ყველაზე სამწუხარო ისაა რომ ყველა ახალი მოსული ხელისუფლება საშრობივით იწოვს ასეთებს , იტოვებს მემკვიდრეობით და სათადარიგო სკამზე ათავსებს მომავალში გამოსაყენებლად , რადგან წინასწარვე იცის, აქ საქართველოში მოსული ხელისუფლებაში ადამიანი რამოდენიმე წლის მერე ისიც ისეთივე დიქტატორი და მოძალადე ხდება როგორც მისი წინამორბედი და ეგ ხალხი ედიკას დროიდან მოყოლებული არსებობდენ და გასაწმენდია და რენდგენშია სათითაოდ გასატარებელი, მაგრამ ვინაა ამის გამკეთებელი.... მაგალითად ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი რომელიც მიშას დროს გახსოვთ ალბათ როგორ საუბრობდა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე და დღესდღეისობით როგორ საუბრობს, ბაჩო ახალაია მისი მოადგილე იყო სახალხო დამცველი როცა იყო და სულ ვფიქრობდი როგორ შეიძლებათქო სახალხო დამცველს, ასეთი ფაშისტი ჰყოლოდა მოადგილედთქო, დღესდღეისობით თავის მოადგილეს გაასწრო და ყველაფერს ნათელი მოფინა ,ერთნაირები ყოფილან . ამიტომ შემდგომში მოსულმა ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს ან ჩვენ ხალხმა არ უნდა მივცეთ საშუალება ამ ძალადობის მივიწყების და მიჩქმალვის სანამ ყველა ფაშისტი არ დაისჯება და გაიწმინდება სისტემა ..... და ეს დასაწყისშივე უნდა გაკეთედეს, სხვა შემთხვევაში ისევ ამ წრეზე ვიტრიალებთ . არაფრით არ შეიძლება ძალოვანი სტრუქტურების ხემძღვანელები ინიშნებოდნენ ხელისუფლების მიერ მითუმეტეს მათი გარემოცვიდან ან მათი ქვეშევრდომებიდან ,ვერასდროს ის ვერ წავა თავის "ხაზეინის" წინააღდეგ!!! ამიტომაც შეგნებულად ხდება მათი შერჩევა იმ გარემოცვიდან, საიდანაც არიან
This post has been edited by alligator on 7 Dec 2024, 18:39