ეგ იყო შეგნებულად თუ შეუგნებლად დეზინფორმაცია, 21-ში ინტერპრესნიუსმა დადო ჯარიმებზე ეს ინფო:
https://www.interpressnews.ge/ka/article/83...45-lari-shevidaმიმდინარე წლის იანვარში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გადახდილი ჯარიმებითა და საურავებით ნაერთ ბიუჯეტში 17 935 845 ლარი შევიდა.
ამასთან, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების თანახმად, 2025 წლის იანვარში, ბიუჯეტის შემოსავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო სანქციებიდან, ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში 15 918 782 ლარია.
სხვა დარღვევებისთვის სანქციების რაოდენობა კი ასეთია:
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 12 330 225 ლარი; დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 727 076 ლარი; უბილეთო მგზავრობის გამო 103 028 ლარი; საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო 10 040 ლარი; შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის 1 384 514 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო 56 344 ლარი; საზღვრის უკანონოდ დარღვევის გამო სანქციებიდან 169 900 ლარი, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო კი 683 685 ლარი; სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო 57 000 ლარი; სსიპ „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე 69 401 ლარი; პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში სამართალდარღვევის გამო 32 500 ლარი; შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის“ 195 100 ლარი; სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო ჯარიმებმა კი 2 142 096 ლარი შეადგინა.
ამის მერე ჯერ სალომემ მიაბა ეს ინფო თითქოს ეს აქციების ჯარიმებია, არადა ინფოში წერია რომ 12 მილიონი მარტო ავტოსატრანსპორტო ჯარიმებია, თუ რაცაა:
https://www.interpressnews.ge/ka/article/83...xadebis-garesheსოფიაში ანტი-ევროპელმა დემონსტრანტებმა ევროკავშირის ოფისის შტურმი სცადეს, საქართველოში 86-ე დღეა მშვიდობიანი დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით დადიან, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„უსამართლობა საქართველოში: მშვიდობიან დემონსტრანტებს 300,000 აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმები დაეკისრათ ერთ დღეში. 18 მილიონი პროტესტის დაწყებიდან მაშინ, როდესაც “ოფშორების კანონისა“ და სანქციებისთვის გვერდის ავლის წყალობით ივანიშვილმა თავისი 1/2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ნახატების კოლექცია ჩამოიტანა საქართველოში საბაჟო გადასახადების გარეშე…
სოფიაში ანტი-ევროპელმა დემონსტრანტებმა ევროკავშირის ოფისის შტურმი სცადეს, საქართველოში 86-ე დღეა მშვიდობიანი დემონსტრანტები ევროკავშირის დროშებით დადიან, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები და გადაარჩინონ თავიანთი თავისუფალი და ევროპული მომავალი!” - წერს ზურაბიშვილი.
ამ ინფოზე დაყრდნობით ჯერ მეუფე ზენონმაც იგივე განაცხადა:
https://www.interpressnews.ge/ka/article/83...cipo-biujetidanუარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი (იარაჯული) სოციალურ ქსელში წერს.
მეუფე ზენონი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს უთანასწორობასა და უსამართლობაზე და აცხადებს, რომ მის პოზიციაში განსაკუთრებული არაფერია.
„სრულიად თვალსაჩინო უთანასწორობა, უსამართლობა. 18 მილიონი დემონსტრანტთა ჯარიმა. უარს ვაცხადებ ნებისმიერი სახის თანხის მიღებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
არაფერი განსაკუთრებული ჩემს პოზიციასა და განაცხადში. ეს უბრალოდ შეუძლებელია!
"ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული.. საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის.” / ეს. 42,22/“, - წერს მეუფე ზენონი.
და ბოლოს ჯო ვილსონმაც გადმოაკატავა:
https://www.interpressnews.ge/ka/article/83...i-ar-dashindebaივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს უბრალოდ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდების გამო, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, [რესპუბლიკური პარტია] ჯო უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ქართველი ხალხი არ დაშინდება!“, - აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი.
____________________________
შეგნებულად გავრცელდა თუ შეუგნებლად - თავად განსაჯეთ - მე მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ....