როდესაც ვმონაწილეობთ პროტესტებში, ხშირად გვეუბნებიან, რომ ცოტანი ვართ და არ გვაქვს უფლება გადავკეტოთ მანქანების სავალი გზა. ამის გამო წარმოიშვება ხოლმე კონფლიქტები მილიციასთან, რის შედეგადაც ხან გვაჯარიმებენ, ხან კი მომიტინგეებს იჭერენ.
მგონია, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ უფრო ორგანიზებულად და მარტივად, რათა თავიდან ავიცილოთ ზედმეტი პრობლემები. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, თუ როგორ შეიძლება დაიგეგმოს პროტესტი და მაინტერესებს რა აზრის ხართ ამ იდეებზე:
1. ვარიანტი - მცირე ჯგუფები:
ოპოზიციის ლიდერებმა შემოგვთავაზონ, რომ კონკრეტულ დღეს და დროს შეიკრიბებიან 20 მანქანით, და დაიძრებიან ორივე სანაპიროდან (10 ერთი მხრიდან, 10 მეორე). მოძრაობა იქნება 10 კმ/სთ. ვისაც სურვილი აქვს, დაემატოს და შემოგვიერთდეს.
2. ვარიანტი - უფრო ფართო სახის პროტესტი:
გამოაცხადონ თარიღი, მაგალითად, შევიკრიბებით 10-20 მანქანით რომელიმე საკვანძო მისამართზე. დავიძრებით 30 კმ/სთ სიჩქარით და ვისაც გსურთ, შემოგვიერთდით. მივდივართ რუსთაველის ქუჩაზე და იქ გავაჩერებთ მანქანებს 2-3 საათით ან თუ საჭიროა, მთელი ღამით.
3. ვარიანტი - რეგიონალური პროტესტი: პარასკევს, კონკრეტულ ქალაქებში შეგროვდება 10-10 მანქანა, დაიძრება და ყველა გაერთიანდება ერთი დიდი აქციისთვის. მაქსიმალური სიჩქარე იქნება 40 კმ/სთ. მივდივართ რუსთაველზე და ვრჩებით შაბათ-კვირას.
ამ სამი ვარიანტის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია შევიმუშავოთ უფრო ორგანიზებული და ეფექტური პროტესტის ფორმა. პირველ რიგში, ადამიანებს არ მოუწევთ პირდაპირი შეხება პოლიციასთან, რადგან გზების გადაკეტვა ბუნებრივად მოხდება. მეორე მხრივ, აქცია იქნება უფრო ორგანიზებული და მობილური, რაც მას უფრო გამოკვეთილს და ეფექტურს გახდის. მესამე, რეგიონების ჩართვა შეძლებს უფრო ფართო მასშტაბის პროტესტის გამართვას. და ბოლოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ფორმით პროტესტს შეუსაბამო რეაქცია მოჰყვეს, როგორიცაა ძალის გამოყენება ან დაშლასთან დაკავშირებული მოვლენები. თუ ჯარიმები იქნება, მხოლოდ იმ წინა მანქანებს დააჯარიმებენ, რადგან რთული იქნება იმის გაგება, რომელი მანქანა მონაწილეობს აქციაში და რომელი შემთხვევით მოხვდა.
პ.ს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი აქციები ოპოზიციამ წინასწარ უნდა დაანონსოს, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხის გაღიზიანება და თავიდან ავიცილოთ პრობლემები პოლიციასთან. ამ შემთხვევაში პოლიციაც ვალდებული იქნება, რომ წინ და უკან გააცილოს მანქანები, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ხალხის უსაფრთხოება.
თხოვნა მოდერატორს» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ანალოგიური სათაურით თემა შეცდომებით გავხსენი, გთხოვთ, ის დახუროთ, ეს არა. მადლობა.