მელია საერთოდ არ მომეწონა ამ თემაში მაგრამ გირჩები როგორც იქცევიან ეხლა იმ დებატებში უხსენებიათ ეს, არის ამაზრზენი და ეჭვებსაც აჩენს. სხვა თემაში დავწერე და აქაც დავწერ.
ერთ ერთმა დაკავებულმა რეზო კიკნაძემ, ციხიდან წერილი დაწერა ეს

ანუ რეჟიმის მიზანი ესაა, გამოკვეთონ ეს ყველაფერი. მტკიცებულება არ აქვთ. მაგრამ უნდათ რომ დაკავებულებს დააწერინონ ად მერე ამაზე პროპაგანდა აწარმოონ. პროპაგანდა ხაზს ვუსვამ და არა სამართლებლივი რამე.
ამ დროს გამოდის ოპოზიციური პარტია გირჩი, იძახის იგივეს. რის დაწერასაც დაკავებულს თხოვნდნენ და დაკავებული ამბობს ეგენი არაფერ შუაში არიან და ტყუილს არ დავწერო, გირჩი ამბობს რომ მელიამ, ხოშტარიამ, ჯაფარიძემ გვარამიამ წააქეზეს ეგ ხალხი და იმიტომ არიან დაჭერილებიო. მტკიცებულების გარეშე.
და რანაირად ემთხვევა ეს ყველაფერი? როგორ შეიძლება იმ პროპაგანდას აწარმოებდე, რასაც რეჟიმი ცდილობს რომ დაკავებულებს ათქმევინოს? ეს შემთხვევითია?
კიდე გავიხსენოთ ალტ ინფოელებმა ტვ პირველის ოპერატორი რომ ცემეს, მანამდე მორგოშიამ მოუწოდა ხალხს წავიდეთ ეხლა სირცხვილიას ოფისშიო. და ამის შემდეგ მოხდა ეს დანაშაული, ამას გირჩი ამართლებდა მაშინ მორგოშია რა შუაშია მოწოდება არაფერს ნიშნავსო, მთავარი ქმედებაოო. მაშიანც ეს პოზიცია რეჟიმს აწყობდა. და ესეც შემთხვევით მოხდა?
თუ მაშინ არ აკისრებდი პასუხისმგებლობას მორგოშიას იმაზე რაზეც ფაქტი გქონდა, ეხლა იგივე ქმედებაზე ოღონდ თან ფაქტი რომ არ გაქვს, აკისრებს პასუხისმგებლობას სხვებს იმიტომ რომ ეხლა ესე აწყობს რეჟიმს.
* * *
წარმოიდგინეთ ეხლა დაჭერილი ხარ, გამოძიება ზეწოლა ახდენს შენზე რო როგორმე ტყუილი გათქმევინონ
მაგალითად "მე იმიტომ ჩავიდნე დანაშაული რომ იაგო ხვიჩიამ დამავალა" ამას გთხოვენ, გცემენ ახდენენ ზეწოლას შენზე.
შენ ცდილობ როგორმე თავი დააღწიო ამას.
და გამოდის ვიღაც პოლიტიკოსი ამ დროს და ამბობს:
"მაგან იმიტომ ჩაიდინა დანაშაული რომ იაგო ხვიჩიამ წააქეზა"
ეს როგორი ქცევაა? "ადეკვატურ გირჩებს" მივმართავ.
This post has been edited by manuchari123456 on 29 Jan 2025, 16:07