FROM GEORGIAბიჭურის ნაწერს აქ სერიოზულად იღებ?
გადახედე აბა მის პროგნოზსს 2024 წელზე
როდის უთავდებოდა რუსეთს “ძალა”
არჩევნების წინ ბაიდენი რომ იარაღს მიაყრიდა და ამით მოიგებდა არჩევნებს
უკრაინის თემა რომ მისთვის საკვანძო იყო და ათასი რამ კიდე
ეხლაც უტრირებს და ამახინჯებს ჩემს პოზიციას
არსად არ დამიწერია, რომ უპირობო გაყინვას ვემხრობი პირიქით
—————————-
აბსოლუტური დეზინფორმაცია და ცილისწამების მორიგი ტალღაა
თითქოს “დიდგორი ყველაფერს აპრავებს“ და მხარს ვუჭერ გაყინვას უკრაინის საწინააღმდეგო პირობებით
ჩემი პოზიცია და მოლოდინი არის შემდეგი, რაც არჩევნებამდე მაქვს დაფიქსირებული
ტრამპი უკრაინის ომზე ამბობს:
ბაიდენი რომ სუსტია იმიტომ გაბედა პუტინმა შეჭრაო
ბაიდენს ასეულობით მილიარდი გამოვუყეთ და ინდენად უნიათოა, რომ ომის მესამე წელს კიდე რუსეთია შეტევაზეო
მე კი ამ ომს დავასრულებ იმ პირობებით, რაც ამერიკის ინტერესებშიაო
ზელესთან შეხვედრის შემდეგ კი თქვა “სამართლიანი” მშვიდობაო (ზელემ მეც ამას ვუჭერ მხარსო)
ხოლო თუკი პუტინი ამას არ დათანხმება არის ბევრი ბერკეტი მის მოსარჯულებლადო
მსოფლიოში აშშ-ს სახელი არის შერყეულიო, მე კი აღვადგენ და ყველას დავანახებ ჩვენს ძალასო
ამას ამბობს ის და არა, რუსეთს ან ჩინეთს რამეში მოვაგებინებო
პირიქით, ამერიკა უპირველეს ყოვლისაო და ყველას, ვინც ბაიდენის სისუსტის გამო გაგვითამამდა ან რამე გაგვიბედა, ჭკუას ვასწავლიო
ზოგადად, ტრამპის ფსიქოლოგია არის ბიზნესმენის
ანუ სულ მოგებული უნდა თამაშიდან გავიდეს
ვერასოდეს ვერ ვიტან მარცხსო და ყოველთვის ჩემი პირობებით მინდა საქმის დასრულებაო
მუდამ რეიგანს ედრება და აქვს განდიდების მანია(ნარცისაა)
ამიტომ გამორიცხულია ეგ თამაშიდან წაგებული გავიდეს
პირიქით ისტორიაში უნდა შესვლა, თან ბოლო ვადა ექნება(ბოლო შანსი) და მე პირადად უფრო მეტად რადიკალური მგონია რომ იქნება, ვიდრე პირველ ვადაში იყო
ასეთმა კაცმა კი არამგონია პუტინთან წაგებული გავიდეს თამაშიდან, მითუმეტეს როცა ისტორიაში შესვლა უნდა
პუტინს თუ ვინმე აჯობებს, მისნაირი ავანტიურისტი და შემტევი მასტი
და არა ულტრა-ლიბერალი პაციფისტი
ტრამპი სულ იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ არის უშიშარი, მებრძოლი, ალფა-მამრი, ხისტი, მიმწოლი, ყვერებიანი
ესაა მისი ხაზი
და როგორ გგონია, ესეთი ტიპი თავისი იმიჯისთვის წაგებული გავა თამაშიდან?
პოლიტიკოსებს არ უნდა ენდო ზოგადად წინასაარჩევნო დაპირებებში
მთავარია თეთრ სახლში შესვლის მერე რას იზამს
2016-შიც ბევრ რამეს ამბობდა წინასაარჩევნოდ და საპირისპირო გააკეთა პრეზიდენრობისას
ასე რომ
ტრამპი ზოგადად ლატარეაა
თუმცა პირადად მე
მისგან ბევრად უკეთესს მოველი, ვიდრე ობამას პარტიისაგან
ვისმა პოლიტიკამაც ამ უმძიმეს დღეში ჩაგვაგდო
და უკრაინის მიმართებაში მხარს დავუჭერ 3 ვარიანტს:
1. იარაღის მიყრა და ომის მოგება
2. ომამდე საზღვრებამდე რუსეთის გაყვანა
3. ამ საზღვრებში გაყინვა, თუმცა უკრაინის მყარი გარანტიები(ნატოში შეყვანა, აშშ-ს ბაზის ჰგახსნა და პირდაპირი სამხედრო დაცვის გარანტია)
სხვა არცერთ შემთხვევას მე მხარს არ ვუჭერ
და თუკი ტრამპი იზამს ცუდს, პირველი მე ვიქნები მისი მაგინებელი
უბრალოდ, ამაზე უარესი ვერ წარმომიდგენია
თან ათეულობით ათასი სიცოცხლე კარგო, თან ქვეყანა ნადგურდებოდეს და სტატუს კვოც ვერ ნარჩუნდებოდეს(დამატებითი ტერიტორიები იკარგება)
რაც ეხლა ფრონტზე ხდება არის ყველაზე უარესი სცენარი უკრაინისთვის
———————————-
ესაა ჩემი პოზიცია ამ საკითხზე
რაც არაერთხელ დამიფიქსირებია და ძალიან კარგად იცის მანაც
ბიჭური კი ცდილობს თავისი გამაზული ფსონის (ბაიდენის) ჩავარდნები ტრამპზე შეტენვას და სწორედ ამიტომ ეწევა ეხლა ამ “აპოკალიფსურ” კამპანიას
აბა იმას ხომ არ იტყვის დიდგორა მართალი იყო და ვცდებოდიო?
მისთვის ეს პირადი ტრაგედიაა
ამიტომ
This post has been edited by DIDGORI-GEO on 10 Dec 2024, 21:13