რეალურად რა ხდება, რასაც დავაკვირდი საარჩევნო პერიოდიდან მოყოლებული.
ლეიბორისტები და იაგოს გირჩი არიან ოპოზიციაში, ვინც განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. როგორც ეს მოხდა, ორივე მოკვეთეს ოპოზიციური ტელევიზიებიდან, რომლებიც 24/24 დემოკრატიაზე ლაპარაკობენ და რის გამოც ლანძღავენ იმედს და პოსტ ტვ-ის, ერთი-ერთში იგივეს აკეთებენ - გაიგეს მათთვის არმოსაწონი პოზიცია და ეგრევე დაბლოკეს ორივე.
ფორმულა ეძახის კიდევ ათასში ერთხელ, უფრო სწორად ეძახდა, რადგან შალვამ როგორც ედისონ რისერჩის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, გააქრეს.
ოპოზიციას რაც შეეხება, მხოლოდ ბარიერ გადალახული ოპოზიცია მიაჩნიად ოპოზიციად და უფლებების მქონედ, რაც ცალსახად არასწორია! თუ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა და არალეგიტიმური იყო, მაშინ არ უნდა დაეყრდნო მის შედეგებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ვისაც დასავლეთი უნდა და თვლის, რომ გაყალბდა არჩევნები, გამოსვლის და მონაწილეობის საშუალება უნდა მისცე.
საერთოდ, რასაც შალვას უკეთებენ, როგორც მთავრობა და ასევე ოპოზიცია, კიდევ გასაკვირია, რომ არსებობას მაინც ახერხებენ ლეიბორისტები. 2021 წლის მერე გაუქრეს დაფინანსება, საარჩევნო კომისიის წევრები და უფასო რეკლამა (1 რეკლამა არსად არ ყოფილა წელს ლეიბორისტების, მარტო ფეისბუქი და ტიკ-ტოკი), ტელევიზიებმა წინასაარჩევნოდ დაბლოკეს და ნულოვანი რესურსი დაუტოვეს პარტიას. ბევრმა ისიც არ იცოდა, რომ წელს ლეიბორისტები არჩევნებზე იღებდნენ მონაწილეობას, შალვას ეკითხებოდნენ მაგაზე კომენტარებში არ მონაწილეობთო?
შალვა რასაც ამბობს ბოლო 4 წელი, ფაქტობრივად ყველაფერი სწორად დაჯდა. 2021 წელს პარლამენტში რომ არ შეცვენილიყვნენ სამარცხვინოდ, დღეს ეს მდგომარეობა აღარ იქნებოდა