35 წლის ლევანიკოო თავს მშვიდად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბინა უკვე მეხუთე დღეა უგაზოდაა და გარეთ ტემპერატურა მინუს 10 გრადუსს უახლოვდება.
- "შეიძლება გაზი არ მაქვს, მაგრამ ნახეთ როგორი ლამაზი ფიფქები მოდის, ზღაპრის ბოლცი" აცხადებს ლევანიკო. ჭიქას შეხედავს და ნერწყვს ყლაპავს რამდენიმე წუთის წინ მეზობელთან ფეჩზე ადუღებული ჩაის ჭიქის აღების შემდეგ.
ლევანიკოს პოზიტიური დამოკიდებულება იმდენად სერიოზულია, რომ მეზობლებსაც კი სჯერათ, რომ ყველაფერი რიგზეა.
მისი მეზობელი მარიტუნააა :
- "როცა ლევანს ვუყურებ, მგონია, რომ მართლა არაფერი ხდება," ამბობს მარიტუნა...იგი ლევანის ქვემოთ ცხოვრობს, რომელიც მეხუთე სანთელს ანთებს, რადგან შუქიც აღარ აქვს.
...ბევრი ვიფიქრე, იქნებ ჩვენ ვართ პანიკიორები...
ლევანიკოო არ წყვეტს საკუთარ ოპტიმისტურ განცხადებებს. "მთავარია, რაც გვაქვს, დავაფასოთ. მაგალითად, ეს ბნელი, რომლის საშუალებითაც ვარსკვლავები უკეთესად ჩანს. დამიჯერეთ, ეს შუქი რომ იყოს, ამ სილამაზეს ვერ შეამჩნევდით," ამაყად აცხადებს იგი, როცა ხელით ფანარს ანათებს 5 წუთის წინ დაჭეჭყილი ბატარეებით.
ექსპერტები კი, რომლებსაც ამ სიტუაციის რეალური შეფასება შეუძლიათ, ამბობენ, რომ ლევანის ტიპის ადამიანებს ხშირად ე.წ. "მასობრივი ბედნიერების სინდრომი" უვითარდებათ. ფსიქოლოგი მარტა ნინუა განმარტავს: "ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უარს ამბობს საფრთხეების აღიარებაზე და პეპლების, ფიფქებისა და სიურრეალური ოპტიმიზმის სამყაროში გადადის."
მაგრამ ლევანი ოპტიმისტურ ნოტაზე რჩება. "შეიძლება სამყაროს აპოკალიფსი ემუქრება, მაგრამ ჩვენ გვაქვს ბაბლი. ეს ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია!"
და მართლაც, ბევრი ფიქრობს, რომ ლევანმა სწორი გზა იპოვა
და დღეიდან უშუქობაც დავაფასოთ მეგობრებო , აბა გაიხსენეთ ბოლოს ვარსკვლავებს როდის უყირეთ და საღამოს მეზობლებთან ერთად გაერთეთ?
უცებ ერთი ხანში შესული კაცი გადმოყოფს ფანჯრიდანნ თავს და
- " არა, არაა, ეეეეს, ეეეეეს, ეს არის
წილხვედრი ერია.
მეზობლები ვერ მოხვდნენ რას ამბობდა ეს კაცი, ინტერნეტიც არაა რომ დაგუგლონ, არც დენი.
სამწუხაროა , ბომბორ
