ნაწილობრივ სწორია ეს პოსტულატი, ოღონდ დასკვნა არასწორია.
ანუ არანაირი მაზოხისტი და სტოკჰოლმის სინდრომიანი არ არის ევროპა, პირიქით - ერთადერთი მულტიკულტურული რეგიონია მთელ პლანეტაზე, სადაც თითქმის საუკუნეა უკვე სრული სიმშვიდე, სტაბილურობა და კეთილდღეობაა და გიჟი არავინ არ არის, რომ ეს სტატუს ქვო დაარღვიოს.
სხვა ყველაფერი არის წვრილმანი, ნებისმიერი გარიგებ-გამორიგებები და გადანაწილებები.
მარტივად იყო საქმე, მთელი ჩვენი კაცობრიობის ისტორია არის ომები და დედისტყვნა პლანეტის ყველა ნაწილში.
განსაკუთრებით კი ისნად ევროპის ტერიტორიაზე იყო ყველაზე დიდი ინტენსივობის და მასშტაბის კონფლიქტები აბსოლუტურად ყველა ეპოქაში.
ეს მუდმივი ომები დაგვირგვინდა ჯერ პირველი მსოფლიო ომით და მერე მეორეთი.
მე-2-ს მერე დაჯდნენ დიდი და პატარა ბიძიები და გადაწყვიტეს, რომ ომი აღარ იქნებოდა აღარასდროს ევროპაში.
ნაციზმ-ფაშიზმზე ქიმიოთერაპია ჩაიტარეს და არიან იმის მერე ბედნიერად.
ეს ჩვენ მივეჩვიეთ, რო აი ევროპაა და სიმშვიდე, თორე მთელი წინა საუკუნეები ერთმანეთს ხოცავენ - გერმანელ-ინგლისელ-ფრანგ-ესპანელი და ზემოდან კიდე სკანდინავიის სამეფოები არ აკლდათ + ავსტრია და პოსპოლიტა და ტყვნა და შიმშილი.
უცხოპლანეტელი რო ჩამოვიდეს და თვალი გადაავლოს ისტორიას, ყოვლად წარმოუდგენელი იქნება მისთვის, უცებ როგორ აღარ მომხდარა თითქმის ერთი საუკუნეა ომი დასავლეთ ევროპაში ;დ
სხვა ყველა რეგიონი ჩარჩა იგივე ძველ დროში:
აზიაში ან დიქტატურა, ან ფეოდალიზმი, ან კიდე აქტიური ომები;
აფრიკა დღემდე მესამე სამყაროა და მანდაც აქტიური ომებია დროდადრო;
სამხ. ამერიკა მაქსიმუმ მე-2 სამყარომდე ქაჩავს და მანდაც არანაკლები კონფლიქტებია დღემდე;
ნუ რუსეთი და მისი შემოგარენი ხო არც ღირს სალაპარაკოდ;
ნუ ავსტრალიაში ფიზიკურად ვერ იქნება ვერაფერი და ვერც აშშ-კანადაში ( თუმცა ამ მეორეზე აღარ ვარ დარწმუნებული

)
ხოდა, სხვა ყველა რეგიონი რო ჩარჩა ძველ სტანდარტებში, დასავლეთ ევროპა არის ერთადერთი მულტიკულტურული კონგლომერატი, სადაც იდეის დონეზეც კი აღარ განიხილება არანაირი სამხედრო კონფლიქტი და მთლიანად ჩაფლულია ბიზნესი და მართვაში.
და იასნად აბსოლუტურად ###ს უსუქებთ, so called ''მსოფლიოს ბედს'' აშშ წყვეტს თუ რუსეთი-ჩინეთი იბრიქება ;დ
ჩვენ, უკრაინას და მთელ აღმოსავლეთ ევროპას კი არ თვლიან, როგორც ასეთი, ''თავისიანად'' და ვკიდივართ იმ დონეზე, რა დონეზეც ზრდილობის ფარგლებს არ ცდება,
ეგ კი არა, საბერძნეთი დაიკიდონ ლამის, პროსტა ევროპა ბერძნული სიტყვაა და არ გამოდის მთლად ###ზე გაშვება ;დ
პ.ს. ეს ცხადია არანაირიად არ ტრანსფორმირდება იმაში, რომ ჩვენ, სამყაროს აღსასრულამდე; ევროკავშირისკენ არ უნდა მივისწრაფოდეთ ( ნახევარ ქვეყნებს არ თვლიან 'თავისიანად' ძირძველი ევროპელები, მარა კავშირში კი არიან და ყველა ბენეფიტით სარგებლობენ და უწევთ თანამშრომლობა);
ევროკავშირს იქით საქართველოს არ გააჩნია ლოგიკური მომავალი ამ ხილულ სამყაროში, სხვა ყველაფერი არის სადღეგრძელო;
ნუ, მეორე ვერსია ისაა, უცებ სასწაული რო მოხდეს და რუსეთი- არც მეტი არც ნაკლები ნორვეგიად გადაიქცეს. ანუ შვედეთი ან დანია არაა საკმარისი, იიიიიიიმენა ნორვეგია უნდა გახდეს და მაშინ შეგვიძლია დავიკიდოთ ევროპა-ამერიკა;
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4