PFUვერ დაგეთანხმები
გერმანიაში რაც მოხდება, ყველა შემთხვევაში აწყობს უკრაინას
დღეს გერმანიაში რუსეთის მიმართ ყველაზე რადიკალები და თან პრო-უკრაინელები არიან
მერცი, მწვანეები და პისტორიუსის ფრთა სოცებში
პირველ ადგილზე უდაოდ გავა მერცი, რომელიც მაქსიმალურად რადიკალური ნაბიჯების მომხრეა
კოალიციას კი შეუკრავს ან სოცებს(პისტორიუსი იქნება ვიცე-კანცლერი) ან მწვანეებს (ჰაბეკი იქნება ვიცე-კანცლერი)
ორივე შემთხვევაში მკვეთრად პრო-უკრაინული მთავრობა იქნება
და კიდევ უფრო გაიზრდება დახმარება
შიდა თემებშიც და ეკონომიკაშიც
ქრისტიან-დემები რომ ბევრად ეფექტურები არიან, ეს მერკერის 16 წელი მოწმობს
ან ჰელმუტ კოლის ან კონრად ადენაუერის ეპოქები
ასე, რომ ქრისტიან-დემების მოსვლა ბევრად უკეთესია უკრაინისთვისაც და გერმანიის შიდა ამბებისთვისაც
კონსერვატიულ-ცენტრისტული(ზომიერი მემარჯვენიზმი) იდეოლოგია არის ყველაზე მისაღები ბევრ ასპექტში
მე ზუსტად ამ იდეოლოგიის მომხრე ვარ ამერიკაშიც (რესპები)
ეკონომიკაშიც მოხსნიან უაზრო სოც ხარჯებს, გადასახადებს დაწევენ და დაბუსტავენ ეკონომიკურ ზრდას
ნუ შოლცს
ურთულეს პერიოდში მოუწია კანცლერობა
უკრაინის ომი არის ყველაზე დიდი კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის მერე
ამ პირობებში ბევრად ნაკლები ზიანით გამოვიდა გერმანია, ვიდრე მოელოდნენ (გახსოვს ალბათ მოლოდინები. ზამთარში გაიყინება, ეკონომიკა გაჩერდება და ა,შ)
მსოფლიოში მესამე ეკონომიკის და ინდუსტრიის გადაწყობა ახალ რეალობაზე კი მარტივი არაა
თან არ დაგავიწყდეს, მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა
გერმანიის ეკონომიკა 4,8 ტრილიონამდე გაიზარდა და მესამეზე გადავიდა (იაპონიას გადაასწრო, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიას 50%-ით მეტი მოსახლე ყავს)
ასევე, შოლცმა დიდი დახმარება გაწია უკრაინისთვის, მეორეა ამერიკის მერე (და პირველზე GDP-ის შედარებით დიდ ოთხეულში)
მილიონზე მეტ უკრაინელ ლტოლვილს ინახავენ
ყველაზე დიდი პირდაპირი ფინანსური დარტყმა რუსეთს გერმანიამ მიაყენა (გაზის და ნავთობის მილების ჩაჭრით)
დაიწყო სამხედრო გადაიარაღება(ამერიკასთან დადო სტრატეგიული დონის შეთანხმებები)
ასე, რომ დიდი მადლობა შოლცს ამ ყველაფრისთვის
ვისურვებდი მეტს(გაუგებარია მისი გაჯიუტება მაგალითად ტაურუსზე)
მარა რაც გააკეთა შეუძლებელია არ დაინახო, თუკი უკრაინის მომხრე ხარ
This post has been edited by DIDGORI-GEO on 16 Dec 2024, 03:38