ეს რაკეტა არღვევდა INF შეთანხმებას :დ
ტრამპმა გაწყვიტა თავის დროზე ეგ ხელშეკრულება
და ახლა რუსებს შეუძლიათ დაამზადონ ეგეთი რაკეტები
სავოკმა თავის დროზე დაჭრა საშუალო მანძილის რაკეტები, რეიგან-გორბაჩოვის ხელშეკრულება იყო.
РСД-10 Пионер
სავარაუდოდ ეს "რუბეჟი" არა კონტინენტშორისი, არამედ საშუალო მანძილის კლასიფიკაციაში გაყავთ და უფრო ევროგეებზეა მიმართული და არა ამერიკაზე.
ანუ ცივი ომის მდგომარეობას ვუბრუნდებით.


ტრამპმა რატომ გაწყვიტა ხელშეკრულება მაგაზე მეწერა ადრე:
ტრამპის მიერ INF-ის ხელშეკრულების გაწყვეტის ლოგიკა შემდეგნაირია.
რუსეთი და ა.შ.შ შეზღუდულები იყვნენ სარაკეტო ტექნოლოგიების კუთხით, ჩინეთი კი არც ერთი ხელშეკრულების მონაწილე არ არის და არაფერი არ ზღუდავს.
აქედან გამომდინარე ტრამპის ადმინისტრაციამ ჩათვალა რომ ეს ხელშკერულება ახლა აღარ არის აქტუალური და ამერიკას ხელს შეუშლის ჩინეთის შეკავებაში. ჩინეთი უარს ამბობდა მსგავსი შეზღუდვების დაწესებაზე.
ამის გარდა რუსეთი სავარაუდოდ იტყუებოდა და არღვევდა ხელშეკრულებას.
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით “ისკანდერის” ფრთოსანი რაკეტა 9М728/9М729 სინამდვილეში 500 კილომეტრით არ იყო შეზღუდული და გაცილებით დიდ მანძილზე მიფრინავს.
INF-ის გაწყვეტის შემდეგ ა.შ.შ-მ დაიწყო მუშაობა ისეთ სარაკეტო სისტემებზე როგორებიც არის MRC Typhon, LRHW “Dark Eagle”, PrSM.
მათ შორის ახალი ბალისტიკური რაკეტები და სახმელეთო პლატფორმებიდან გასაშვები Tomahawk-ები
კიდევ ერთი განმარტება INF-ზე.
ეს ხელშკერულება მოიცავდა ახლო და საშუალო მოქმედების რაკეტებს და არ ზღუდავს სტრატეგიულს.
საქმე იმაშია რომ ახლო და საშუალო მოქმედების რაკეტები სულ რამდენიმე წუთში აღწევენ სამიზნემდე და რეაგირების დრო ძალიან მცირეა.
ცივი ომის დროს საბჭოთა რაკეტები ევროპაზე იყო დამიზნებული, ამერიკული რაკეტები კი მოსკოვზე.
Pershing II სულ რამდენიმე წუთში ჩააღწევდა მოსკოვამდე.
ამ ხელშეკრულების არსი იყო დე-ესკალაცია.
სტრატეგიული იარაღი სხვა თემაა და მანდ ასე სწრაფად არ ხდება ყველაფერი და “მანევრის” უფრო დიდი საშუალებაა.