#61905331 · 12 Feb 2025, 19:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kakha.G
QUOTE | გლეხი გლეხს ვერ გაყიდდა, მით უფრო სტამბოლის ბაზარზე |
ტყვეებად ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდა გოგო-ბიჭები იყიდებოდა. ტყვეების ყველაზე დიდი ექსპორტიორი დასავლეთი საქართველო იყო – იმერეთი, სამეგრელო და გურია. აქ მოგროვილი ტყვეები ან ანაკლიიდან მიჰყავდათ გემით სტამბოლის ბაზარში, ან აჭარაში გადმოჰყავდათ, რომელიც იმ ხანად ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში იყო და აჭარიდან ანაწილებდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ტყვეთა სყიდვამ ამ პერიოდისთვის უკვე დიდ მასშტაბს მიაღწია. კათალიკოსთა სამართალში აღნიშნულია, რომ თუ კაცმა ტყვე გაყიდოს – გინდა თავადმა, გინდა აზნაურმა, გინდა გლეხმა წმინდა კრებულისგან შეჩვენებული იყოს და განკვეთილი. (ანუ გლეხებიც ყიდდნენ)
1) აკრძალული იყო გლეხის გაყიდვა არამართლმადიდებელზე
ტყვეებს, რომლებსაც იმერეთ-გურიაში აგროვებდნენ, გაყიდვამდე აჭარა-გურიის საზღვარზე, სოფელ მუხაესტატეში უყრიდნენ თავს. მუხაესტატედან ტყვეები მიჰყავდათ ან ციხისძირში, სადაც გემებზე სვამდნენ, ან გონიოს ტყვეთა ბაზარში. ორივე შემთხვევაში საბოლოო დანიშნულების ადგილი სტამბოლის მონათა ბაზარი იყო. (სტამბოში მართლმადიდებლები ცხოვრობდნენ?) ართველი ისტორიკოსი აბესალომ ტუღუში თავის წიგნში „ანაკლიის ისტორია“ წერს, რომ ძველ სამეგრელოში არსებობდა ხატოვანი წყევლა: „ანარკიაშა მიდურაყუდათია“/„ანაკლიაში გაერეკეთო“ – ანუ ოსმალებზე გაეყიდეთო.
ხოლო ზეპირსიტყვიერებაში შემონახულ ლექსებში ასახულია ტრაგიზმი, რომელსაც რიგითი მცხოვრებლები განიცდიდნენ ტყვეთა სყიდვის გამო.
„დასაწვავ ანაკლიაში თურქის ხომალდი მიყუდებულა. ამოსაწყვეტმა ხვარძიკიამ შვილი იქ გამიყიდა“, – ეს ლექსი აბესალომ ტუღუშს ანაკლიაში აქვს ჩაწერილი ერთ-ერთი ადგილობრივი ქალისგან.
თავად ანაკლიის (ანარკია) ფოლკლორული ეტიმოლოგიაც ტყვეებით ვაჭრობის მოტივს უკავშირდება: „ანა რკიანს – ანა ჰკივის, ალნაკრია – ნაკივლელი ადგილი“.
QUOTE | 2) აკრძალული იყო გლეხის გაყიდვა ოჯახის გარეშე |
ჭუჭულაკზე ეკიდათ ეს აკრძალვა, ფაქტია რომ ხდებოდა https://batumelebi.netgazeti.ge/news/448061/ტყვეებით ვაჭრობამ განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მიიღო XVII საუკუნეში დასავლეთ საქართველოში. ჟან შარდენის ცნობით მხოლოდ სამეგრელოდან ყოველწლიურად 3000 ტყვე გაჰყავდათ ოსმალეთის იმპერიაშ, სადაც ვაჟებს იანიჩარების რაზმში რიცხავდნენ, ხოლო ქალებს ჰარამხანებში. შარდენისვე ცნობით ტყვეთა სყიდვამ სამეგრელოს მოსახლეობა 30 წლის განმავლობაში 40 ათასიდან 20 ათასამდე შეამცირა. შარდენის გარდა ტყვეებით ვაჭრობის შესახებ ცნობებს იძლევიან ქრისტეფორე კასტელი, ჟან ბატისტ ტავერნიე, არქანჯელო ლამბერტი, ევლია ჩელები და სხვები XVII—XVIII საუკუნეებში ირანი და ოსმალეთი ხელქვეითი ქართული სახელმწიფოების მიერ შაჰისა და სულთნისთვის გასაგზავნი ხარკი და მისართმეველი („ძღვენი“, „ფეშქაში“) ტყვეებსაც გულისხმობდა. XVII საუკუნეში სულთნის ყოველწლირად იმერეთის მეფე 80, დადიანი 40, გურიელი კი 46 ქალ-ვაჟს უგზავნიდა. ქართლის მეფე სიმონ I შაჰს ნაყიდ არაქართველ ტყვეებს უგზავნიდა. სპარსეთში ქართველი ტყვეების გაგზავნა მეფე როსტომმა დააწესა. ვახტანგ VI კვლავ ირანში არაქართველ ნაყიდ ტყვეებს აგზავნიდა. შემდეგში ქართლ-კახეთის სამეფო შაჰს ორ წელიწადში ერთხელ 9 ტყვეს უგზავნიდა. ტყვეთა გაგზავნა მორჩილების ერთ-ერთი ძიერითადი ნიშანი იყო და მასზე უარის თქმა აჯანყებას ნიშნავდა. სპარსეთისა და ოსმალეთისათვის ტყვეების გაგზავნა რუსეთ-ოსმალეთის 1768—1774 წლების ომის შემდეგ შეწყდა..
--------------------
ფიზიკური ვარჯიში ჩაანაცვლეს ფეხბურთის ყურებით , სიმამაცე -ისტერიით, სექსი- პორნოგრაფიით, პატრიოტიზმი-რუსოფობიით, რისხვა-წარმოსახვითი სადიზმით, განათლება-ზედაპირული ინფორმაციით, თავისუფლება-უდისციპლინობით
|