მაგრად ატყუებს თავის ამომრჩეველს ამ თემაზე ოპოზიცია
პირველ რიგში, სწორად დაწერეს ზემოთ, თუ ტრამპი არის თქვენიანი, მაშინ რატომ დებდით ფსონს დემოკრატებზე? რატომ იყო ბოკუჩავა კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის ცერემონიაზე და რატომ არ იყო ტრამპის წარდგენაზე?
მერე კიდევ, ჯო ვილსონის პოსტები მოჰყავთ არგუმენტად, ჯერ ერთი მარტივი რაღაცაა დასამახსოვრებელი, რომ ტრამპის მაგივრად არავინ საუბრობს, ტრამპის სათქმელს მხოლოდ თვითონ თუ იტყვის. იმიტომ რომ ძალიან არაპროგნოზირებადია და შეიძლება ნებისმიერ წამს ისეთი რამე თქვას რასაც არავინ ელოდა - ეგაა მისი სტრატეგია. მერე კიდევ, რესპუბლიკელი რომაა ვინმე, არ ნიშნავს რომ ტრამპის გარემოცვის წევრია - იმიტომ რომ ამერიკაში რადგან ორპარტიული სისტემაა, ეს პარტიები მოქმედებენ როგორც დიდი კოალიციები, ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა ხალხია გაერთიანებული ამ პარტიებში და ერთმანეთი შეიძლება არც ევასებოდეთ. მაგალითად, ტრამპს ღიად დაუპირისპირდა 2021 წელს რესპუბლიკელების ნაწილი და ტრამპს თავისივე პარტიის შიგნით ჰქონდა ომი მთელი სამი წელი.
ხოდა, ეს ჯო უისონი რამდენადაა ტრამპთან ახლოს საკითხავია, მაგრამ მერე კიდევ, გავლენიანი კონგრესმენიაო, ებიჭო თუ გავლენიანია, რა ეწია მაგის "მეგობარი აქტს" და "ქართველი ხალხის აქტს", შარშან გაზაფხულზე რომ დააინიცირა? რატომ არ იქნა არცერთი აქტი მიღებული, რატომ ვერ გავიდა კონგრესში? ხომ უნდა მოიკითხოთ ამბავი, შარშან რომ გიხაროდათ ეს აქტები, რატომ არ გავიდა საბოლოო ჯამში.
მარა ჯო უისონს თავი დავანებოთ, მე უფრო ტრამპის შემყურე არ მგონია დიდად ჩაერიოს კავკასიის ამბებში - ტრამპის პოლიტიკა არის ევროპის საქმეებში იზოლაციონისტური. უკრაინის ომის დამთავრებასთან დაკავშირებით დაუკვირდით, ტრამპი იმას ამბობს რომ ევროპულმა ჯარებმა დაიცვან უკრაინაო, ამას იმიტომ ამბობს, რომ ევროპა ნაკლებად აინტერესებს და თავისი რესურსი უნდა რომ სხვაგან გადაისროლოს. ქოცები ზოგადად ერთ რამეს ძალიან სწორად იძახიან ჩემი აზრით - უკრაინის ომი თუ დამთავრდა, მათზე ზეწოლა ძალიან შემციდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ზეწოლა ქოცებზე მართლაც უკრაინის ომის მერე დაიწყო, ანუ 2022 წელს - მანამდე იყო შარლ მიშელი და 2020 წლის არჩევნების აღიარება, რაზეც უკმაყოფილო იყო ძალიან ოპოზიცია, მახსოვს მაშინ ამერიკის ელჩი ჩამოვიდა და ოპოზიციამ დიდი პროტესტი მოაწყო, ყურადღებას მივიპყრობთო, მაგრამ უშედეგოდ - ეს იყო ტრამპის ადმინისტრაციის დროს. მერე გვარამიამ ჩაწერა მონოლოგი, როგორ ლანძღავდა ტრამპს, ყველაზე სუსტი ადმინისტრაცია არისო

გავიხსენოთ ყველაფერი კარგად.
