sulo
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27560
წევრი No.: 25566
რეგისტრ.: 12-November 06
|
#61768424 · 8 Dec 2024, 20:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
90- იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის გამოცხადებით ჩავთვალეთ, რომ გამოვგლიჯეთ სამშობლო კომუნისტებს, საბჭოეთს და რუსეთს. სინამდვილეში ეს მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისი იყო. პირველი რაც გააკეთა საბჭოთა კომუნისტმა ქართველმა, ადაპტირდა. უცებ, ერთ წელიწადში, ხალხი, რომელიც პარტბილეთებით იკვლევდა გზას, მორწმუნე და ეკლესიური გახდა, მიხვდა რომ ასე იყო საჭირო. ეროვნულობის და მორწმუნეობის ნიშა დაიკავა. ისე რომ ბიბლია წაკითხული არ ჰქონდა და პირჯვარი სწორად გადაწერილი. არც გასჭირვებია, კომუნისტ ღმერთს იყო მიჩვეული, დაუმარხავი ყავდა მოსკოვში მავზოლეუმში, პერიოდულად სანახავად ჩადიოდა და საათობით იდგა რიგში, რომ ენახა მოწიწებით და კრძალვით, გულზე მისი სურათი ეკეთა. უბრალოდ ატრიბუტიკა გამოცვალა, პარტიული ფიცის ნაცვლად ლოცვები ისწავლა და იმ ეკლესიებში დაბინავდა, რომლებსაც თვითონ ანგრევდა. ასეე წარმოიქმნა ახალი ქართველი: მორწმუნე ყოფილი კომუნისტი, აგრესიული, ჩასაფრებული, გაბრაზებული, რომ თავისი ქვეყანა დაუნგრიეს, კიდევ უფრო გაბრაზებული, რომ ამას ხმამაღლა ვერ ამბობდა ( მამების თაობა, ასე ვეძახდით მაშინ). იცით ვინაა ეს ხალხი? ამ არჩევნებზე ვითომ ომის შიშით სულ ოცნებას რომ აძლია ხმა, ასაკში არიან ახლა, მაგრამ ახლაც ჩამესმის 1989 წლის 5,6,7,8,9 აპრილს მათი ხმები. წაიკითხეთ იმდროინდელი პრესა, ნახეთ იმროინდელი გადაცემები. მართლა ხომ არ გგონიათ მთელი საქართველო იდგა იქ 9 აპრილს ან წინა დღეებდი რუსთაველზე. უმრავლესობა ჩუმად იყო ( ხომ არ გეცნოთ?) ან ილანძღებოდა. არსად წასულად იბრძვიან მის შემდეგ, ჯერ ზვიად გამსახურდია მოიცილეს, აამოქმედეს ყველა ნაღმი: აფხაზეთი, სამაჩაბლო. სამოქალაქო ომი, მხედრიონი. СНГ-ში დაგვაბრუნეს, რუსული ბაზები ჩააყენეს, სამშვიდობოები დაარქვეს. მოკლედ რუსულ ორბიტაზე დაგვტოვეს. ,,ვარდების რევოლუცია” იყო საბჭოეთიდან მოწყვეტის კიდევ ერთი და საფუძვლიანი მცდელობა, მაგრამ მართვაში დაშვებული შეცდომებმა, ხელისუფლების შენარჩუნებაზე ორიენტირებამ, შემდეგ უკვე კლასიკურმა განვითარებამ: ხელისუფლებით ტკბობამ და ძალაუფლებით გარყვნამ ეს მცდელობაც ბოლომდე მიუყვანლად შეწყვიტა. 2008 წლის ომიც გარედან იარაღით ჩარევა იყო საქართველოს სურვილის წინააღმდეგ მოწყვეტოდა რუსულ საბჭოთა ორბიტას. დაგვსაჯეს: აღიარეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. გამოცოცხლდა საბჭოთა ქართველი, უკვე გაზრდაც მოასწრო თავისიცე მსგავსის, რომელიც არც კი დაბადებულა საბჭოეთში მაგრამ, ყველა ნიშან-თვისებით კომკავშირელია, პარტიის კანდიდატია, მომავალი რაიკომის მდივანია … შეენივთა და შეერწყა 2012 წელს სამართლიანი პროტესტის ტალღას და ხელისუფლებაში მოვიდა, ოღონდ ჯერ მარტო არა, სხვებთან ერთად. ამოტივტივდა, მოძლიერდა, რუსისკენ გაიხედა. მაგრამ მიხვდა, რომ დრო არ იყო. ამიტომ ხელისუფლების შიგნით დაიწყო ხალხის ჩამოცილება. რვა წელი დასჭირდა სრულად გამოკრისტალებისთვის, ერთმანეთის ცნობისთვის, ზედმეტი პოლიტიკური ბალასტის მოცილებისთვის. და როცა ჩათვალა, რომ დადგა შესაფერისი დრო, არა ხმამაღლა, არა გარკვევით მაგრამ ქცევით, მისწრაფებით, მოქმედებით თუ უმოქმედებით, თქვა ის რასაც სამი ათწლეული ვერ ამბობდა: ,,მე რუსთან მინდა, უკან საბჭოეთში” ოღონდ არა ამ სიტყვებით არამედ ფარულად, დაშიფრულად, თვითონ რომ ესმით იმ პაროლებით: ,,არა ომს” ,, ღირსებით ევროპაში” და ა.შ მოგროვდნენ, მონახეს ერთმანეთი და გამოაცხადეს 35 წლის წინ დაწყებული ბრძოლის ბოლო, გადამწყვეტი ეტაპი. ნურავის ეგონება, რომ ის რაც ახლა თბილისში ხდება ძალაუფლების შენარჩუნების, არჩევნების გაყალბების, რუსული კანონთან ან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ვნებათაღელვაა. არა, ეს არის ბოლო გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, რუსული, საბჭოთა ორბიტისგან და წარსულისგან, საბჭოთა მართვის სტილისგან, ცხოვრების წესისგან, ნოსტალგიისგან, ბერიასა და სტალინისგან, თვითმფრინავის ბიჭების და 9 აპრილის ჯალათებისგან, მოსკოვში 37 მანეთად კონიაკებით გადაფრენისგან, უდარდელი მოჩალიჩე რუსთქალთგულისმპყრობელი ქართველის იმიჯისგან. რუსული ეგზარხოსული ეკლესიისგან, რომელმაც ავტოკეფალია გაგვიუქმა და ეკლესიები შეგვითეთრა … სასტიკი და დაუნდობელი იქნება ეს ბრძოლა, დიდი ხნის ნამზადებ-ნალოდინები არიან. ყველა მოქნეულ ხელში და ,,დუბინკაში” იგრძნობა ,,საბჭოთა” ქართველის ზიზღი თავისუფლებისმოყვარული ქართველის მიმართ. ამიტომ არიან ასეთი დანდობლები. არ შეიძლება ამ ბრძოლის წაგება. არ შეიძლება კიდევ მომავალ თობას გადავულოცოთ ეს პრობლემა, ოღონდ ახლა წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ. ახლა უნდა დამთავრდეს საქართველოს რუსეთისგან, საბჭოთა წარსულიდან გათავისუფლების მრავალწლიანი, აფხაზეთში და სამაჩაბლოში ჩვენი გმირების მიერ დაღვრილი სისხლით შეფერილი ეს ეკლიანი გზა. ამ ლოზუნგით დაიწყო ეს ყველაფერი და ამითვე გავიმარჯვებთ: ,,გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს”
სადღაც ფასედან.
--------------------
Go vegan, be free ტყუილია.
ვარ ვეგანი, სად არის თავისუფლება?
|