ბილბაოში ამ დილასაც მთაა დაფარული მსუბუქი ნისლით, როგორც ხშირად სხვა დღეებშიც
ამიტომ მთას შეარქვეს - არჩანდა

აქ ცოტა არასერიოზული რეაქციები შემხვდა, ემოციურად მოუმწიფებელი. ამიტომ ლოგიკურია არ გავაგრძელებდი მსჯელობას. აზრი არ აქვს. "ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია." მითუმეტეს თქვენც, არ გეწყინოთ, საკითხის სრულ უცოდინრობას ამჟღავნებთ.
1988-91 წლებში, რაც არ უნდა ბევრს ეს გაუკვირდეს. ეროვნული მოძრაობის მსუყე ნაწილი დაბუსტილი იყო საბჭოთა КГБ-ს მიერ. რაღაც ძალიან მცირე ნაწილი მისგან უშუალოდ მართულიც კი. მაგალითად დღეს უკვე აშკარაა რომ. ნანა კაკაბაძე, ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი, არა ლეგალი.პრემიერის მამა - გია კობახიძე, იყვნენ КГБ-რეზიდენტები საქართველოში. ეს ეხლა ვინც სცენაზე ღიად ჩანს. და რამდენი კულისებშია დამალული?!.
ამის გარდა, ამ პერიოდში ქართველი ერი იყო უკიდეგანოდ გულუბრყვილო თავის მოლოდინებში. და ამიტომ მოხდა, ის რაც მოხდა.
აგათა კრისტის აქვს არაჩვეულებრივი დეტექტიური ნოველა -
მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში.
ნაწარმოების ანტაგონისტს მატარებელში მარშრუტით ისტანბული - კალე, დილით მოკლულს ნახულობენ. შესანიშნავი ბელგიელი დეტექტივი ერქიულ პუაროც კი დააბნია ამ მკვლელობამ. თუმცა ბოლოს სიმართლეს მაინც ნათელი ეფინება. წლების წინ აშშ-ში გატაცებული 3 წლის დეიზი არმსტრონგის ამბის უშუალო სულისჩამდგმელი აღმოჩნდება მოკლული. დეიზის სასტიკ მკვლელობას, უბედურებათა მთელი სერია მოყვა. ოჯახის წევრების გარდაცვალებები, დედის უდროო მდობიარობა, ახალშობილის მკვდრად დაბადება, ძიძის თვითმკვლელობა.
ერთმა დიდმა ბოროტებამ, მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ეს სიუჟეტი რატომღაც ხშირად მაგონებდა 1992 წლის 22 დეკემბრის ღამეს. როცა მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. მაშინ, იმ და შემდეგი ღამით ბევრი ახალგაზრდა იქნა მოკლული. რასაც შემდეგ მათი მშობლების ადრეული გარდაცვალება, ფსიქიურად დაავადება, თვითმკვლელობაც კი მოყვა.
თუმცა მკვლელები ან ქალაქის ცენტრში ასაფლავიან საპატიო ადგილას, ან ძეგლები უდგათ, ან მთაწმინდაზეც კი აასვენეს. ცოცხლად დარჩენილი მკვლელები კი ქართველი ერის დიდ რეჟისორებად, მწერლებად, მსახიობებად და ა.შ. არიან ლოკალურ მედია აუთლეტებში ლანსირებულნი.
რა თქმა უნდა ასეთი ერი, ასე ვერ ივლის სწორი გზით
ვარლამის თუ ლავრენტის გზა კი ტაძართან ვერ მიგვიყვანს
This post has been edited by Bilbao2024 on 12 Feb 2025, 07:43