აჰა პატარა მუხტი
„ალუდა ღუდუშაური - მან თავისი ცოლი ორჯერ წაიყვანა ამერიკაში სამშობიაროდ. მისი ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა.
ბექა ოდიშარიას შვილი ამერიკაშია დაბადებული. შესაბამისად ამერიკის მოქალაქეა.
ანრი ოხანაშვილის ორივე შვილი ბერლინშია დაბადებული.
კახა კალაძის ოთხივე შვილი მილანსა და პარიზში არიან დაბადებულები.
ბერა ივანიშვილი პარიზში დაიბადა და არის საფრანგეთის მოქალაქე. ამჟამად ცხოვრობს ბრაზილიაში.
ბაია კვიციანის შვილი დიდ ბრიტანეთში დაიბადა.
დავით სონღულაშვილის შვილები საფრანგეთში დაიბადნენ.
ირაკლი ჩიქოვანი - ცოლი 2 მანდატი ზედიზედ საქართველოს გენერალური კონსული ნიუ ორკში და ახლა დაინიშნა საქართველოს ელჩად პოლონეთში. შვილები არ ცხოვრობენ საქართველოში.
მეძმარიაშვილის შვილიშვილები დაიბადნენ ავსტრიაში და ცხოვრობენ ავსტრიაში.
ზაზა ლომინაძის ქალიშვილი ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. ასევე განათლება მიიღო გერმანიაში.
ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟი მიემგზავრება ამერიკაში, კერძოდ პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლებლად.
გია ვოლსკის შუათანა ვაჟი ცხოვრობს და
მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე შეუძენიათ სახლი ამერიკაში.
მიხეილ ყაველაშვილის უფროსი შვილი ინგლისში დაიბადა, მეორე შვეიცარიაში და მხოლოდ მესამეა თბილისში დაბადებული.
ლევან კობიაშვილის ორივე შვილი დაიბადა გერმანიაში.
გოჩა ენუქიძის შვილი სწავლობს ბრემენში, გერმანიაში.