ეს იქნება ჩემი ბოლო პოსტი ამ თემაში.
გარდა იმისა, რომ შიგნიდან მაქვს ნამუშევარი ბოლოსწინა საპარლამენტო არჩევნებზე, ზუსტად ვიცოდი რაც მოხდებოდა ამ არჩევნებზე და ერთი-ერთში ახდა ის რასაც აქ ვწერდი და გაფრთხილებდით (ამის გამო უამრავი ტალახი მივიღე).
თავიდანვე ჩავერთეთ საორგანიზაციო საკითხებში. პაკეტებად დაყოფილი სამედიცინო დახმარებები, ხარისხიანი ნიღბები ზოგი ადგილობრივად, ზოგი საბაჟოს გვერდის ავლით და წვალებით ემიგრაციიდან, მეგაფონების იდეები და ამის ორგანიზება, "მზვერავები", საინფორმაციო უსაფრთხოების ქსელი უშუალოდ აქციებზე მყოფებისთვის.... ამ ყველაფრის ლოგისტიკა და ორგანიზება ციდან არ ჩამოვარდნილა. უამრავი ადამიანის გადადებული ცხოვრების და საშინლად ფრთხილად მოქმედების შედეგი იყო ეგ იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა წევრს თითქმის სუსის მანქანა დაჰყვებოდა ბოლო დღეებში. იყო ნდობის, ინფორმაციების გაცვლის, მხარდაჭერის და სხვა პრობლემები რომლებმაც ნერვებზე და დანის პირზე გაიარა.
ყველაფერი, რაც აქ "ოპოზიციის გინებას" ემსახურებოდა, ემსახურებოდა იმიტომ, რომ ბევრად მეტი საშუალებები იყო საჭირო. იგულისხმება თანხები, ლოჯისტიკური წერტილები, მეტი ტრანსპორტი, დაცული ხაზები და ყველაზე მთავარი
ამ პროცესის პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. იმიტომ, რომ კბილებით ვაჩერებდით პატარა გოგო-ბიჭებს, რომ რამე სისულელე არ გაეკეთებინათ. პოლიტიკური აქტის და პოლიტიკოსების გარეშე ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი "დანაშაული" დიქტატურისთვის. პოლიტიკოსები ამ დროს საბა ბუაძის პოლიტიკურ კარიერას და ფეისბუქიდან ენაკვიმატობით იყვნენ დაკავებულები. აგერ ახლა ისიც გასკდა რომ ის სირი დასანქცირებულ ბიზნესებს ლობირებს თურმე.. იმიტომ რომ ვაჭარია.
ყოველთვის, როდესაც ისრების გადატანას ვცდილობდით ამ თემაში პოლიტიკოსებზე, ხალხი ამას პირადად იღებდა. არა და ისრები ზუსტად პოლიტიკოსებისკენ უნდა მიემართოს, რადგან არ გექნება რევოლუციურ სცენარში პოლიტიკოსების მხარდაჭერა და არ გამოვა არაფერი!!!! არავინ არაფერს არ სთხოვდა მაგათ. არც იდეებს, არც ორგანიზებას, არც ფიზიკურად გაკეთებას. მხოლოდ ერთი რამე. მზაობა, რომ მე თუ გავამწვავებ, არ მიგვატოვებ და მერე რომელიმე რეზორტიდან მარგარიტას სმის დროს "tavisupleba patimrebs"-ით არ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ. ამას სჭირდება მერე დაკავებულთა ოჯახების მიხედვა, კარგი იურისტები და უამრავი რამე.
ახლა რაც შეეხება ეკონომიკურად უნდა დაინგრეს და გზავნილები გაჩერდეს ამბები.
ის ადამიანები ვინც ამ ყველაფრისთვის თავი გადადო, ზოგი სამსახურის გარეშე დარჩა, ზოგს არც მანამდე ჰქონდა, ზოგს ცხოვრება აერია. არსებობს პრობლემები როგორიცაა "ორი დღეა არაფერი მიჭამია" "თვის ბოლოს ქირა მაქვს გადასახდელი თორემ გარეთ დავრჩები" "ჩამოვალ ქუთაისიდან მაგრამ ფული არ მაქვს" "სამსახურიდან გამომიშვეს და შვილს საჭმელი როგორ ვუყიდო არ ვიცი" და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ამ ადამიანებს ვერ მიატოვებს ვერავინ. მათი სრული უმრავლესობა ჯერ მანამდე რა იყო და ამ აქციების და 2 თვე გადადებული ცხოვრების გამო საერთოდ ჩამოენგრათ ეკონომიკური მხარე.
ასობით ადამიანზეა საუბარი. ვისკენ მივმართოთ, მისი სახელი და გვარი დაწერე და ბაზარი არაა.
რაც შეეხება ამ თემაში აქტიურ იმას, რომ "მე აქციებზე დავდივარ ძმაო" - ვინმეზე ნაკლებად აქციებზე მოსიარულის დედა#####ან!!!!!!!! აწ და მარადის. თუ სწორად აზროვნებ, ვალია ეგ შენი როდესაც ადგილზე ხარ და ###ში არ უნდა ამოადინო სხვა ადამიანს რომ მაგას აკეთებ. 2024 წლის გაზაფხულის აქციებიდან უკვე აღარ ვიყავი მანდ, მაგრამ მანამდე დღე და შეტაკება არ გაგვიმაზავს ბევრს მაგრამ არ ჩაგვითვლია რომ ეს რემბოობა იყო და სხვებისთვის ყელში უნდა ამოგვეყვანა ამის ძახილი.
საქმე იყო საკეთებელი და ამის ნაცვლად ჩვენს მხარეს ტიპები პოლიტიკური კოსტუმის კარიერის გაკეთების გამო სრული პოპულიზმით და არაფრისმომცემი ყიჟინით იყვნენ დაკავებულები.
მოკლედ... ახლაც იგივე ხდება.
მე ტვინს აღარ მოგიტყნავთ და წარმატების მიღწევა თუ გინდათ, ისრები სხვაგან გადაიტანეთ.
აქაც და ფეისბუქზეც უამრავი პოლიტიკური დივიდენდებით დაინტერესებული "ოპოზიციონერი" და სუსის ნასედკა/დაშინებული/მოსყიდული "აქტივისტია" და იმათ უფრთხილდით კიდე :დდდ
ყველაზე მეტს ვინც ყვირის, ემანდ იმის ჩატებიდან ინფორმაციები არ ჟონავდეს შემთხვევით
აბა
ადიოს და წარმატებები
მშპს_მივხედოთშენც წარმატებები ძმაო. გისურვებ რომ სწორი კომპასი გეპოვნოს
This post has been edited by Ess on 30 Jan 2025, 14:25
Never argue with an idiot. He will drag you down to his level and beat you with experience.