სასწაულები იწერება ხოლმე ამ თემაში, მართლა.
ისეთი სისტემები როგორებიც არის C-400 და Patriot არის "ოქროს ფასის" სისტემები, ერთეულებია ხელმისაწვდომი და მათი განადგურება ნებისმიერი მხარისთვის არის კატასტროფა.
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები, რაკეტები და ყველა სხვა ტიპის საჰაერო ობიექტები იმიტომ დაპარპაშებენ რომ ჰსთ სისტემები არ ყოფნის რუსეთს ტერიტორიის დასაფარად და კიდევ ერთი ცალის განადგურება უკრაინელებს უხსნის შესაძლებლობას უფრო მეტი ობიექტი გაანადგუროს რუსეთის სირღრმეში, უფრო მეტი დრონი ან რაკეტა გააპაროს, რაც უფრო დიდ დანაკარგს ნიშნავს რუსული ჯარისთვის და საბოლოოდ უფრო დიდ შედეგს ხანგრძლივ პერსპექტივაში ამ ომში.
ფრონტზე რომ არის გამარჯვება საჭირო და ტერიტორიების დაბრუნება ეგ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაგის პირობები არ არსებობს ახლა და როცა / თუ იარსებებს აუცილებლად შეეცდებიან უკრაინელები ამის გაკეთებას.
ჩვენი "სურვილებით" არ ხდება არაფერი, ეს არის გაწელილი ომი გამოფიტვაზე და თითოეული განადგურებული ტექნიკა, მით უმეტეს ისეთი როგორიც არის ს-400, ამ გაწელილ ომში და მის მოგებაში შეტანილი წვლილია.
სხვანაირი ვარიანტები ახლა არ არსებობს.
აბა რას ელოდა იოსებოვიჩი? როგორც კი ატაკამსები გაფრინდებოდა რუსეთისკენ მაშინვე ჩამოიშლებოდა რუსული ჯარი?

ანუ უკვე ს-400-ის განადგურება "მიუღებელია" ჩვენთვის?
არაფერს არ ცვლის ბრატ?
კარგით მართლა და მართლა. სირცხვილია. პატივი ეცით უკრაინელებს მაინც.