არ ვიცი, ვერაფერს გეტყვი დარწმუნებით. ასეთი ოპტიმისტური ქართულ წარსულზე ვერ ვიქნები. ჩვენ გვქონდა დიდებული საწყისი ეტაპი. მაგალითად როცა იბერიის გრანდიოზული მეფე Pharasmanes II the Valiant ჩავიდს რომში და მას რომის იმპერატორმა, ვაჟკაცობით განთქმულმა ანტონის პიუსმა

მისი მარმარილოს ძეგლი დაახვედრა რომის ცენტრში.რაც ისტორიას ქვაზე ამოტვიფრული შემოუნახა მემატიანემ

.
შემდეგ იყო გორგასალი, მისი დაჩი, მსოფლიო მარგალიტის ტფილისის დაარსება. გიორგი მთაწმინდელი, აღმაშენებელი, დიდგორი, შოთა, ის სუფისტური გენიალური პოემა.
როცა სრული რესურსები იყო იმისთვის რომ ჩვენც გავმხდარიყავით იმპერიული ერი, მსგავსად - ძვ. ბერძნები, რომის იმპერია, საღვთო რომის იმპერია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია. მათსავით დაგვეპყრო, ხელში ჩაგვეგდო მსოფლიოს მსუყე ნაჭრები. რათა ჩვენს შვილებსაც თავის ენაზე მომსახურებოდნენ საქართველის კუთვნილ ან ყოფილი კოლონიების ლაქშერულ, გლემურულ ტროპიკულ სანაპიროებზე, პლიაჟებზე. ოკეანის მწვანე, კამკამა, ზურმუხტისფერი წყლით, თეთრი ქვიშით, გადმოწოლილი, ტანწერწეტა პალმებით ... დადგა ეს.
შემდეგ კი იყო სრული დაცემა. იშვიათი გამონათებები - ცოტნე დადიანი, გიორგი ბრწყინვალე, ქეთევან წამებული, ვერსალის ოფისში ლოდინისგან სავარძელში ჩაძინებული სულხან-საბა, დავით გურამიშვილი.
ეგ ფერეიდნობაც რაღაც უცნაურია. დღეს ირანელები სოცქსელებში იპრანჭებიან ისპაჰანში სომხურ ეკლესიაში გადაღებული სელფებით. ნახეთ, ირანიც ევროპააა. აქაც არიან ქრისტიანი წმინდანებიო.


მათ ბაძავენ თეირანელი სელფის მოყვარულებიც


და ირანის სხვა სომხურ ეკლესიებში მისული ირანელები. აგერ მათი ამაყი სია
A journey through time: must-see churches for every traveler და არავის წამლადაც არ გაახსენდება სელფის გადაღება აქ, შუა საუკუნეების
არქიტექტურის შედევრ, "სი ო სე პოლ"-ის ხიდთან. ან თუ გადაიღო, ისიც არ გაახსენდება, ვისი გორისამ შექმნა


ეს ყველაფერი დაიწყო ადრე ვიდრე ერეკლე მეორე სრულად დაღუპავდა, დააქცევდა, მოსპობდსა საქართველოს მრავალ საუკუნოვან სახელმწიფოებრიობას თავისი ისტორიულ-პოლიტიკური უმოკლესი ხედვით. ვითომ რა ისეთი განსაცდელი ემუქრებოდა ქვეყანას იმ დასაწვავ, არგასახარელ — 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტო)?! იმ დღეს, როცა სპარსეთი, ოსმალეთი ფაქტიურად მოშლილები იყვნენ. როცა იქიდან 20-30 წელში პანტაპუნტით დამოუკიდებლები გახდნენ - საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი. ჩვენ ჩვენი უტვინობით მოვითხოვეთ რუსეთის მონობა.
ეჰჰ (((
This post has been edited by Bilbao2024 on 19 Dec 2024, 11:22