შეიარაღებული თავდასხმა ოკუპირებულ აფხაზეთში, "საარჩევნო უბანზე" - არის მსხვერპლი
შეიარაღებული თავდასხმა ოკუპირებულ აფხაზეთში - რამდენიმე საათის წინ, დაბა განთიადში მდებარე ე.წ. "საარჩევნო უბანში" 20-მდე პირი ნიღბებით შეიჭრა "საარჩევნო" ყუთი დააზიანეს და გაიქცა.
ადგილობრივი მედიების ცნობით, დევნის ოპერაციის დროს კი მათ მელიციას ცეცხლი გაუხსნეს.
სროლის შემდეგ ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და თხრილში გადავარდა.
მომხდარში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ე.წ. კანდიდატმა, ბადრა გუნბას შტაბმა ადგურ არძინბას მომხრეები დაადანაშაულა.
ტელეგრამ არხ RESPUBLICA-ს ცნობით, „უცნობმა პირებმა ერთ-ერთ უბანზე რამდენჯერმე გაისროლეს, რის შედეგადაც ადგურ არძინბას მომხრეები დაიჭრნენ“. ამავე ინფორმაციის თანახმად, ორი დაჭრილი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღძრა, მათ შორის ტერორიზმის მუხლი ფიგურირებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, რომ თავდამსხმელთა ნაწილი დააკავეს, ნაწილს კი ამ დრომდე ეძებენ.
იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავს დაესხა საარჩევნო უბანს და ცეცხლი გაუხსნა აფხაზ სამართალდამცავებს - ეს არის ნურიკ სმირ. ის საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანაშაულის სხვა მონაწილეთა იდენტიფიცირება გრძელდება", - აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
ადგილობრივი ტელეგრამ არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირ ოპოზიციონერ ადგურ არძინბას ნათესავია.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დასრულდა. "ეხო კავკაზას" ცნობით, 18 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 63%-ი შეადგინა.
ე.წ. საუბნო კომისიების წევრები ხმებს ამ წუთებში ითვლიან.
რუსეთის მარიონეტული ე.წ. ხელისუფლების მეთაურობა ორ კანდიდატს სურს: ადგურ არძინბას და ბადრა გუნბას. მათ პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoe...OitHxx-VzxB-gUA