-------------------------------------

ბიძოს პაწა არ გაუმაზავს?
* * *
...ამერიკის პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნაზე გამოვიდა და მზერა მოავლო ჩაჩუმებულ დარბაზს, რომელსაც ისრაელის დასახლებებისთვის გამამტყუნებელი მორიგი რეზოლუცია უნდა მიეღო.
„მეც ჩამოსახლებული ვარ - თქვა მან და პაუზა გააკეთა -ჩემმა წინაპრებმა გადმოლახეს ოკეანე, დასახლდნენ ამ მიწაზე, მოიწყვეს ცხოვრება და შემოიტანეს ცივილიზაცია...
ამ უკიდეგანო მიწაზე, რომელიც დღეს 300 მილიონ ადამიანს კვებავს და ხუთჯერ მეტის გამოკვებაც შეუძლია, იმ დროს რამდენიმე ველური ტომი დაბოგინობდა.
მათ, ვინაც კი მოისურვა ჩვენი ცივილიზაციიის მიღწევები გაეზიარებინა, მიიღეს კიდეც ეს...
მათ კი, ვინაც ჩვენთან ომი აირჩია, განადგურდა.
ძალიან სამწუხაროა.
ჩვენ ვიცავდით ჩვენს ოჯახებს, ჩვენს კულტურას და ჩვენი სიცოცხლის უფლებას.
და არ გინდათ ახლა იმის მოყოლა, რომ ახლო აღმოსავლეთში ყველა უბედურებების სათავე ებრაული დასახლებებია.
ისინი იქ საუკუნეების წინ მივიდნენ და მიტოვებული უდაბნო აყვავებულ წალკოტად აქციეს. და დაცემული იმპერიიის მივიწყებული პროვინცია დიდი ძალისხმევის შედეგად თანამედროვე ქვეყნად მოგვევლინა.
მათ ააშენეს ქალაქები, გააშენეს ბაღები, ააღორძინეს უძველესი კულტურა, რაზედაც დგას (ჩვენი და თქვენიც) ქრისტიანული და მუსულმანური ღირებულებები!
და რა ააგეს ამ დროში იმათმა, ვინც დღეს ყვირიან, რომ ყველაფერი წაგვართვესო? მიწისქვეშა გვირაბები, რომელთა დახმარებითაც ისინი მიხოხავენ თავისი მეზობლების მოსაკლავად!
სასახლეები და ვილები კი ააგეს მხოლოდ თავიანთი ქურდი მეთაურებისთვის, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფულს მათხოვრობენ -ვითომდა თავიანთი დაჩაგრული მოქალაქეებისთვის, სინამდვილეში კი საკუთარ ჯიბეში მოსაყუჩებლად; ან კიდევ იარაღის შესაძენად, რომ მეზობლები დახოცონ...
რა გააკეთეს იმათმა, ვინც დღეს ისრაელის ოკუპაციაზე და დანაშაულობებზე გაჰყვირის? რა გააკეთეს საკუთარი ხალხისთვის? რა და არც ა-რა-ფე-რი!
და კმარა ახლა ჩემთან ოკუპაციაზე ლაპარაკი!
დედამიწაზე არ არსებობს არაოკუპირებული მიწები.
აბა სცადეთ აი, ამ ცათამბჯენის აღება, რომელშიც იკრიბებით-ხოლმე და თავს ლაფს ასხამთ ისრაელს! დაანგრიეთ ეს და კიდევ ბევრი სხვა ცათამბჯენი და დაუბრუნეთ მანჰეტენი იმ ინდოელთა ტომს, რომელმაც ეს მიწები ბრჭყვიალა მინის სამაჯურებში გაგიცვალათ!
ზის აქ ვინმე, ვინც ხმას მისცემს ასეთ რეზოლუციას?
რატომ გინდათ, რომ გაყაროთ სამასი ათასი შრომისმოყვარე, მუყაითი, თავგანწირული, თავისი მიწის მოყვარული ებრაელი, რომლებმაც ცარიელ მიწაზე თავიანთი ქალაქები და სოფლები ააშენეს, ქარხნები და პლანტაციები დადგეს?
იმიტომ, რომ 100 წლის წინ ჩვენმა წინამორბედებმა გადაწყვიტეს, რომ სწორედ აქ უნდა ყოფილიყო არაბული სახელმწიფო? მაშ, მოდი მოვრიგდეთ, რომ ის აქ, ჩვენს გვერდით უნდა იყოს და ფული შევკრიბოთ მის კეთილმოსაწყობად.
2005 წელს ჩვენი მოთხოვნით ისრაელელებმა უკვე გააკეთეს მსგავსი სისულელე - ღაზის სექტორიდან წავიდნენ. დატოვეს თავისი სახლები, ბაღები, სათბურები, რომლებიც ადგილობრივმა ტერორისტებმა რამდენიმე საათში გაძარცვეს და დაანგრიეს. შემდეგ კი თავიანთი ხალხი ჩაყარეს მუდმივ სიღატაკესა და უმუშევრობაში, წაართვეს მათ უკანასკნელიც და ისრაელს რაკეტები დაუშინეს, ამასთან კი გააგრძელეს ტყუილების ჩმახვა, რომ ყველაფერში ისრაელია დამნაშავეო!
და ასეთ ტყუილებს ავრცელებენ CNN-ის ტიპის ყალბი ტელე-არხები, რომელთაც გაერო აფინანსებს!
ჰეი, თქვენ, რაო, ვერ ხედავთ ახლო აღმოსავლეთში სხვა გასაჭირს? და თქვენ გინდათ ისრაელს წაართვათ რაც დარჩა ის დასახლებებიც?
იმუქრებით, რომ ძალით გაყრით მათ, ბლოკადებით დაახრჩობთ, სანქციებს და ბოიკოტებს დაუწესებთ? და დარწმუნებული ხართ, რომ ამის მერე დადგება მშვიდობა და კეთილდღეობა? ისეთივე მშვიდობა და კეთილდღეობა, როგორც მეზობელ ქვეყნებშია?
დაანებეთ თავი ებრაულ დასახლებებს! აცალეთ ხალხს ნორმალური ცხოვრება, აცალეთ იმუშაონ, მოიფიქრონ ისეთი მრავალი ახალი ტექნოლოგია, რომლითაც ყველა ჩვენგანი ვსარგებლობთ და მადლობა უთხარით მათ, რომ არ ეშინიათ თქვენი მუქარების და ტრადიციულად კვლავ აგრძელებენ ცხოვრებას და განვითარებას.
პალესტინელებმა კი დაე, იქ ააშენონ თავიანთი ქვეყანა, სადაც ცხოვრობენ და ისწავლონ თავისი მეზობლებიდან - როგორ უნდა ცხოვრება და საკუთარი ქვეყნის წალკოტად ქცევა... ისწავლონ და მერე მათ მადლობასაც ეტყვიან... “