ტრამპმა განაცხადა რომ პირველივე დღეს (ანუ ჩვენთან რო დაღამდება და მანდ გათენებას დაიწყებს) საჯაროდ მოაწერს 50+ ბრძანებს ხელს, რომელიც შიგნით მოიცავს ბრძანებების ნაკრებს ჯამში 200 ზე მეტს, მათ შორის იქნება:
1. სასაზღვრო საგანგებო სიტუაცია გამოცხადდება - მექსიკიდან შემოსულებს, მექსიკაშივე გააბრუნებენ და იქ მოუწევთ დალოდება თავშესაფრის მაძიებლებს, დაიწყება მასობრივი დეპორტაციები იმ ადამიანების ვინც ვერ მოასწრო თავშესაფრის მიღება, ამისთვის ჯარიც იქნება გამოყენებული, ამასთან გაუქმდება "დაბადებით მოქალაქე". ანუ ბავშვი რო იბადებოდა აშშ-ში და ავტომატურად მოქალაქე იყო - ეგ. ასევე ჯარი იქნება გამოყენებული კედლის ახალი ფაზის ასაშენებლად.
2. ენერგეტიკა - ნავთობის მოპოვება და მილსადენების მშენებლობა უფრო მარტივი გახდება, ალასკის ნაკრძალზე ნავთობის მოპოვება დასაშვები გახდება, ასევე აშშ დიდი ალბათობით კვლავ დატოვებს "პარიზის კლიმატის შეთანხმებას", შეწყდება სამთავრობო გრანტები განახლებადი ენერგიის მიმართულებით, მათ შორის ახალი ქარის გენერატორების მშენებლობა.
3. საჯარო მოხელეები გადაკლასიფიცირდებიან და მათი გაგდება უფრო იოლი გახდება, რის მერეც ტრამპს იმედი აქვს რომ მასკი გაყრის სამსახურებიდან საჯარო მოხელეებს, ამისთვის ოფიციალურად ჩამოყალიბდება DOGE დეპარტამენტი.
4. საჯარო მოხელეებისთვის "სახლიდან მუშაობის" ვარიანტი გაუქმდება, ყველას მოუწევს შენობებში დაბრუნება
5. ნარკოკარტელები ცხადდება ტერორისტულ ორგანიზაციებად, ამიერიდან აშშ-ს ჯარს შეუძლია იერიში მიიტანოს ნარკოკარტელებზე
6. სავარაუდოდ აქვე მოხვდება მექსიკის ყურის სახელის გადარქმევის ამბავი

და ტიკტოკის აკრძალვის - აკრძალვა

რაც შეეხება კულტურულ ომებს, აქედან სავარაუდოდ:
1. განისაზღვრება რა და რომელი არის ბიოლოგიური სქესი.
2. აიკრძალება ტრანსგენდერების ქალების სპორტში მონაწილეობა
3. შეწყდება ინკლუზიურობის სამთავრობო პროგრამები
4. საპრეზიდენტო კონტროლში მოექცევა არასამთავრობოების დაფინანსება და საგარეო დახმარება
არაფერია ნათქვამი ტრამპის სხვა დაპირებებზე:
1. ინფლაციას რა ეშველება?
2. უკრაინის ომს როგორ ამთავრებს?
3. ჩინეთს რა სახის ტარიფები და როდის უწესდება?
და ა.შ.
სოც.კვლევების მიხედვით, აშშ-ს ამომრჩევლის ორი მთავარი საკითხი იყო მიგრანტები და ინფლაცია.
ნუ მიგრანტების გაყრა (მათ შორის უამრავი ქართველისაც) საკმაოდ იოლი იქნება, აი ინფლაცია... ომი... ჩინეთი, მაგაზე ჯერჯერობით ჭრიჭინების ხმა ისმის.