
ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ და ავუხსნათ სხვებსაც(მათ შორის პოლიტიკოსებმა ნათლად) რომ რუსეთს ორივე ქვეყანაში მიმდინარე ღია ომი აქვს. უკრაინაში თუ ამას ტანკებით და ბომბებით აკეთებს, საქართველოში "ქართული ოცნების" აგენტურის გავლით პროპაგანდით(ტვ, მედია, ეკლესია) ანხორციელებს და ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. რუსეთს ორივე ქვეყანა სასიცოცხლოდ სჭირდება:
ა) უკრაინა იმისათვის რომ ე.წ "სლავსკი ტროიკა" შექმნას
ბ) საქართველოს გარეშე კი კავკასიას ვერ გააკონტროლებს და სრულად დაკარგავს.
და თუ ამას ვიაზრებთ, ლოგიკურად გამოდის რომ, ქოცები ანუ რუსები ცნობენ მხოლოდ "ძალის" ენას და მათთან მოლაპარაკება უბრალოდ შეუძლებელია, მაინც გადაგაგდებენ, ამის მაგალითებიც შემიძლია მოვიყვანო:
2020 წელს პროპორციული არჩევნებსი დაპირება
ევროკავშირისკენ სვლა
რუსული კანონი
მუდმივად ტყვეებით(პატიმრებით) ვაჭრობა.
რადგანაც ცხელი ომი ჩვენს სამეზობლოშია, ბევრი მაგალითის აღება შეგვიძლია რომელიც გამოგვადგება ბრძოლის გზაზე, კერძოდ კი:
ძალას უნდა ვუპასუხოთ ძალით, მხოლოდ მაშინ იხევს რუსეთი უკან როცა ძალას ხედავს. ძალა ნებისმიერი მხრივ (ინფორმაცია, პროცესი და ა,შ)
არანაირი მოლაპარაკება და ზავი - როგორც უკრაინა ითხოვს მყარ გარანტიებს, ასეთი გარანტიების გარეშე ქოცებთან ანუ რუსებთან წამგებიანია. ვცადეთ უკვე 2003 წელს და როგორც კი ძალები მოიკრიბეს ორმაგად დაგვეტაკნენ.
ერთიანობა გარეთ- ამერიკა შეეცადა უკრაინის ოპოზიციაზე გასვლას და ზელენსკის მოშორებას, მაგრამ უკრაინელებმა დააპაშოლეს და არნახული ერთობა ანახეს მსოფლიოს.
ერთიანობა შიგნით - ზელენსკის და მის მთავრობას პარლამენტმა ხელახალი ნდობა გამოუცხადა, რამაც მოკლა პროპაგანდა რომ ზელენსკის რეიტინგი არ აქვს და ის უზურპატორია...
სიმართლე - პოლიტიკოსებმა დროა სიმართლე თქვან და ყველას აუხსნან რომ, ქოცები ნებით არსად წამსვლელები არ არიან და რომ არც მოპარულ თუ ძალით წართმეულ ძალაუფლებას დაგიბრუნებს რუსეთი ნებით (ისტორიას არ ახსოვს მაგალითი)
დიქტატურა - არც ისე შორს ვართ იმ დროისგან როცა საქართველო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდეს ვიდრე ბელორუსი (თუ დროზე არ დავასრულეთ)
ყოველდღიური მოქმედება და რეპორტინგი - დრო არც ისე ბევრი გვაქვს, თვეებზეა საუბარი და ამ დროს ზურაბიშვილი გამოდის და 31-მარტს აანონსებს დიდ აქციას. 20 დღეს რატომ ვფლანგავთ? (რუსთაველის გადაკეტვა არ იგულისხმება). რამე ხდება ისეთი 31-ში რაც 20-ში არ ითქმება?? ასე რატომ ვართ თარიღიდან-თარიღამდე?
დრო ჩვენზე არ მუშაობს - რომელი პოლიტიკოსიც ამბობს რომ დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს ან გაყიდულია ან სასარგებლო იდიოტი. ჩვენი მტერი პირველრიგში დროა, რატომ?
ა) მუხტს რაც არ უნდა იყოს წლობით ვერ დაიჭერ
ბ) მსოფლიოში იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, ხვალ შეიძლება გვიან იყოს და არავის ეცალოს ჩვენთვის
ეკონომიკა ჩამოიშლება - ტყუილია. საქართველო ისეთ სატრანზიტო არტერიაში მოხვდა უკრაინის ომის გამო, იმდენი ყოველთვის შემოვა რომ სისტემას ეყოს და ძაღლოვნები თუ სისტემის მონები კვებოს. გარდა ამისა რუსეთიც არ დაინანებს რამოდენიმე მილიონს "შავად" შემოსაშხაპუნებლად რომ სისტემა არ ჩამოეშალოთ. ის რომ რიგით მოქალაქეს გაუჭირდება, ეგ როდის მოხდება არავინ იცის და მეორეც, ეკონომიკური აქციები აქ არასდროს ყოფილა, ედიკას დროსაც კი.
რუსთაველი გადაკეტილია - ყველაფერი კარგად მიდის - ტყუილია. რუსთაველი არის ის მინიმუმის მინიმუმი რასაც თავმოყვარეობა თუ გვაქვს არც უნდა ვთვლიდეთ რაიმედ. რუსთაველი კი არა ქალაქებს უნდა ვავსებდეთ...
რეჟიმის ადაპტაცია/მოდერნიზაცია - რაც მეტ დროს მივცემთ რეჟიმს, მით უფრო ბრუტალური გახდება. ბევრი ადამიანი გაიქცევა, ბევრს დაიჭერენ, ბევრს შეუქმნიან ჯოჯოხეთს და საბოლოო ჯამში გატეხავენ ბრძლოლას (ესეც ისტორიებიდან ვიცით)
ნდობა - პირველრიგში უნდა ვენდოთ ერთმანეთს და უნდა ვენდოთ იმ პოლიტიკოსებს თუ აქტორებს რომლებიც გვყავს გვერდით (უკეთესი მეც მინდა მაგრამ არის ის რაც არის)
საქმე ლაპარაკის ნაცვლად - ტელე სტუდიებიდან საქმე არ კეთდება. უნდა მორჩნენ სალონურ საუბრებს და ამოიცვან "ბატინკები", თორემ მერე 'კაპეზეზე" მოუწევთ და მოგვიწევს ეგეთივე სალონური საუბრები.
პროპაგანდა VS სიმართლე და მკაფიოობა - როცა პროპაგანდის ნიავღვარი კი არა ცუნამი მოდის, მეორე მხარეს უნდა დავახვედროთ მარტივი, ერთიანი და გასაგები სიმართლე. დღეს რა გვაქვს: ერთი პარტია ამბობს ოქტომბრის არჩევნებში ვცადოთ ბედიო, მეორემ გიჟი ხომ არ ხარო, მესამემ ჯერ არ ვიციო... ამ დროს იბნევა რიგითი მოქალაქე და ექცევა რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ.
მოკლედ თანამებრძოლებო, მეც არც პოლიტიკოსი ვარ და არც პოლიტიკის ექსპერტობაზე მაქვს პრეტენზია, მხოლოდ 1 რიგითი ჯარისკაცი ვარ ამ ომში და ჩემი თვალით დანახულ/გააზრებულს ვწერ. იმის პრეტენზია კი ნამდვილად მაქვს რომ თავში ტვინი მაქვს, აზროვნება შემიძლია და მინიმუმ ქოცებზე მეტის გაკეთება შემიძლია რომ ეს ომი მოვუგო.
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.