სომხური მოდელის ქართული ვერსია

24 საათიანისთვის ჯერ ჯერობით ამინდიც არაა შესაბამისი და არც მზაობა ალბათ
15 საათიანი დალაგების აქციის დეტალები: 08:00 - 23:00 (ღამე ისვენებს ყველა)
საჭირო ხალხის რაოდენობა: 50 000 დამლაგებელი
ცვლა 1 - 08:00 - 17:00 - დაახლოებით 10 000 ადამიანი
ცვლა 2 - 17:00 - 23:00 - დაახლოებით 10 000 ადამიანი
დამლაგებლების ბაზის შექმნა:
1)www.daitove.ge უკვე აწყობილია და მანდ შეიძ₾ება ჩაემატოს ონლაინ პეტიციის მაგრვარი მოდული, სადაც მსურველი ადამიანები ეწერებიან რომელ ცვლაში და რომელ დღეს იქნებიან აქციაზე.
2) როგორც freebusiness.ge-ზე მოხდა ვერიფიკაცია, ასე მოხდება ამ ხალხის ვერიფიკაცია რომ არ არიან ტროლ/ბოტები და შესაბამისად 1-ხელ ვერიფიცირებული იუზერი, მეორედ აღარ გადის.
3) ნებისმიერი მოხალისე დამლაგებელი ირჩევს კალენდარზე მისთვის სასურველ ცვლას და დღეს
4) ეს შედეგები გამოდის ეკრანზე და ხალხი ლაივ რეჟიმში ხედავს, რომელ დღეს არის პრობლემატური შეკრება და ავსებს ამ დღის რიგებს. ეს საჭიროა იმიტომ რომ არ მოხდეს 1 დღეს 20 000 ადამიანის მისვლა და მეორე დღეს 2000-ის.
5) ვერიფიცირებულ იუზერებს მესიჯით 1 საათით ადრე მისდით დასალაგებელი ადგილის კოორდინატები და ხდება სწრაფი მობილიზაცია, ისე რომ დამნაგვიანებლები ვერ ასწრებენ რეაგირებას
6) ღამის დალაგება სისულელეა ამ ეტაპზე, სჯობს ძალების დაზორგვა. ღამე ამყრილებლები ისედაც ისვენებენ და ტყუილად არ უნდა ხარჯო ენერგია
7) ვინ უნდა იყოს დამლაგებლების ძირითადი ბირთვი? (დღის დალაგების)
ა) დროებით უმუშევრები
ბ) სტატუს შეჩერებული სტუდენტები
გ) რეპრესირებული საჯარო მოხელეები
8)ლოგისტიკა - უნდა იყოს 200 კაციანი საკომანდო ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც:
ა) ვერიფიცირებას მოახდენს დამლაგებლების
ბ) სხვადასხვა ჩენელებში (სიგნალები და ა.შ) მოახდენს სრწაფად ინფოს გაშლას
გ) მოამზადებს ქართებს, ვიზუალურ მასალას, პოს მასალას და.შ დასალაგებლად
დ) უზრუნველყოფს დამლაგებლებს წყლით და საკვებით (სენდვიჩი, ტოსტი და ა.შ)
ამ დალაგების კოორდინირების პლიუსები:
1) დღის მანძილზე ქმნი დღის წესრიგს და რასაც გინდა აკეთებ (5000 კაცი გეყოფა ნებისმიერ რამეში)
2) ღამის მანძილზე ისვენებს ყველა
3) ადამიანები იცნობენ ერთმანეთს და ეს ჯგუფების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს
ამ პროცესს რა უნდა ახლდეს თან? - პოლიტიკური პროცესი.
რას ნიშნავს პოლიტიკური პროცესი? - ბოლო ბოლო პარტიებმა გადაწყვიტონ: მართლა რუსეთს ვებრძვით და ყველა ვართ 1-ნი, თუ არც ისე რუსეთს ვებრძვით და გააგრძელონ ჭუჭუს წელვა (გუშინდელი გახარიასი არ იყოს).
სიამოვნებით მოვისმენდი საგნობრივ მსჯელობას ამ ნაწილზე.
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.