებიც გარკვეულ სექტორებს აკონტროლებენ
ამ ეტაპზე უკრაინას არ გააჩნია საკმარისი რაოდენობით ცოცხალი ძალა რათა შექმნას საყრდენი პუნქტების ისეთი სიმჭიდროვე რომ მთელი წინა ხაზი გააკონტროლოს. ზედმეტად დიდია ფრონტი და მაგდენი ცოცხალი ძალა უბრალოდ ფიზიკურად ვერ გეყოლება რომ ყველგან ჩასვა და ჩაასანგრო.
რუსები სარგებლობენ ამ ფაქტით და იყენებენ მცირე ჯგუფების ტაქტიკას რომელიც მოიაზრებს საყრდენ პუნქტებს შორის არსებული "ხვრელების" ძებნას და იქ გაჟონვას და დაგროვებას უკრაინულ ზურგში, შემდეგ შეტევის განხორციელებას.
ვერ ხერხდება ყველაფრის კონტროლი და გადაფარვა დრონებითაც კი იმიტომ რომ იმხელა ტერიტორიაზეა ლაპარაკი ათობით ასეთი ხვრელის პოვნა შეიძლება სადაც 3-4 კაციანი ჯგუფებით შეჟონავენ რუსები და დაიწყებენ დაგროვების წერტილს.
სწორედ აქ შემოდის თამაშში ეს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები.
საყრდენ პუნქტებს შორის არსებულ ყველა პოტენციურ ხვრელში არტილერია შეყრის ნაღმებს
ეს იქნება მინდვრები თუ მცენარეული "პასადკები"
რაც კარდინალურად გაურთულებს რუსებს საქმეს.
გაჟონვა და დაგროვება უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად სწრაფად რათა დრონებმა დროულად ვერ აღმოაჩინონ და გაანადგურონ
ნაღმებზე აფეთქება თუ დაიწყეს მათი მცირე ჯგუფების ტაქტიკის ეფექტურობა მკვეთრად დაეცემა
This post has been edited by ბიჭური on 20 Nov 2024, 10:19