კი, такое имееть место быть.
მე ორივე მომწონს. ცოტათი ოდიოზური დოსტოევსკისკენ ვიხრები. მის ძირითად "ნაკლს" ( некоторая небрежность и, иногда, даже сумбурность) აქვს თავისი ახსნა.
ტოლსტოი "ომი და მშვიდობას" წერდა 6 წელი. გადაწერა(გადაათეთრა) ოთხჯერ და ითვლის 80000 ხელნაწერ ფურცელს!!!
დოსტოევსკიმ "იგროკი" დაწერა 3 კვირაში! ყომარბაზი იყო და ფული სჭირდებოდა სასწრაფოდ.
რა თქმა უნდა, "იგროკს" ვერ შეადარებ მონუმენტალურ "ომი და მშვიდობას", მაგრამ ავტორის პოტენციურ შესაძლებლობებზე ნათელ წარმოდგენას იძლევა. არ ჰქონდა კაცს, დრო და სურვილი, რომ ყველა ნაწარმოები დაეხვეწა.
თვითონ ტოლსტოი ჯიუტად "ვერ ამჩნევდა" დოსტოევსკის და, მე მგონი, ეს გამოწვეული იყო არა იმდენად მისი ამპარტავნული პოზიციით "პლებეის" მიმართ (თუმცა ისიც თავადი იყო) და, რომ იტყვიან, излишней аристократической фанаберией(როგორც აკაკი უყურებდა ქედმაღლურად ვაჟას), რამდენადაც банальной ревностью. მან იცოდა "ვინც" კი არა, "რაც" იყო დოსტოევსკი. ბოლოს მაინც "შეამჩნია", მარა იმ დროისთვის თევდორე უკვე კარგახნის გარდაცვლილი იყო.