Your unique security codeყველა აქციაზე გხედავდი და ამ კუთხით შენთან ნაკლები პრეტენზიები მაქვს თუმცა მაინც უნდა გითხრა ჩემი მოსაზრება, რადგანაც ყველაზე მეტი მიმღებლობა გაქვს კრიტიკის და ვფიქრობ ამასაც სწორად გაიგებ.
1) 1 საერთო ეთერი რომ გააკეთებინოთ სამივე ოპო არხს, მიხვიდეთ ოთხივე ძალის ლიდერები და კითხვებზე უპასუხოთ, ერთობლივი განცხადებები გააკეთოთ ხალხს მაგრად მოხოდავდა. ამდენი ნიჰილიზმის მერე კარგი ნაბიჯი იქნებოდა. პატარა დებატებივითაც შეიძლბოდა.
2) სამივე ძალა ერთად ხართ და გახარიები გარბიან გვერდით, იქნებ დაუსვათ შეკითხვა, ქოცებს რომ არ გადაეწერათ შედეგები, ასე ცალკე როგორ აპირებდა კოალიციაში ყოფნას?? გამოდის კოალიციაც ბლეფი ყოფილა?
3) თქვენი ერთიანობა დასავლეთისთვისაც მნიშნელოვანია. ასეთ მომენტებში თუ არ დგახართ ერთად აბა რა დროს უნდა იყოთო.
4) გახარია სიებს ახლა ჩახსნის თუ მერე ეგ არსებითი არაა, მაგ ტიპმა უდა გადალახოს "ნაცებთან არ დავდგები" კომპლექსი და რაღცნაირად თქვენც უნდა აიძულოთ თუ მიეხმაროთ არ ვიცი სწორად როგორ დავწერო.
5) ერთიანი მესიჯები არ ისმის. გავიგეთ რომ გვინდა სამართლიანი და ახალი არჩევნები მაგრამ... რას აპირებთ 2025-ის თვითმართველობებზე? ერთმანეთს შეიძ₾ება დაემთხვეს ორივე არჩევნები? თუ არ დანიშნეს ახალი მაშინ იღებთ თუ არა 2025-ში მონაწილეობას (მე ვთვლი რომ აზრი აღარ აქვს), ვინ აკოპლექტებს ცესკოს, როგორი ბარიერით ტარდება და ა.შ ანუ 4-მა ძალამ ეგ მაინც ხომ უნდა შეათანხმოთ, რას ვთხოვთ კონკრეტულად რუსებს?
6) ხელისუფლების შეცვლის 2 გზააა, ძალადობრივი და პოლიტიკური. რადგანაც პირველი არ გამოდის, აუხსენით ხალხს რომ პოლიტიკური გზით მივდივართ და მერე აქციებზე მოსულ ხალხს არ ექნება განცდა რომ ვინმე სადმე უნდა შევარდეს, შესაბამისად არ იქნება ნიჰილიზმიც.
7) რას ვაპირებთ ზურაბიშვილის ვადის შემდეგ? ეგრევე გამოასახლებენ იქედან და მერე რა ხდება?
ბევრი კითხვის ნიშნებია და პასუხები ან არ არსებობს ან ბუნდოვანია. ჩაკეტილი წრესავით ვართ რა. ხალხი ოპოზიციას აბრალებს, ოპოზიცია ხალხს და ვართ ასე მარშით მატუშკისკენ. სადღაც ეგ წრე უნდა ჩაირღვეს.
1) გარედან უნდა დაგინახონ რომ ყველა ძალა ერთიანი ხართ და შეგიძლიათ კოალიციური მმართველობა რომ როცა დრო მოვა ქვეყნის მართვა განდონ და პარტნიორებად აღგიქვან.
2) ხალხმა შიგნით უნდა დაინახოს რომ, ძირიეულ საკითხებზე ერთად ხართ ყველა.
3) ხალხმა უნდა მიიღოს ყველა კითხვაზე მკაფიო პასუხი და ამიტომაც კარგი იქნებოდა 1 საერთო პრესკონფერენცია თუ დებატი (როგორც ზემოთ დავწერე)
მოკლედ იმ იმედით ვმოძრაობ რომ, მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა ჩვენ არ უნდა გავრუსდეთ. არ გვაპატებს მომავალი.
ჩემი მინაწერი 1 პოლიტიკოსისთვის

)) 1 კვირის წინ
This post has been edited by xLEGENDx on 1 Dec 2024, 18:33