ამის გვერდზე რომ შევდივარ ცოტა ვწყნარდები ხოლმე
Lela Kakulia / ლელა კაკულია
3 სთ ·
ლელა კაკულია: კანონებს კანონები ემატება, მაგრამ დაიწყება გაფილტვრა!
უახლესი წინასწარმეტყველება - ქვეყნდება პირველად.
2025 წლის 4 თებერვალი
მედიის შესახებ კანონი, რომელიც ახლა მზადდება, ის კანონი არ არის, რომელიც მე ვიწინასწარმეტყველე. მაგრამ ვხედავ, რომ ის კიდევ რამდენიმე ეტაპს გაივლის, დაიხვეწება და საბოლოოდ იმ სახეს მიიღებს, როგორიც წლების წინ დავინახე.
ვხედავ, რომ კანონებს კანონები ემატება, მაგრამ მერე დაიწყება გაფილტვრა და აღმოჩნდება, რომ არის კანონები, რომლებიც აუცილებლად მისაღები იყო საქართველოსთვის - განსაკუთრებით, მედიასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ვხედავ, რომ ის არ გაუქმდება, მომავალშიც იარსებებს, ოღონდ ასევე სახეცვლილი.
საერთოდ, გაფილტვრის პროცესში არაერთი სხვა კანონი ამოტივტივდება, რომლებიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
დაიწყება ცვლა და ეს კარგია, ვინაიდან ყველა ცვლილება - იქნება ეს მედიაში, ზოგადად კანონმდებლობაში თუ მთავრობაში - მოხდება მხოლოდ საქართველოს სასიკეთოდ. მორჩა!
აქვე გვინდა შეგახსენოთ მასმედიასთან და მის შესახებ კანონთან დაკავშირებული ადრინდელი წინასწარმეტყველებები. ვფიქრობთ, ძალიან დაგაინტერესებთ:
2003 წელი, 14 ნოემბერი
გამოდის მასმედიის კანონი ასი პროცენტით. ეს ბევრ რამეს შეამსუბუქებს და ხალხის ფსიქიკას დაამშვიდებს. ისინი დიდ ცოდვას ჩადიოდნენ. ბევრი რამ დამშვიდდება ირგვლივ.
2005 წელი, 13 იანვარი
ხალხი მედიას უარყოფს, ხალხს აღარ სჯერა ინფორმაციებისა... რატომ? ხალხს აღარ აინტერესებს, იმიტომ, რომ ტყუილებითაა სავსე, ინფორმაცია შეკვეთილია. აღარც ტელევიზორს უყურებენ. ისეთი დარტყმა აწერიათ ბედისწერაზე ჟურნალისტებსაც და ტელევიზიებსაც, რომ მტრის კარს.
2008 წელი, 19 ივლისი
ჟურნალისტიკა იხვეწება, იფილტრება და ეს ძალიან კარგია, პირველ რიგში, ხალხისთვის, რათა მიიღონ მართალი, ობიექტური ინფორმაცია და სწორი ანალიზი გააკეთონ სამომავლოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, ყოველივე, რაც შეიცვლება, იქნება ნაბიჯი - გადადგმული მხოლოდ უკეთესობისკენ, მერწმუნეთ.
კანონი, დიახ, ცოტა მკაცრი კანონი, აუცილებლად საჭიროა და ასეც იქნება. თვითონ ხალხიც შეაფასებს ვითარებას და მიხვდება, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია.
და მაინც, ვხედავ, ამდენ ცრუ ინფორმაციაში ხალხი მაინც კარგად არჩევს, სად არის სიმართლე და სად - ტყუილი. ვხედავ, არავის აქვს პრეტენზია კანონის წინააღმდეგ, პირიქით. იცით რატომ? იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა.
ამავე დროს, იცოდეთ, რომ ხალხი განათლდა და გაიწაფა კიდეც დიდ პოლიტიკაში, ბევრი რამ ისწავლა და დღეს მათი მოტყუება ძალიან ძნელია. ხალხმა ისეთი სკოლა გაიარა, რომ ადვილად ვეღარ მოტყუვდება, ამიტომ დიდი სიფრთხილე მართებთ ოპოზიციასაც და პოზიციასაც, მთელ მთავრობას. სიტყვების რახარუხით ხალხს ვეღარ გააბრუებთ, ვეღარ მოატყუებთ. ყველა ძალიან კარგად ხვდება, საით უბერავთ, რას გულისხმობთ და რა პოლიტიკურ თამაშებს თამაშობთ.
დიახ, ასეა და ხალხი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
ხალხი ბრძენია! რატომ ავიწყდება ზოგიერთ ვაი-ჟურნალისტს ეს გამონათქვამი? წაიკითხავ სტატიას და ისეთი უცენზურო სიტყვებით არის სავსე, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობ. ნუთუ საჭიროა, ასეთი ბინძური გინებითა და ქილიკით სავსე წერილები აქვეყნოთ? ეს ხომ საზოგადოების უდიდესი შეურაცხყოფაა?! თუ თქვენ ასე არ ფიქრობთ, მალე ხალხი გაფიქრებინებთ. ვხედავ დიდ უარყოფას!
ბოლოს და ბოლოს, ინფორმაციები იხვეწება, იბეჭდება ნორმალური წერილები და სიმართლე, რომელიც ასე წყურია ჩემს ქართველ ხალხს, აღარ დაიკარგება. ამ ყოველივეს, ვხედავ, კანონი მოგვიტანს და მომავალში მართლა თავისუფალ მედიას ვხედავ.
2008 წელი, 22 ივლისი
ვხედავ მომავალში მასმედიის კანონს, რომელიც დაასუფთავებს და გაწმენდს უარყოფითი და უღირსი პიროვნებებისაგან პრესასა და ტელევიზიას.
მოდის სამშობლოს სიყვარულით, სიმართლით სავსე ახალგაზრდა ჟურნალისტების გუნდი, ზოგიერთი გადმონაშთი კი ქრება.
ვხედავ ძლიერ მასმედიას - მართალსა და შეუპოვარს. მითითებებს მათ ვერც მთავრობა და ვერც სხვა ვერავინ ვერ მისცემს, ვეღარაფერს უბრძანებენ და ყველა აღიარებს, რომ საქართველოში მართლაც თავისუფალია სიტყვა მედიისა.
2009 წელი, 27 ივლისი
ვხედავ, იცვლება კანონები, იღებენ ახლებსაც, განსაკუთრებით, მასმედიასთან დაკავშირებით: ნამდვილი, თავისუფალი, დემოკრატიული მედია!
მასმედიას ისეთ საცერში გაცრიან, რაც მის ისტორიას არ ახსოვს და დიახაც, ეს დემოკრატიული ნაბიჯიაო, ამაყად იტყვის მთავრობა.
ვხედავ, ევროპაც ტაშით ეთანხმება ამას.
სხვათა შორის, რასაც ვხედავ, ძალიან მომწონს. დიახ, ყველაფერი სამართლიანია და კანონზომიერი დედამიწაზე. წარსულში კი მიპასუხა ერთმა ვითომ ძალიან ჭკვიანმა ჟურნალისტმა, კანონი მასმედიის შესახებ უკვე არსებობსო, მაგრამ მინდა ვუთხრა მას: არა, ამხანაგო ჟურნალისტო, კანონი მომავალში მართლა დაიწერება და გავა კიდეც პარლამენტში; დიახ, კანონი, რომელიც სამართლიანად გადაუკეტავს გზებს თქვენნაირებს. ამინ!
This post has been edited by basa-ttt on 15 Feb 2025, 16:58