2Buaდა ეკონომიკა რატომ უნდა გაუარესდეს? ან რომც გაუარესდეს, რავი ეგ ტრამპის ბრალი ნაკლებად იქნება, ტიპი პირდაპირ ამბობდა რომ ტარიფებს დავაწესებო უცხოურ პროდუქციაზეო და რასაც ამბობდა იმას აკეთებს, იმას რის გამოც ხმა მისცეს ამერიკელებმა, უკრაინის ომზე იზოლაციონისტურმა პოზიციამ როგორ უნდა დაანგრიოს ეკონომიკა არ ვიცი, მეეჭვება მაგაზე არ ფიქრობდნენ ადმინისტრაციაში.
ზოგადად რესპუბლიკელებში რაც არ უნდა მოხდეს, ინტერვენციონისტული პოლიტიკის მომხრეთა რაოდენობა მეეჭვება ისევ გაიზარდოს. რესპუბლიკელები იდეაში თითქმის ყოველთვის უფრო იზოლაციონისტური იყვნენ, ვიდრე დემოკრატები.
არცერთ მსოფლიო ომში არ სურდათ რესპუბლიკელებს ამერიკის ჩართვა, იგივე მეორე მსოფლიო ომშიც რუზველტს აკრიტიკებდნენ იაპონიის წინააღმდეგ მოქმედების და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის გამო. ვიეტნამშიც ასე იყო, ამერიკის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი და საზღვაო ფლოტი დემოკრატების აშენებულია, ნატოს შექმნაც დემოკრატების მუშაობის შედეგია, უბრალოდ მაგას რესპებმაც იმიტომ დაუჭირეს მხარი, რომ კომუნიზმის შიში ჰქონდათ და რადგანაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იყო მიმართული ეს ალიანსიც, დაუჭირეს ჰა მხარი.
ერთი ეიზენჰაუერი იყო გამონაკლისი, ეგეც რადგანაც მეორე მსოფლიო ომში უშუალოდ მონაწილეობდა და გენერალი იყო, კარგად ესმოდა სიტუაცია და გეოპოლიტიკაში უფრო ზომიერ პოზიციაზე იყო რესპუბლიკელებში. თავიდან ნიქსონიც იზოლაციონისტობდა, კენედი 1960 წელს დებატებში მაგაზე უტრაკებდა იზოლაციონისტი რომ იყო, მაგრამ უკვე 1968-იდან ნიქსონმა შეიცვალა პოზიცია და უფრო ინტერვენციონიზმისკენ გადაიწია, თუმცა ვიეტნამის ომის დამთავრება მალე სურდა და დაამთავრა კიდეც.
ერთადერთი რამაც რესპები საბოლოოდ გადაიყვანა აქტიურ საგარეო პოლიტიკაზე, იყო 60-70-იან წლებში პროგრესული დემოკრატების გაძლიერება, რომლებიც ვიეტნამის ომს ეწინააღმდეგებოდნენ და მათთვის დემოკრატიული პარტიის ელიტაც მიუღებელი გახდა, ,,ვიეტნამის სინდრომი" უწოდეს ამას. მერე რეიგანმა ეს გამოიყენა და ძლიერი ორპარტიული კოალიცია ააშენა, რომელიც შედგებოდა ერთის მხრივ იმ დემოკრატებისგან, რომლებიც ინტერვენციონიზმს ემხრობოდნენ, მეორეს მხრივ კი კონსერვატორები, რომლებსაც კომუნიზმის ეშინოდათ. აქედანაც გაჩნდა ნეოკონსერვატორის ცნება, ანუ ახალი კონსერვატორი, რომელიც იზოლაციონიზმს მოეშვა საბოლოოდ.
თუმცა ,,საბოლოოდ" არ აღმოჩნდა. ერაყის ომის დროსვე ბუში რესპუბლიკელებშივე გახდა მიუღებელი, განსაკუთრებით რეცესიის დროს და ზოგადად არ მოსწონდათ ბუშის ლიდერობა ამ ომში, მერე ობამამაც რომ გააგრძელა საგარეო პოლიტიკაში აქტიურობა (შეიძლება ნაკლები დოზით, მაგრამ მაინც), ამან გამოიწვია ეს იზოლაციონისტური ტალღა რაც დღესაა, ნუ რასისტულმა განწყობებმაც ითამაშა როლი, თუმცა გადამწყვეტი არა.
ზოგადად რესპუბლიკელები ვერ ხედავენ იდეოლოგიურ წინააღმდეგობას რუსეთთან. მე ამომრჩევლებზე ვიძახი, ვერ ხვდებიან რატომ უნდა დაუპირისპირდნენ რუსებს. მათთვის მთავარი საფრთხე არის კომუნიზმი, რუსები კიდე ჩვეულებრივი კაპიტალისტები არიან, თეთრკანიანი ქრისტიანი სახელმწიფო, რომელსაც არ მოსწონს თანამედროვე ლიბერალიზმი და უპირისპირდება მას, ამ საკითხში კი ამერიკელი კონსერვატორები რუსეთს მტრად კი არა, საერთოდ მოკავშირედაც კი ხედავენ, მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება ყოველ შემთხვევაში, არ იციან რატომ უნდა დაუპირისპირდნენ რუსეთს, არც მეოცე საუკუნეში არ გაანებებდნენ თავს იზოლაციონიზმს, უბრალოდ კომუნიზმის ეშინოდათ და მაგიტომ იძულებულები იყვნენ ებრძოლათ მის წინააღმდეგ, ეხლა კიდე ეგეთი საფრთხე ჩინეთი ჰყავთ, უბრალოდ ეხლა სხვა დროა და ჩინეთიდან ასეთი აშკარა საფრთხე არ მოდის კომუნიზმის, როგორც საბჭოთა კავშირისგან მოდიოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩინეთი არაა კომუნისტური, პირიქით ჩინეთი რომაა ეგეთი უნდა, გაცილებით დიდი საფრთხეა, უბრალოდ უფრო ჭკვიანურად ატარებს პოლიტიკას და აჯერებს ბევრს რომ კაპიტალისტურია, არადა არაა, მიზნები მარქსისტული აქვს.
დემოკრატებს ესმით რუსეთის საფრთხე, იმიტომ რომ რუსეთი იდეოლოგიურადაა მათთვის მიუღებელი ქვეყანა, რესპუბლიკელებისთვის არა, ამაშია საქმე.
რესპუბლიკელების ელიტა კიდე სანამ ხოდზე იყო, იქამდე ვერ უქნეს ვერაფერი ტრამპს, ისე მოუგო ტიპმა პრაიმერი, ვერც მიხვდნენ რა ხდებოდა, ეხლა საერთოდ მეეჭვება მაგათ რამე წინააღმდეგობის გაწევის რესურსი ჰქონდეთ, აღარ დარჩნენ პოლიტიკოსები ვისაც მაგის ტრაკი აქვს, ერთი მაკკეინი იყო და გარდაიცვალა, მაკკონელია და გადის პენსიაზე, რომნიც აღარაა (რომც იყო რა შეეძლო რომ, მაგრამ მაინც), ეს ჯონ თუნი მეიმედებოდა მაგრამ ჯერჯერობით ეგეც ტრამპისტობს და ვერ ვატყობ რამის ტრაკი ჰქონდეს.
აგერ წერია კარგად რესპუბლიკელების საგარეო პოლიტიკის ისტორიაზე, აქედან გადმოვიტანე მე და ჩემიც მივამატე, კარგადაა ახსნილი და ვეთანხმები, კარგი თემაა ესეც რედითზე.
https://www.reddit.com/r/PoliticalDiscussio..._isolationists/