KobSak
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8948
წევრი No.: 256264
რეგისტრ.: 15-April 20
|
#61934329 · 27 Feb 2025, 17:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მანგია სანამ პოსტზე გიპასუხებ, იქამდე რაღაცას გეტყვი, ამას წინათ ერთ-ერთ იუზერთან საუბრისას, მგონი pibe-თან, დაწერე კობა საყვარელიძეო და რაღაც, პასუხს არ მცემსო პოსტზეო და სირობებს წერსო. ხოდა ჯერ ერთი, არც კობა ვარ და არც საყვარელიძე, უბრალოდ ეს სირობა სახელი დიდი ხნის წინ დავირქვი და ფორუმი მგონი არ იძლევა შესაძლებლობას რომ შევიცვალო, ახალი ანგარიშის შექმნა კიდე მეზარება და ამიტომ ვიტოვებ ამას, და მერე კიდე რომელ პოსტზე არ გიპასუხე და რა დავწერე სირობა, ეგ მაინტერესებს კიდევ.
და რაღაც მაინტერესებს კიდევ, ერთი იუზერი იყო აქ ადრე, გრიგალავა ერქვა, მაინტერესებს ეგ ხო არ ხარ, ეგეც ეგეთ სტილში წერდა, როგორშიც შენ და მაგიტომ მაინტერესებს.
ეხლა რაც შეეხება თემას:
| QUOTE | მაგრამ ხალხი კარგად იყო? არა. მილიონობით ადამიანი მოკლეს და/ან გადაასახლეს. ძალიან ხშირ შემთხვევაში საერთოდ არაფრისთვის. ადამიანებს ციმბირში ასახლებდნენ, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც თანამდებობის პირს მათი სახლი მოწონდა და იქ უნდოდა საცხოვრებლად გადასვლა.
|
ეგ სტალინის დროს ამბობ. მე ვლაპარაკობ პოსტ-სტალინისეულ სსრკ-ზე, იქ მოსახლეობის უმრავლესობა მართლა კარგად ცხოვრობდა, აწმყოზე ბევრად უკეთ, აღარც გაკულაკებები ხდებოდა და ხალხსაც ჰქონდა წვდომა ყველა საჭირო ნივთზე თუ ელემენტარულ პირობებზე, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, საკვები (ის რაც დღეს ფუფუნებად ითვლება, მაშინ კაპიკებში იყიდებოდა), ხალხიც უდარდელად ცხოვრობდა, რავი რაღა ჩამოვთვალო, არც ფსიქიკურად იყო შერყეული ხალხი, დეპრესია სტრესი მენტალური აშლილობები და რაღაცები არც იცოდა ხალხმა რა იყო, ეგ დიქტატურაც როგორც ჩანს საჭირო იყო მასეთი საზოგადოების ასაშენებლად და ის გადასახლებებიც თუ დახვრეტებიც (რაც რა თქმა უნდა ცუდი იყო) მაგ მიზნისთვის საჭირო იყო, სხვანაირად არ გამოვიდოდა.
| QUOTE | | ეგრე გააჩინა დასავლეთმა საკუთარ თავშივე ანტიკოლონიალიზმი და ანტიკაპიტალიზმი. |
და სად არის დასავლეთში ან ერთი და ან მეორე, მით უმეტეს საშუალო კლასში? ანტიკოლონიალიზმს რას ვეძახით, შეიძლება ადრე როგორც ჰქონდათ, პირდაპირ კოლონიები რომ ჰქონდათ ყველა კონტინენტზე თითქმის, ეგრე აღარ აქვთ, მაგრამ მაგალითად საფრანგეთი დღემდე ძარცვავს აფრიკას და ითვისებს მის ბუნებრივ რესურსებს, ასევე ამერიკა რომ ვითომ დემოკრატიას ავრცელებს მთელ მსოფლიოში, რამდენ ქვეყანაში დამყარდა მართლა ეგ დემოკრატია, სადაც შეიჭრნენ? ერთი სამხრეთ კორეა დაიცვეს მართლა, მაგათთვის კარგი იყო ამერიკის ჩართვა ომში, მაგრამ სხვაგან რა მოიტანეს ნგრევის და უბედურების გარდა? ან ანტიკაპიტალიზმს რას ვეძახით, კაპიტალიზმია დღესაც ევროპაშიც და ამერიკაშიც, სოციალ-დემოკრატიაც