აბსოლუტურად გეთანხმები.მსგავსი პოსტის დაწერა მეც მინდოდა.
გუშინ,დავწერე კიდეც,ძალიან გამაღიზიანებელია ამ ელჩების გადადგომა
და სხვადასხვა სამსახურების განცხადებები პოლიციის მხრიდან გამოჩენილ
სისასტიკეს რომ უსვამს ხაზს.კი,ეს მნიშვნელოვანია,მაგრამ რის გამოც
ეს აქციები დაიწყო,რატომღაც უკანა პლანზე იწევს.
ელჩები კობახიძის განცხადებიდან რამდენიმე საათში უნდა გადამდგარიყვნენ
და განცხადებებიც მაშინვე უნდა გაკეთებულიყო.
პოლიციასთან მოსაუბრე მოქალაქეებმაც ამაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება,
მათ მიერ ჩადენილ სისასტიკეზე კი არ უნდა ელაპარაკონ(ნუ,საუბრისას ამასაც
გაუსვან ხაზი),არამედ ქვეყნის მომავალზე,ევროინტეგრაციაზე უარის თქმაზე და ა.შ.
შეკითხვა დაუსვან,უნდათ თუ არა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში
გაწევრიანება.ჰკითხონ,იციან,საერთოდ,რატომ დაიწყო ეს აქციები,რას
აპროტესტებს ხალხი.შეიძლება,აზრზე არ არიან.