ferminaბატონების აცრას რომ იკეთებ, აღარ გემართება ეგ დაავადება და არც გადასდებ შესაბამისად არავის
მაგრამ ეს ბატონები შენით რომ გადაიტანო, მაშინაც გიტოვებს ორგანიზმში ანტისხეულს და გამოდის, რომ ბუნებრივად იცრები
ბავშვობის ასაკში უფრო იოლად გადააქვსო ადამიანს ბატონები
ამიტომ არსებობენ ე.წ. ანტივაქსერები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჯობია ბუნებრივი გზით მოხდეს მაგათი ბავშვების აცრა, ვიდრე აცრა გაუკეთონ. ეშინიათ აცრის, რადგან ცუდი გვერდითი მოვლენები აქვს და შეიძლება ბავშვი აცრისგან მოკვდესო. რამდენად მართალია, არ ვიცი, მე გამიკეთეს ყველა აცრა და არაფერი მომსვლია
ხოდა ეს ანტივაქსერები თავიანთ უბნებში და სოფლებში, ერთ ბავშვს რომ შეეყრება მაგალითად წითელა, მოაწყობენ კოცნა-ფართის

მოიყვანენ ამ ბავშვთან მაგის ყველა კლასელს და აკოცნინებენ ერთმანეთზე, რომ ყველას გადაედოს და ყველამ ერთად მოიხადოს
რა თქმა უნდა ექიმების მობილიზებასაც აკეთებენ და ესე უპატრონოდ არ ყრიან ამ ბავშვებს
ანუ გინდა ესეთი გზით აცერი ბავშვი და გინდა აცრის გზით, მაინც ერთხელ ნერვიულობ
გრიპის აცრაზე კიდევ ყოველ წელს უნდა ინერვიულო, როცა შეიძლება არც დაგემართოს
ამიტომ ანტივაქსერების ცნება სხვა არის და გრიპის აცრის მოწინააღმდეგე სხვა
ანტივაქსერი არის რუსული რულეტკას მოთამაშე და გრიპის აცრა რომ არ უნდა ადამიანს ყოველ წელს, რადგან ჰიგიენას იცავს, ბავშვებთან და ავადმყოფებთან შეხება არა აქვს, ან იმუნიტეტი აქვს და ამიტომ არ დაემართება გრიპი, ან ისედაც ადვილად გადააქვს ყოველთვის, ეგ ანტივაქსერი არაა