#61888412 · 3 Feb 2025, 15:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ განვითარება გინდა, დიქტატურა რაღაც ეტაპზე აუცილებელია. ამას ეწოდება catch-up განვითარება, რუსულად догоняющее развитие. არ არსებობს პრეცედენტი, რომ ავტორიტარიზმის და დიქტატურის გარეშე მესამე სამყაროს (განვითარებადმა) ქვეყანამ ამოქაჩა დისტანცია განვითარებულ ქვეყნებამდე. ყველა აზიურ ქვეყანაში, რომელმაც ეკონომიკური ნახტომი გააკეთა, ანუ catch-up განვითარება, არსებობდა დიქტატურა ან ავტორიტარიზმი, მათ შორის იაპონიაშიც კი, სადაც ფაქტიურად 1-პარტიული სისტემა იყო (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ 1 პარტია იყო სათავეში, გარდა 3-4 წლისა).
რაც შეეხება "მიშას" დიქტატურა-ავტორიტარიზმს, მიუხედავად ბახაბუხისა და ყოყლოჩინობისა და გარკვეული ზედაპირული მიღწევებისა, არ წარმოადგენდა catch-up განვითარების მაგალითს, არამედ აყალიბებდა ოლიგარქიულ, ლიბერტარიანულ მახინჯ კრონი კაპიტალიზმს, და საკმაოდ დაშორებული იყო იგივე სინგაპურის მაგალითიდან, რომელზეც "მიშა" დროგამოშვებით ყიყინებდა ხოლმე.
|