ჩვეულებრივი კაპიტალიზმია, უბრალოდ შეზღუდული ფორმით და რეალურად პროლეტარიატს თრგუნავს და დათმობებზე მოყავს მდიდარ კლასს, რომ აი ცოტას მოგცემთ და წყნარად იყავით, ჩვენც კარგად ვიქნებით და თქვენც, ამას დამატებული იდენტობის პოლიტიკა, რომლითაც მდიდარი კლასი ყოფს პროლეტარიატს, უქმნის ხელოვნურ პრობლემებს და ამყოფებს ერთმანეთთან დაპირისპირებაში, რა დროსაც ეს ხალხი ერთმანეთს ჭამს, მდიდრები კი აგრძელებენ უდარდელად ცხოვრებას. არც ანტიკოლონიალიზმია დასავლეთში და არც ანტიკაპიტალიზმი, კი აპროტესტებენ ომებში ჩართვასაც და იგივე კაპიტალიზმისგან გამოწვეულ პრობლემებს, მაგრამ ისევ და ისევ ლიბერალური იდეოლოგიის გამო ამ წინააღმდეგობას შედეგი არ მოაქვს და საბოლოოდ რჩება სისტემა ისევ იგივენაირად, ჰა რაღაც მცირედი ცვლილებები განხორციელდეს, მაგრამ ისეთი არაფერი, ლიბერალური იდეოლოგიით კაპიტალიზმს ვერ დაამარცხებ, თუ ეს უკანასკნელი გაქვს მიზნად რა თქმა უნდა.
| QUOTE | მაგას წერდა მარქსი ზუსტად, რომ კაპიტალიზმი თვითონვე შობს, საკუთარ თავშივე მისსავე მიუღებლობას, რაც ხალხის პროტესტში და სისტემის ცვლილებაში გადახურდავდებაო. და ეგრეც მოხდა.
|
სად არის ეგ ცვლილება? მარქსს სძულდა ლიბერალიზმი და ლიბერალები, იდენტობის პოლიტიკაც, მშრომელების გაერთიანებას უშლის ხელსო, ახლანდელი ევროპა რომ ანახა, ალბათ არც მიაფურთხებდა, ჩინეთს უფრო დაუჭერდა მხარს, იმიტომ რომ ჩინეთში კაპიტალიზმი სახელმწიფოს კონტროლქვეშაა, რომელსაც გეგმა აქვს გაწერილი მარქსიზმის დასამყარებლად, 2050 წლისთვის სოციალისტური სახელმწიფო უნდა ავაშენოთო, თან ეკონომიკურად იმორჩილებს სახელმწიფოებს და დრო როცა მოვა და საკმარისად გამდიდრდება, ამ ქვეყნებშიც დაიწყებს მარქსიზმის ექსპორტს და საბოლოოდ აახდენენ მარქსის ოცნებას, უკლასო, უსახელმწიფოო და უფულო საზოგადოების შექმნის შესახებ.
| QUOTE | | ხომ ეწინააღმდეგები ტრანსებს ქალების სპორტში? ხომ იყო ეგ თემა აგორებული ამერიკაში და ხალხი მასიურად აპროტესტებს, რომ ეგ არ მოხდეს? აბა დაფიქრდი რატომ? იმიტომ რომ უსამართლო პრინიციპია. და შენში პროტესტი გამოიწვია მაგ უსამართლობამ. და ამერიკაში რაც არ უნდა კარგად გეცხოვრა სიტყვაზე შენ, მაინც უკმაყოფილო იქნებოდი, რადგან გარშემო უსამართლობა იქნებოდა. |
და შედეგი რა არის? პრეზიდენტმა რომ გამოსცა ბრძანება, ეგ ბევრს არაფერს არ ცვლის მაინც, ვინაიდან მაგ ბრძანებას ვადა გაუვა და აღარ იქნება ძალაში გარკვეული დროის მერე, კანონის დონეზე კიდე ვერ იღებენ, ეგ კი არა სასამართლოებშიც წინააღმდეგობას აწყდებიან ლიბერალი მოსამართლეების მიერ. აპროტესტე და იყავი რამდენიც გინდა, მე ისიც გაბუქებული მგონია, რომ რუსეთში და ჩინეთში აკრძალულია ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი, აპროტესტებენ მანდაც, შეიძლება უსამართლოდ იჭერენ ბევრს, მაგრამ ,,არ გააპროტესტოთ" წყობა არამგონია ჰქონდეთ. მარტო ვიდეოებით ვერ შეაფასებ იქ არსებულ რეალობას.