ტრამპი პირდაპირ მოდის უკრაინის ომის დამთავრების ლოზუნგით. დაიწყება დიდი მოლაპარაკებები რუსეთთან. ტრამპის პოლიტიკის ძირითადი ხაზი არის რომ რუსეთის სახით მტერი არ სჭირდება ამერიკას. თან ამ დროს ტრამპმა გამოაქვეყნა საინტერესო პოსტი, სადაც საუბრობდა (ნახევრად-სარკასტულად მაგრამ მაინც) ძირითად გეოპოლიტიკურ სამიზნეებზე - გრენლანდიის ყიდვა, კანადის შეერთება, პანამის არხის დაბრუნება. ანუ, ტრამპის ფოკუსი სრულად დასავლეთ ნახევარსფეროა. აქედან კანადის შეერთება არარეალისტური მგონია (თუმცა შეიძლება რაღაც დონეზე ინტეგრაციას ჩაუყაროს საფუძველი ტრამპმა გრძელვადიან პერსპექტივაში), მაგრამ გრენალნდიის ყიდვა და პანამის არხის დაბრუნება ძალიან რეალისტურია. ამაზე სხვათა შორის ძალიან საინტერესო პასუხი გასცა სალავიოვმა - ტრამპი ჩვენი მეგობარი არ არისო, მაგრამ თუ მას გრენლანდიის ყიდვა უნდა, შეგვიძლია დავუჭიროთ მხარი მაგრამ ერთადერთი გამოსავალი რომ ავიცილოთ თავიდან მსოფლიო ომი არის მსოფლიოს გავლენის ზონებად დაყოფაო.
ზოგადად, გრენლანდიის ყიდვა ძალიან გრძელვადიანი ინვესტიციაა ამერიკისთვის. ბოლო პერიოდში არქტიკის მნიშვნელობა გაიზარდა იქ რესურსების მოპოვების ზრდის გამო, ხოლო გრენლანდიის კონტროლი იძლევა მნიშვნელოვანი Northwest Passage-ის კონტროლის საშუალებას, რომელიც აკავშირებს არქტიკას და ატლანტიკის ოკეანეს. ეს რუსეთის და ჩინეთის ინტერესებთან მოდის შემხებლობაში. მოკლედ, შეიძლება მარტივად წარმოვიდინოთ რომ ძალიან დიდი ვაჭრობა წავა რუსეთსა და ამერიკას შორის, სადაც ამერიკის ფოკუსი იქნება დასავლეთ ნახევარსფერო, ხოლო რუსეთის - მისი მოსაზღვრე რეგიონები და ქვეყნები. საქართველოც იქნება სავაჭრო მაგიდაზე და ვნახოთ როგორ იქნება.
რაც შეეხება ირანის და ჩინეთის თემას - ირანის პრეზიდენტის სიკვდილის გამო პანაშვიდზე ჩასვლისთვის არავინ არ დაუპირსიპირდება ოცნებას, რადგან ამერიკას იმის გამო ეზიზღება ირანი რომ ირანი არის ისრაელის მტერი, ისრაელის წინააღმდეგ კი არაფერს აკეთებს ჩვენი მთავრობა. ახლა სადღაც პანაშვიდზე რატომ ჩახვედიო მაგას არავინ ეტყვის კობახიძეს. მანდ ფაშინიანიც იყო და ფაშინიანსაც დაარტყავს ტრამპი ამის გამო? ძალიან არასავარაუდოა. მართლა კარგი არგუმენტი ჩემი აზრით არის ანაკლიის პორტის თემა, რადგან თითქმოს ამერიკას უნდა ჰქონდეს ინტერესი, აკონტროლოს ვაჭრობა, რომელიც ანაკლიიდან მოხდება შუა დერეფანის მეშვეობით, მაგრამ ანაკლიის პორტიდან ამერიკელების ჩახსნა მოხდა ჯერ კიდევ 2019-2020 წლებში, ანუ ტრამპის დროს და არაფერი უთქვამს, ახლა რატომ იტყვის ვითომ?
მოკლედ, ჩემი პროგნოზით, ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან იქნება ისეთი, როგორც 2016-2020 წლებში იყო, რა დროსაც ოპოზიცია ძალიან უკმაყოფილო იყო ამერიკით.
This post has been edited by Mercurial on 5 Jan 2025, 15:44