#61780338 · 13 Dec 2024, 11:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Menestrel ნახეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამე და ეს ერთი რამე არის ის რომ, ნებისმიერი საკითხის გარეშემო ხალხს ექნება სხბადასხვა შეხედულება.
QUOTE | და მაგაზე მთავრობას უნდა ეფიქრა, სანამ იმ დასაწვავ რუსულ კანონს, ერთხელ რომ უკან წააღებინა ხალხმა, მეორედ შემოაგდებდა. მერე თვენახევრიან ასიათასიან მიტინგებს ფეხებზე დაიკიდებდა. |
მე გეთანხმები იმაში რომ უდროოდ შემოიტანა უცხოური დაფინანსების შესახებ კანონი და ის უნდა შემოეტანა განსახილველად არჩევნების შემდეგ. მე საქ ბანკმა მომთხოვა დავთანხმებოდი იმ პირობაზე რომ ჩემი ტრანზაქციები უნდა ყოფილიყო მათთვის ვისაც ეს სჭირდება გამჭირვალე. სანამ ამ პირობაზე არ დავთანხმდი იქამდე ვერ შევძელი განმეხორციელებინა გადარიცხვები. შესაბამისად ეს მოთხოვნა იყო საქ. ბანკის მიმართ გლობალ. საბანკო სისტემიდან, რადგან მათ სჭირდებათ იცოდნენ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ ტრიალებს ფინანსები ჩვენს ქვეყანაში. თუ კი ჩემი გადახდები ღიაა და გამჭირვალე ამერიკელი და ევროპელი ბანკებისთვის და მათ იციან სად და როგორ იხარჯება ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლების ფული, მაშინ ისმება კითხვა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ, (არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ქვეყნის სათავეში) რატომ არ უნდა იცოდნენ საზღვარგარეთიდან შემოსული თანხები სად და როგორ იხარჯება ჩვენს ქვეყანაში? ეს მხოლოდ არ აწყობთ საზღვარგარეთიდან ფულის მომწოდებელს და აქ მერე იმ ფულის განმკარგველებს. იმიტომ რომ ის ფული უნდა დახარჯონ ისე რომ არაფერი იცოდნენ ხელისუფლებაში მყოფმა ძალებმა. ათი ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილა საქართველოში, რასაც მე ვერც კი წარმოვიდგენდი. თოთოეულში 10 ადამიანი მაინც ხომ არის დასაქმებული? და გამოვიდა უკვე ასი ათასი ადამიანი ვინც გამოვიდა იმ მიტინგზე და + კიდევ გაუაზრებლად ან და გააზრებულად დაინტერესებული ადამიანი. ის რომ თქვენ და ბევრი კიდევ რუსულ კანონს ეძახით, ხალხის უმრავლესობას არ ეჩვენება რუსულად და ეჩვენება კანონად რომელიც მოემსახურება წმინდა ქართულ ინტერესს რომელიც დასჭირდება ამათ შემდეგ მოსულ ხელისუფლებასაც. კანონი რომელიც ჩვენი ინტერესებისთვის საჭიროა და აუცილებელი, დაუშვათ და რუსეთშიც აქვთ მიღებული, რა ჩვენ აღარ უნდა მივიღოთ იმიტომ რომ თურმე რუსეთს მიუღია ჩვენზე ადრე? აგერ იგივე კანონი სხვა ქვეყნებს რუსეთზე ადრე აქვთ მიღებული და შევედაროთ მათ.
QUOTE | სანამ ევროინტეგრაციის შეწყვეტას გამოაცხადებინებდა კობახიძეს და თავისსავე ჩაწერილ 78-ე მუხლს აალოკინებდა. ზუსტად მაგას მოჰყვა ახალი მიტინგები |
ევროინტეგრაცია კარგია მაგრამ თქვენ გგონიათ რომ ჩვენი მიღება უნდათ და ჩვენი ბრალია რომ არ გვიღებენ? ასე ნატოსაც აქვს კარი ღია რომელ ღია კარშიც ვერავინ ვერ შედის თუ მათ თვითონ არ უნდათ. აგერ უნდოდათ და 5 წუთში მიიღეს შვედეთი და ფინეთი, მაგრამ არ მიიღებენ მაგალითად უკრაინას, სადაც ნატოში და ევროკავშირში შესვლის გამო რუსეთი დაესხა თავს.
QUOTE | იმ ხლაპუშკებსაც იმიტომ ისროდნენ, რომ წყნარად და მშვიდობიანად ნათქვამი ამ მთავრობას არ ესმის. |
იმ ხლაპუშკებს მთავრობას ესროდნენ თუ სპეცნაზს? ხლოპუშკებიდან არც ერთი არმოხვედრია მაგალითად მდინარაძეს. ის ხლოპუშკა არა ერთხელ რომ მოხვდა სპეც ნაზზს, იმიტომ გაუშვეს ის გაზი და იმიტომ მოხდა ცემა ტყეპაც. ამ ცემა ტყეპაში თუ დააკვირდით, არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შვილი და შვილის შვილი არ მოყოლილა. ჩვეულებრივი მოქალაქეების ცემა ტყეპის ხარჯზე უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში.
|