მაშ გავაგრძელებ.
კიბატონო ეკლესიაში არის სამი სამღვდელო ხარისხი. დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი.
თუმცა ეპისკოპოსებში არის წოდებრივი სხვაობა, მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსი და ეპისკოპოსი ასევე ქორეპისკოპოსები თანამდებობის მიხედვით.
მოსაყდრე არ იძლევა გარანტიას პირდაპირ პატრიარქად გახდომას თუმცა პატრიარქის ანდერძი თუ ვისი ხილვა სურს მის მაგივრად და ასევე მოსაყდრის თანამდებობა არის საფუძველი რომ უმეტეს შემთხვევაში ის ადამიანი იქნება შემდგომი პატრიარქი.
გადახედეთ წინა პატრიარქების არჩევას დავით მეხუთის ეფრემ მეორის და აშ ზუსტად ისინიც იყვნენ მოსაყდრეები და ანდერძით წინა პატრიარქმა ისურვა მათი ხილვა. ზუსტად იგივე მოხდა ილია მეორის შემთხვევაშიც.
ეს პრაქტიკა სხვა ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც ხდება რომ ძირითადში მოსაყდრე ხდება შემდგომი პატრიარქი.
შემდეგ როგორც უკვე ვთქვი სხვა კანდიდატები იყვნენ დაბერებული და რუსულად მოლაპარაკე.
ასევე ჩვენი პატრიარქი იყო ახალგაზრდა ყველა საღვთისმეტყველო სტატუსების მქონე რაც მთავარია ქართული სულისკვეთების და ილია მეორეს მტელი მსოფლიოს რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები იცნობდნენ რადგან ჩვენი პატრიარქი 60 იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა ემესის შეკრებებზე მთელს მსოფლიოში.
რად ღირს თუნდაც პატრიარქის ვიზიტი 1976 წელს ინდოეთის პრემიერთან ინდირა განდისთან ერთი წლით ადრე პატრიარქობამდე. სხვა ვინ უნდა გამხდარიყო პატრიარქი თუ არა ილია მეორე ასეთი მსოფლიო ცნობადობა ჰქონდა მსოფლიოში და ვინც ყველაზე კარგად შეძლებდა იმის დამტკიცებას რომ ქართული ეკლესია არ იყო რუსული ეკლესიის ნაწილი არამედ ავტოკეფალური დამოუკიდებელი ეკლესია და სწორედ პატრიარქმა 30 წლიანი ბრძოლის მერე წარმატებით დააგვირგვინა ეს საქმე 1991 წელს.
შევარდნაძეს და სააკაშვილსაც კი არ დაესიზმრება ისეთ ცნობილ სახეებს შეხვედრია ჩვენი პატრიარქი. მაგათ რომ ოცნებასი ექნებათ მარტო.
ხოლო მოწინააღმდეგების არგუმენტი რომ თურმე კგბს გარეშე არაფერი ხდებოდა და ჩვენი ყველა წინა პატრიარქებიც კგბს აგენტები იყვნენ.
უბრალოდ სასაცილოა ეს.
თუნდაც რად ღირს წმინდა მამა გაბრიელის მაგალითი როცა ეკლესიები იხურებოდა და ინგრეოდა მამა გაბრიელმა თავის ეზოში დიდი ეკლესია ააშენა რომლის ნახვაც დღესაც შეუძლია ყველას.
ხო ალბათ კგბს დავალებით იყო ეს საქმე
ან 60იან წლებში მამა გაბრიელმა 1 მაისის დღესასწაულზე პარლამენტის წინ რომ ლენინის პლაკატი დაწვა და რამდენიმე თვეში უკვე გარეთ დადიოდა დაუსჯელად ესეც კგბს სპეც დავალება იყო
როცა ჩვეულებრივ ადამიანს რომ გაეკეთებინა ეს ან გააციმბირებდნენ, ან მრავალწლიან ციხეს მიუსჯიდნენ.
კგბე არაფრის მაქნისია როცა მოქმედებს ღმერთი როგორც ნათქვამია ერთი თმის ღერიც არ ჩამოვრდება ადამიანის თავიდა მისი ნების გარეშე.
მაშ ეხლა ყველაფერს კგბ განაგებდა და ღმერთს ეძინა როგორც ხატავენ ზოგიერთი ათეისტები.
This post has been edited by daviti35 on 5 Jan 2025, 18:49