სახალხო პროტესტი საქართველოშიწინა თემის ლინკი.
მოკლედ მოთხოვნები უცვლელია:
1. ახალი არჩევნები.
2. პოლიტპატიმრების გამოშვება.
პროცესი მივიდა იქამდე, რომ 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში იგეგმება უდიპლომოს ინაუგურაცია!
ოპო ფლანგზე მიდის ბჭობა დარჩეს თუ არა სალომე საპრეზიდენტო სასახლეში 29 დეკემბრის ანუ უდიპლომოს ინაუგურაციის მერე.
ასევე მიდის ბჭობა იმაზე გამოაცხადოს თუ არა სალომემ ახალი არჩევნების თარიღი.
საბოლოო სიტყვა სალომეზეა.
აგერ ჯო უილსონის ტვიტიც დაგვეწია.
ტრამპმა სთქოო სამკუთხედ ივანოვს დაერხევა 29 დეკემბრის მერე თუ გონს არ მოვაო!
ამასობაში ოპო ხალხს გაფიცვისკენ მოუწოდებს, ხოლო გახარიები და ახლები ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტს აძლევენ ხმას ოცნებასთან ერთად სადაც მათი და იქაური ტიტუშკების ხელფასების ზრდაა ასახული. ხმა რო არ მიეცათ ბიუჯეტი ვარდებოდა და კანონით საკრებულოს დაშლის კრიზისის საფუძველი ჩნდებოდა ზუგდიდში.
ნიკუტების და გახჩოების რეაგირება თბილისიდან ამაზე ჯერ არ ჩანს.
ამასობაში მაგნიცკის სიაში გვყავს შსს მინისტრი გომელაური და რიგი ძალოვნებისა
სანქციების გაფართოებას გვპირდება აშშ, დაწესებას გვპირდება ბევრი ევროპული ქვეყანა. მათ შორის გერმანია.
ამ ფონზე მთელი რიგი სახელმწიფოები აჩერებენ დაგეგმილ დაფინანსებებს მთავრობისთვის.
ბიზნესი უშნოდ იშმუშნება. ნოშრევანი კმაყოფილია, რუხაძე კობახს აკაჩავებს.
ფრი ბიზნესის თემას უერთდება და უერთდება ახალი ბიზნესები.
იმართება ყველა სფეროს მარშები.
არის განცდა, რომ ხალხი უფრო მზადაა წავიდეს რადიკალურ ნაბიჯებზე ცვლილების მისაღწევად ვიდრე ე.წ. ,,ოპო ლიდერები".
იქმნება გარემო სადაც ოპოს დიდი ნაწილიც შეიძლება ჩაირეცხოს ოცნებასთან ერთად.
ამოძრავდნენ ვეტერანები და სამხედრო გამოცდილების ხალხიც თუ პრეზიდენტი იტყვის გარკვეული ზომების მიღებაში დავეხმარებითო.
მოკლედ ვნახოთ რა მოხდება.
უახლესი დღეების პიკური თემებია:
1. ცოცხალი ჯაჭვიბქვეყნის მასშტაბით 28 დეკემბერს.
2. უდიპლომოს ინაუგურაცია 29 დეკემბრის დილას.
3. უდიპლომოს შეშვება არ შეშვება ორბლიანების სასახლეში. 30 დეკემბერს.
4.29 დეკემბერს გაირკვევა სევე გავა თუ არა სასახლიდან სალომე და გამოაცხადებს თუ არა ახალი არჩევნების თარიღს.
5. მე- პუნქტია და ბარემ ნაცების ხათრით დავწერ ბოკუჩავამ თქვა ვთხოვეთვსააკაშვილის შეწყალება სანამ ვადა აქვს ოცნების აზრითო. ვიცით არ გამოუშვებენ მაგრამ სიმბოლური ჟესტი იქნებაო.
ვნახოთ რა და როგორ მოხდება.
მიმაგრებული სურათი