#61893559 · 5 Feb 2025, 22:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temotab
QUOTE | მეერე რა დასკვნა გამოგაქვს მაგით? ჯამურად აიღო მეტი ჯამურმა ოპომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭეერს 1 პარტიას ვიდრე სხვა რომელიმე პარტიას |
მერე, თქვენ რა დასკვნა გამოგაქვთ მაგით? თავად ცესკოც აღიარებს, რომ ამომრჩეველის სულ მცირე 45%, ანუ ნახევართან მიახლოებული ნაწილი, ქართულ ოცნებას და მის პოლიტიკას მხარს არ უჭერს.
ანუ ის კი არა, რომ მოდი გავიგოთ ამომრჩეველის მინიმუმ 45% - ს რა აწუხებს რატომ არ გვიჭერს მხარს, არა, პირიქით, გამოდიან ქოცი პოლიტიკოსები და ამტკიცებენ, რომ ჩვენ, ამომრჩეველის 45%, თურმე ვართ ყველა რადიკალები, ფულზე გაყიდულები, უცხოეთიდან მართულები და რომ თურმე ომი გვსურს.
ეს არ გახლავთ უბრალოდ ფაქტების შელამაზება ან პოლიტიკური დისკუსიისა და პროცესის ნაწილი. მე, როგორც რიგითი ამომრჩეველი, ვფიქრობ ეს არის მინიმუმ ქვეყნის ღალატი, ხოლო რეალურად ალბათ ტერორიზმთან გათანაბრებული ქმედება.
თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ რეფერენდუმის ჩატარება დღევანდელ დროში მიმდინარე პროცესებზე, ხმას მივცემ, რომ მაგალითად მდინარაძე გასამართლდეს არა როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უბრალოდ უფლებამოსილებას გადააჭარბა, არამედ გასამართლდეს როგორც საშიში კრიმინალი და ტერორისტი, რომელმაც მთელი მსოფლიოს მიმართ ჩაიდინა დანაშაული. განა ვინმეს ფიზიკური დასჯა მაინტერესებს. უბრალოდ, ოცნებაში მყოფმა პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ როცა დრო მოვა, მათი ქმედება შეფასდება როგორც ტერორიზმი, ნუ ექნებათ იმედი, რომ ხალხი დაივიწყებს. ახლა რეალურად გასამართლდებიან თუ არა ან სად გაიქცევიან, ეგ სხვა საკითხია.
|