#61864379 · 22 Jan 2025, 15:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
* ჩვენ, რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს, * ჩვენ, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური კლასი გაგგვაჩნდეს, * ჩვენ, რომ ცოტა მაინც ვაზროვნებდეთ როგორც ერი და როგორც ქვეყანა,
მაშინ:
* ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თუნდაც ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე მიგვეღო უსაფრთხოების გარენტიები, * გარანტირებულად გქონოდა საშუალება ჯერ მხოლოდ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე აგვეშენებინა სახელმწიფო რაც ყველაზე დიდი გარანტორი იქნებოდა საქართველოს გამთლიანების. * ყველანაირ კომპრომისზე წავსულიყავით ოღონდ კი ეს გარანტიები მიგვეღო...
მაგრამ:
* ჩვენში "ჩვენ" აღარ არსებობს არსებობს მხოლოდ "მე". * ხოდა თითქმის ყველა "მე" საკუთარი თბილად დადებული უკანალის გამო, საკუთარი შემოსავლების და კომფორტის გამო "ყიდის" ჩვენი სამშობლოსა და ერის ინტერესესს. * ერთი-ორი გამონათებების გარდა ყველაგან "მე" ჰკლავს დასუსტებულ "ჩვენ"-ს. რადგან სიბნელეა ირგვლივ და ბნელში გაზრდილი "მე"-ები ვერ ხვდებიან, რომ "მე" "ჩვენ"-ის გარეშე არაფერია და არ არსებობს და ჭეშმარიტად ვერც იარსებებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული, სამწუხაროდ არ გვიქადის ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ბედნიერ დასასრულს...
თუ ასე გაგრძელდა... დიახ, თუ გაგრძელდა...
This post has been edited by ხარაძე on 22 Jan 2025, 15:10
--------------------
სხვა ყველაფერი წყალს წაუღა, თუ საქართველო აღარ იქნება... სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა... რა გამხრწნელი რამეა აბსოლიტური ძალაუფლება: ზოგნი ებღაუჭებიან, ზოგნი მისტირიან და სამშობლო, ერი კი ყველას ავიწყდება...
|