კურიერი და ტაქსისტი არის დაბალი კვალიფიკაციის კადრი. ეგ არის მასე ყველგან. მანდ პატიოსნად მეტ ფულს იშოვის ის, ვინც უკეთ დაგეგმავს თავის სამუშაო საათებს და ჩადებს მაქსიმალურ ენერგიას. სხვა რაიმე ცოდნა და უნარჩვევები დიდად ვერ დაგეხმარება უკეთეს კურიერობა/ტაქსისტობაში.
მე მაგალითად მაქვს მაგის ხელფასის მეოთხედზე მეტი. და თან ვმუშაობ საქართველოს ბაზარზე. რომ გავიჭირვო და 2 სამსახურში ვიმუშავო და პლუს დაკვეთები, მექნება მაგის ხელფასი ხელზე ასაღები. კვირაში ალბათ 50-60 საათი დამჭირდება ამისთვის. მე ვარ პროფესიით ინჟინერი და საქართველოში რომ არ ვმუშაობდე, კიდევ გაცილებით მეტი მექნებოდა. კარგი პროფესიონალი ვარ, მჭიდრო სფეროში, მარა განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება არ მაქვს.
მე პირადად გული არ დამწყდება ნაღდად იმაზე, ტელევიზიის დირექტორს ან ჩემს პროექტის მენეჯერს ჩემზე მეტი ფული რომ ჰქონდეთ. მე ლოგიკურად მეჩვენება ეს ყველაფერი. ჩემს მენეჯერს ასე 40-80%-ით მეტი შეიძლება ჰქონდეს. ის მუშაობს 50 საათს და გაცილებით მეტი პასუხისმგებლობები აქვს, მე სახლიდან ვმუშაობ 20 საათს. რაიმე განსაცვიფრებელი განსხვავება ხელფასებში ჩემსა და ჩემს მენეჯერს შორის არაა, არც მთელი ტელევიზიის დირექტორის 6000$ არის რაღაც სიგიჟე

სასაცილოა უბრალოდ ამის ახსნა რომ არის საჭირო. თუ რატომ ვერ ექნებათ ტაქსისტს და ტელევიზიის დირექტორს ერთი და იგივე ანაზღაურება.
პრობლემა არ არის, რომ საზ. მაუწყებლის დირექტორს აქვს 6000$ ხელფასი. პრობლემა არის, რომ დღეს საზ. მაუწყებელი არის დედა#####ული პროპაგანდის მანქანა და შესაბამისად პროპაგანდონი იღებს ამ 6000$ ხელფასს,