| QUOTE | | დიქტატურას რაღაც ეტაპზე უწევს ან სრულიად ჩამოშლა და ლიბერალურ-დემოკრატიად ტრანსფორმირება, ან დიქტატურის და ძალადობის კიდევ უფრო გაღრმავება და კიდევ უფრო უსამართლო გახდომა. ლონგ თერმში შანსი არ აქვს მაგ სისტემას იარსებოს და კონკურენცია გაუწიოს ლიბერალურ-დემოკრატიას. |
რავი მგონი უფრო საპირისპირო ტენდენციას ვხედავთ, ლიბერალური დემოკრატია არის კრიზისში და რყევებს განიცდის, ავტორიტარული რეჟიმები კი მყარად აგრძელებენ არსებობას.
| QUOTE | | აი შენი და შენი ახლობლების, გარშემო მყოფების ტანჯვა-წამების ხარჯზე, სხვებმა იგულავონ და ქვეყანა 'განვითარდეს'? ყველას კარგად ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ ლიბერალურ-დემოკრატიაში. |
რავი არ მჯერა რომ ჩინეთში ყველა იტანჯება, აწამებენ და მაგის ხარჯზე ცხოვრობენ კარგად. არც იმ უიღურების ამბავი მგონია ნამდვილი, ყოველ შემთხვევაში დასავლური მედია რომ ავრცელებს, აპრიორი ეჭვი მეპარება რომ ანტიჩინურ პროპაგანდას არ ჰქონდეს ადგილი, ეგრე ინდიელებიც ჰყავთ ამერიკელებს რეზერვაციებში შეყრილი მარა მაგაზე მაგდენს არ ლაპარაკობს დასავლეთი, რამდენსაც უიგურებზე.
რავი მგონი ყველაფერზე გიპასუხე აქ, ერთი რაც ვიცი ისაა, რომ ლიბერალური დემოკრატია შეჭამს სოციალიზმს ადრე თუ გვიან, ჯერ ეგ რანაირი სოციალიზმია რაც ევროპაშია, არაა ეგ სოციალიზმი, მერე კიდე სოციალიზმი და ლიბერალური დემოკრატია ვერ თანაიარსებებენ, ლიბერალური დემოკრატია კაპიტალიზმისგან თავს ვერ დაიცავს, რადგან ლიბერალიზმი აღიარებს კერძო საკუთრების უფლებას, კერძო საკუთრება კიდე მარქსისტული საზოგადოებაში ვერ იარსებებს, წინააღმდეგობაში მოდის მასთან, და მერე კიდე ლიბერალური დემოკრატიის პირობებში ყველაზე ძლიერს შეუძლია მოიპოვოს ძალაუფლება არჩევნების გზით და მერე ის სოციალური კეთილდღეობის პროგრამებიც წაართვას ხალხს და იმგვარად გარდაქმნას ეკონომიკური სისტემა, რომელიც მდიდარი კლასის ინტერესებს მოემსახურება. ამის მაგალითია აშშ, როდესაც ის ეკონომიკური წყობა, რომელსაც ფრანკლინ რუზველტმა ჩაუყარა საფუძველი New Deal-ის სახით და როდესაც ყველაზე კარგად ცხოვრობდა საშუალო სტატისტიკური ამერიკელი და ამერიკული ოცნებაც მიღწევადი ჩანდა, ჩაანაცვლა რეიგანმა თავისი ნეოლიბერალური ეკონომიკური სისტემით და ხალხი დღესაც იმ რეიგანამდელ დროს მისტირის, მათ შორის ტრამპიზმიც მაგ ნოსტალგიის საფუძველზე წარმოიშვა და რომ არა ტრამპი, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც ისევ რეიგან-ბუშ-კლინტონ-ბუშ-ობამასეულ ეკონომიკას მიაწვებოდნენ, ანუ ნეოლიბერალურს.
--------------------
რაც ხდება ქვეყანაში, ის ხდება ფორუმზეც © მე
For with much wisdom comes much sorrow; the more knowledge, the more grief- Ecclesiastes 1:18
To be yourself in a world that is constantly trying to make you something else is the greatest accomplishment- Ralph Waldo Emerson
|