რუმინეთში ვიყავი მივლინებით ორი კვირა სასწავლო პროგრამაზე - როგორ ასწავლიან მასწავლებლები. სამი ქალაქი ვნახე: 1. ბუქარესტი; 2. ბრაშოვი; და 3. ტიმიშორა.
სასწაულად კარგი ხალხია და ჩვენდამი - ქართველებისადმი - ძალიან მაგრად განწყობილი. მაგრამ სხვა რამე იყო საინტერესო. ვესაუბრე ევროკავშირზე. ძირითადად ჩემხელებსა (35-50-წლამდე ხალხს) და სტუდენტებს. ყველა ერთსა და იმავე ჩვენებას აძლევდა, ევროკავშირში შესვლის შემდეგ ამოვისუნთქეთო და:
- ევროკავშირის დაფინანსებით სრულიად გარემონტდა ან აშენდა 1000 სკოლაო;
- ევროკავშირის დაფინანსებით მოეწყო უწყვეტი რკინიგზის ქსელი ბუქარესტი-ვენა და ბუქარესტი-კონსტანცაო - ამ უკანასკნელში დიდი პროექტებიაო;
- ევროკავშირის დაფინანსებით გარემონტდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი 70-ზე მეტი ისტორიული ძეგლი და ეკლესიაო;
- მანქანა დაჩიას წარმოება თავიდან განვითარდა და ევროპული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გამხდარა გაყიდვებში;
- უნგრული მოსახლეობა ადრე თუ თავის ტკივილი იყო ახლა ევროკავშირში ინტეგრაციისა და 1 იანვრიდან შენგენში შევედით და მიმოსვლა დაიწყო და სიტუაცია ბევრად უკეთესიაო;
- გზები იყო გაზიზინებული და მოწესრიგებული;
- სწავლა-განათლების პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში მიმდინარეობდა ძალიან სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში.
- ტურიზმი გუგუნებს - ზაფხულში თუ ზამთარში კარპატები სავსეა ტურისტებით. ბრაშოვსა და ბრანში სასტუმროები სულ დაკავებულიაო.
- გარემო უკიდურესად წყნარი და მოწესრიგებული იყო. ბუქარესტის ცენტრი წააგავდა პარიზს. ხალხი ცხოვრობს უმეტესწილად კარგად.
რაზე წუწუნებდენენ?
- ხელისუფლება გვყავს ცუდი და ევროკავშირის რეკომენდაციებს გაურბისო და ფულსაც სათანადოდ არ ხარჯავენო.
- რომა მოსახლეობა (ციგნები) არ არიან კარგად ინტეგრირებული და რუსეთი იყენებს მათ არჩევნებშიო;
- 2000-ნებიდან იტალიაშია ბევრი წასულიო. ეგ ჩვენთანაც ეგრეა-მეთქი

ენა ადვილად აითვისა ბევრმა და წავიდაო.
ვკითხე ევროკავშირზე რას ფიქრობთ-მეთქი და მაგაზე სწორი არჩევანი რუმინეთს არ გაუკეთებია აქამდეო. მოლდოველები გამორბიან ჩვენთან და ორმაგ მოქალაქეობას იღებენ ევროკავშირში რომ იცხოვრონო. ხელფასებმა იმატა და ცხოვრების დონე გაუმჯობესდაო.
იდენტობაზე ვკითხე რუსული პროგანადა რომაა ევროპამ იდენტობა ხომ არ დაგაკარგვინათ-მეთქი და ყველამ ერთნაირი პასუხი გამცდა: იმ მოდერნიზაციით რაც ბოლო 20 წელიწადში მოხდა ქვეყანა ისე შეკავშირდა ერთმანეთთან როგორც აქამდე არასდროსო, ხოლო კულტურული ძეგლები, არქიტექტურა და აღდგენა აქამდე არასდროს მომხდარაო.
ხალხს რაც შეეხება: ქალები ყავთ ძალიან ლამაზები და ძალიან სასიამოვნო მოსაუბრეები. საქართველოსა და ქართველებს უყურებენ როგორც ევროპას. წუთით არავის უთქვამს საქართველოზე არაა ევროპაო. პირიქით, აქეთ გვთხოვდნენ ცოდნის გაზიარებას. ასევე ტრადიციები არავის დაუკარგავს. სტუმარ-მასპინძლობა არ ეშლებათ და კარგი ხარისხის ლუდსა და ღვინოსაც სვამენ.
ჰოდა ქოცები ჩვენ გვაბოლებენ ცუდია ევროკავშირი რყვნის ქვეყანასო. აგერ მართლმადიდებლური რუმინეთი ვნახე და გარყვნილი არ ვიცი, მაგრამ განვითარებული და მოწესრიგებული კი დამხვდა.