სერბეთი არსებითად სხვა ქეისია ცხადია და სხვა გამოწვევები აქვს საერთოდ მაგ ქვეყანას - გეოპოლიტიკურადაც ისტორიულადაც და ერთი საერთო არ აქვს ჩვენ მდგომარეობასთან, მაგრამ აქ მაგაზე არაა საუბარი.
საუბარი არის იმაზე, თუ რაზე და როგორ თრიგერდება მოსახლეობა და რა ქმედებებზე არის წამსვლელი და მიდის კიდეც.
მოკლედ რო ვთქვა, სერბეთის პრობლემა არ არის რუსეთი (იმ სახით, როგორც ჩვენთვისაა), პირიქით - სერბეთი თითონ არის პატარა რუსეთი, შესაბამისად ის გამოწვევა არ არსებობს იქ, რომ აი რაღაც იმპერია ერევა მათ შიდა და გარე საქმეებში და მარიონეტ მთავრობებს უსვამს.
არ არის ესე, პირიქით - როგორც რუსს უნდა სსრკ ისევ, ეგრე უნდა სერბს იუგოსლავია.
მოკლედ ეს სხვა საკითხია და ამ პროტესტთან კავშირი არ აქვს, გავიარეთ.
აი რაც აქვს საერთო სერბულ და აქაურ სიტუაციას, არის - ელიტარული(და არამარტო) კორუფცია, არაპროფესიონნალიზმი, ###ზედაკიდება, დასავლურ/აღმოსავლური დაფინანსებების/ტენდერების პირწმინდად ჭამა და ა.შ.
ამაში 100% იანი სიზუსტით იდენტურია იქაური და აქაური ე.წ. მთავრობა.
აი რაშიც არ არის იდენტური კი, ჩვენდა სამწუხაროდ არის მოსახლეობის სამოქალაქო თვითშეგნება, პრიორიტეტები და თრიგერ ფოინთი(იგივე ''წითელი ხაზი'' for starters);
ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არსებობს გულწრფელი პროტესტი იმ ყველაფერ პიზდეცზე, რაც წლებია ქვეყანაში ტრიალებს და ბოლოსკენ საერთოდ პიკში გავიდა და მთელი საპროტესტო ენერგია მიმართულია იმ საკითხზე, რომ - საქართველოს მართავს პრორუსული შაიკა.
ეს ცხადია ასეა, საუბარიც არ ღირს ამაზე, მაგრამ მაგ თემამ, სამწუხაროდ და პარადოქსულად, კაი საქმე გაუკეთა ოცნებას ;დ
კი კომიკურად ჟღერს, მაგრამ ასეა - სრულიად იმაზე ჩაჭერამ, რომ ბიძინა რუსეთში მიგვაქანებს და ეს არის მისი მთავარი დანაშაული - სამწუხაროდ გადაფარა სხვა ყველა შიდა დანაშაულები, რასაც ის და მისი ბანდა სჩადის ყოველ წამს :yes;
ხალხი შეეჩვია იმ მდგომარეობას, რომ 2012 დან დღემდე არითმეტიკული პროგრესიით ხდება ყველა(!) სფეროს დედისტყვნა და პოლიტიზირება;
პროფესიონალების და ოდნავ ჭკუა ვისაც მოეკითხება, იმ ხალხის მასობრივი დათხოვნა და ###ებით შევსება - ნუ უარყოფითი სელექცია, მარტივად რო ვთქვათ;
კულტურის, სპორტის და სხვა ნებისმიერი სფეროს სრულიად მთავრობის პატრონაჟში გადასვლა, რაც მკაცრად აისახება კადრების ჩანაცვლებაზე;
ყველანაირი დასავლურ/აღმოსავლური დაფინანსების მითვისება - იქნნება ეს ნათესავებზე გაფორმებული ტენდერები, თუ სხვა ტიპის ბიუროკრატია;
ყველაფერში(!) ხარისხის დავარდნა, აი საერთოდ ყველაფერში. ( ეს მაინც იმდენად აშკარააა, გამორიცხულია, რომ თითონ ქოცებიც ვერ ხვდებოდნენ);
ქვეყანა გახდა ერთი დიდი კარიკატურული პროვინცია ყველა ფრონტზე და მომკითხავი არ არის;
ეს ყველაფერი ფურცელზე და მშრალად ჟღერს, მაგრამ ფატალური შედეგებიც მოყვება ხოლმე და ეს მხოლოდ დასაწყისია რაც ვნახეთ, ჯერ ფრაგმენტულად ხდება, რო აღარ ჩამოვთვალო, იქნება ეს სტიქიების ელემენტარულ დონეზე ვერ მართვა, თუ არაპროფესიონალიზმის გამო ბავშვების სიკვდილი;
იგივე რაღაცები ხდებოდა სერბეთში ფრაგმენტულად და ბოლოს იყო კულმინაცია - წინა ზაფხულს საზეიმოდ გახსნილი სადგურის სახურავი ჩამოვარდა და ადგილზე დაიღრუპა 15 ადამაინი (თან სულ სტუდენტები, ბანაკიდან თუ საიდანღაც ჩამოვიდნენ აღარ მახსოვს);
ამხელა მასშტაბის ტრაგედიამ ცხადია მომენტალური კატალიზატორის როლი ითამაშა და ხდება ის, რაც ხდება ახლა;
ხოდა რავი, ნეტა ჩვენი საზოგადოებაც ასეთ მასშტაბურ ტრაგედიას ელოდება, რადგან ეს წელიწადში რამდენიმე ბავშვის სიკვდილი არაა ეტყობა საკმარისი///
ან იქნებ არც ელოდება, მთელი პოსტი ხო მაგაზე მაქვს, რომ აქაურ საზოგადოებას აღარ გააჩნია ტრიგერ ფოინთი და ყვეეეეეეეეეეეეელაფერს შეჭამს დიდი კოვზით, თან იტყვის რა გემირიელიაო
This post has been edited by >SuperStar< on 15 Mar 2025, 14:34
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4