Kote Kemularia
სირიაში აშშ-ისრაელის მოულოდნელმა და ელვისებურმა წარმატებამ, ახლო-აღმოსავლეთის ფრონტზე ძალთა ბალანსი, სერიოზულად შეცვალა:
-თურქეთის მოქმედება მთლიანად გახადა ამერიკაზე დამოკიდებული;
-რუსეთის სამხედრო გავლენა გაანულა;
-ირანის როლი მაქსიმალურად შეზღუდა;
-ისრაელის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზების, აეროპორტების, პორტების 80% (რუსული და ირანულის ჩათვლით), უკვე გაანადგურა და აგრძელებს შეტევებს!!!
ევროკავშირის ენერგეტიკულმა კომისიამ აუკრძალა რუსულ ტანკერებს ორმუზის სრუტეში გადაზიდვები, რითაც,უშუალოდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს დაწყებული—ყატარის მიერ ევროპის და ჩინეთის გაზით და ნავთობით მომარაგების გაკონტროლების პროექტი განხორციელდება!
შესაბამისად—ჩინეთიც და რუსეთიც, აშშ წინადადებების მიმართ, უფრო მგრძნობიარენი გახდნენ!!! კრემლმა:
“მზად ვართ აშშ ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი
წინადადება განვიხილოთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზეო”!!!!!
ეს უკრაინასაც შეეხება და საქართველოსაც!
სირიაში “დალაგების” შემდეგ, სწორედ საქარველოზე გამავალი შუადერეფანი და შავი ზღვა ხდება სამხრეთ სტრატეგიის ერთერთი მნიშვნელოვანი წერტილი!!!
ივანიშვილმა რუსეთის “მთავარი დავალება”ვერ შეასრულა: ვერც არჩევნების მოგება შეძლო, ვერც 78-ე მუხლი ამოიღო!!! სანამ ეს მუხლი არის კონსტიტუციაში, კობახიძის მიმართვა ევროპისადმი—“2028 წლამდე ვაჩერებ მოლაპარაკებებსო”, არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო, ანუ, არალეგიტიმური და ევროპისთვის
არასავალდებულო!!!9
სწორედ ეს იყო სრულიად დასაბუთებული მთავარი ხაზი—სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში ევროპარლამენტისადმი!!!
საკუთარმა შეცდომებმა, ივანიშვილი, ორმაგი დარტყმის ქვეშ დააყენა:
კრემლი -გადაგდებაში ადანაშაულებს;
დასავლეთი-
ხელმოწერილი პარტნიორული ვალდებულებების რეალურად შესრულებას
სთხოვს!!!
ივანიშვილი ცდილობს დრო მოიგოს—რუსთაველზე მიმდინარე პროცესი “პარტიების მოწყობილად გაასაღოს”, თუმცა, ამისი აღარავის სჯერა-არც ქვვეყნის შიგნით და არც გარეთ.
ეს პროცესი გაცილებით სიღრმისეულია!!!
საზოგადოებამ გაუსწრო ხელისუფლებას
მოვლენების სწორად აღქმაში და ანალიზში!!!!
ყინვის ქვეშ, როდესაც უგნური ხელისუფლება მათ შხამიან წყალს ასხამს და ცემს, რუსთაველზე სამი კვირის განმავლობაში უწყვეტად
დგას საზოგადოების ყველა ფენა, ყველა ასაკის….
“მილევადიაო…”-ბრიყვულად აცხადებენ!
იქ მდგარმა გონიერმა საზოგადოებამ იცის, რომ, მათ უკან, არის მათი შვილების ბედი.. ის შვილები იქ დგანან…იმიტომ არ იცვლის ფეხს არავინ…
ხელისუფლებისგან განსხვავებით,მათ კარგად იციან რომ, ჩვენი ქვეყანა, გლობალურად, ხმელთაშუა ზღვის აუზის და ახლო აღმოსავლეთის შემადგენელი ნაწილია…
თუ ჩვენ რუსული ავტორიტარული კლანჭებიდან გავთავისუფლდებით, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მართლა მზრუნველი გონიერი მთავრობა გვეყოლება, ახლა მიმდინარე პროცესებმა, სრულიად შესაძლებელია ჩვენი შვილების ბედნიერი მომავალი განაპირობოს!!!!
საქართველოს ბიუჯეტის შემოქმედი—თითქმის მთელი ბიზნეს-ელიტის გადაწყვეტილება—ამ წლის ბოლომდე გამოცხადდეს ახალი არჩევნების თარიღი, არის უტყუარი მაჩვენებელი, რომ, ერის და ბერის სურვილს წინ ვერავინ აღუდგება!!!
ეს მოაქვს “რუსთაველის გამოსვლებს”!!!
ახალი არჩევნების დანიშვნას, გაერთიანებული ქართველი ხალხი აკეთებს!!!!!
ბედნიერი ახალი წელი ჩვენს ქვეყანას!
https://cutt.ly/jeNtMAbj