დილა ბიძინასტყვნისა თანაიუზერნო !
აბა, რა გითხრათ ? რით გაგახაროთ ?
ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა.
ახლა უკვე საქმის და მოქმედების დრო დადგა და ხალხმა უნდა გააკეთოს.
დიდი შორსმმჭრეტელობა არ ჭირდება მიხვდე რომ, ბიძინას პირობებში ეს ქვეყანა ჩაიკეტება როგორც გარედან, ასევე შიგნიდანაც.
დაიწყება რეპრესიები როგორც ინდივიდუალურ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე. დაიხურება მედიასაშუალებები. ამოქმედდება გამამტყუნებელი განაჩენების გამომტანი "ტროიკები". პოსტისთვის და რეპოსტისთვის იქნება სროკები. თავშეყრის არასანქცირებული პრეცენდენტები იქნება სასტიკად ჩახშობილი. კანონი აგენტების შესახებ ბევრ ღირსეულ ადამიანს მოუსპობს არსებობის და ზოგს აქ ცხოვრების უფლებას. ბევრი იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა.
მხოლოდ რეპრესიებით და ხიშტებით შეძლებენ ამ ანტირუსული მოსახლეობის გატეხვას და დათრგუნვას. მერე მოუსწრებს დსთ, სამოკავშირეო ხელშეკრულება რუსეთთან, ბელორუსთან. საურთიერთობო ბიზნეს ენად ინგლისური ჩანაცვლდება რუსულით.
ე.წ. ქართულ ეკლესიას გაეზრდება უფლებები. შევლენ ბაღებში, სკოლებში, სასწავლო დაწესებულებში. მორალის და ზნეობის პოლიცია იქნება დაკომპლექტებული მორწმუნე მრევლისგან და ნებისმიერი "ქრისტეს გზისგან" აცდენილი სიტყვა თუ საქმე იქნება იქნება გამოტანილი სამაჯავროზე, გაკიცხული და ზომები მიღებული. შემოძვრებიან ლოგინში, რათა გამოირიცხოს და აღმოიფხვრას გაუკუღმართებული ცხოვრების წესი.
ბიძინას და ილიას პლაკატები, ბიუსტები, მიძღვნილი გადაცემები და პერფორმანსები. პროპაგანდა საბჭოთა ცხოვრების სიკეთეებზე. ფილმები, ისტორიები რუსების და ქართველები ძმობაზე და სიყვარულზე.
ქონების თავიდან გადანაწილება შემდგომი ნაციონალიზაციით. კერძო ქონება და შემოსავალი როგორც სულს ვნებს, ასევე ხორცსაც. ანაბრების გაყინვა ეექსპროპრიაცია სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ამასობაში შვილების თაობაც წამოიზრდება და მამის გზას გააგრძელებს, ისე როგორც სამშობლოს მშვიდობას და სტაბილურობას სჭირდება.