David chkheidze
“ჩვენი ბრძოლა პრეზიდენტის მოსაგები არ არის. პრეზიდენტი მხოლოდ შემადგენელი ნაწილია.
ისიც, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი ვაკეთებთ იმდენს რამდენიც შეგვიძლია, ისიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებს.
პირადად, არ ვიყავი მომხრე, რომ გამოკეტილიყო რეზიდენციაში.
მაგრამ ამავე დროს არ ვიყავი მომხრე, რომ ძალაუფლების სიმბოლოები:
რეზიდენცია, სახელმწიფო დროშის ეტალონი, სახელმწიფო გერბის ეტალონი, საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაეთმო, თუნდაც სიტყვიერად.
სულ მცირე ისინი უკანონოდ, მაგრამ უნდა ჩამოერთმიათ.
ამისი ეშინოდა “ქართულ ოცნებას”. ამიტომ შენობის მნიშვნელობა დაიყვანეს გათბობამდე, პრეზიდენტის მნიშვნელობა 72 წლის ქალამდე…
არ დათმობას დაემუქრნენ გისოსებით, ძალადობით, ანალიტიკური მოსაზრებებით, მშვიდობისმოყვარე შეგონებებით...
ამას აზრი აღარ აქვს, მაგრამ ვინც ამას ემხრობოდა მომავლისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს. რეზიდენცია არ არის შენობა.
ასე ქვეყანასაც დათმობ და წახვალ სხვაგან და იქიდან იტყვი, “საქართველო არის იქ, სადაც ვარ მე”.
რაც შეეხება პრეზიდენტ ს.ზურაბიშვილს, მისი ნდობა და ლეგიტიმაცია საზოგადოების განწყობით იზომება.
ბატონმა ბ.ივანიშვილი სანამ პრეზიდენტად აგვარჩევინებდა შეძლებისდაგვარად წაართვა სანდოობა.
ევროპელი ქართველის იდეა, ხორცშესხმული ქალბატონი ს.ზურაბიშვილის პიროვნებაში, დააშორა საზოგადოების ნდობას და სიყვარულს.
ამიტომ იყო ამდენად დამანგრეველი მისი არჩევნები, ამდენად ძალადობრივი.
შეიძლება სწორედ დღევანდელი დღისთვის, რომ ლეგიტიმურად გამოფიტული სიმბოლო მიგვეღო.
მაგრამ საზოგადოება ამ შემთხვევაშიც არ მოტყუვდა. მაინც მიემხრო პრეზიდენტს.
და დასავლეთისგან დღეს მხარდაჭერილი ლეგიტიმაცია არ არის დაშრეტილი ნდობისგან.
ამიტომ პრეზიდენტ ს.ზურაბიშვილის დაკნინება ახლა ისევ მათ დღის წესრიგშია. რაც მე არ უნდა გავაკეთო.
მაგრამ მისი საბრძოლო საყრდენად გამოყენება იქნება უსამართლო და დამაბნეველი.
პრეზიდენტი ატრიბუტების დათმობით, თავად იქცა ბრძოლის ატრიბუტად.
ბრძოლა გრძელდება!“
მართლა რამე მოძრაობა მაინც გაეკეთებინა ამ ქალს, ასე თავის ფეხით Gამოვიდა და აბა პაკა ხალხნო, მე კი ვივლი საზღვარგარეთებში შეხვედრებზეო თქვენ იკითხეთო
This post has been edited by merciamercia on 29 Dec 2024, 12:48