სერიოზული წნეხი იწყება როგორც ჩანს რუსეთის მხრიდან ბალტისპირეთის მიმართულებით, რაც ლოგიკურადაც მოსალოდნელი იყო.
შესაბამისად, გარკვეულწილად რაციონალურიც იყო მათი გამუდმებული მცდელობა გლობალური დაპირისპირების ვექტორი სამხრეთით გადანაცვლებულიყო, ჩათრეულიყო სულ სხვა რეგიონი და სულ სხვა ქვეყნები.
სასტიკია, მაგრამ რეალობაა და ვერსად გავექცევით ამ ყველაფრის გააზრებას.
https://www.lrt.lt/en/news-in-english/19/25...f-baltic-statesსაზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი:
https://gpb.social.ebu.io/YZCNGLZZS8LO * * *
აქვე: დიდი ქართველი მამულიშვილის და საზოგადო მოღვაწის შალვა პაპუაშვილის მიერ დაუნდობელი მხილება პოლონეთის საცოდავი ლიდერებისა , რომელთა უსუსური ფართხალიც აჩვენებს თუ რა სურს სინამდვილეში პოლონეთს საქართველოსგან:
"
ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება, რათა დონალდ ტუსკს რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებ ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.
„შემაშფოთებელია, როდესაც არის მცდელობა, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ სხვა ხალხი. ვიცით, რომ გუშინ პრემიერ ტუსკს პოლონეთის პარლამენტში ჰქონდა ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა და იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტი გარანტია ჰქონოდა, მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის, საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნით, რაღაც კონსერვატორულ ხაზზე დაჯდომის მცდელობა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ იოლად წირავენ ხოლმე ქართველ ხალხს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქართველები რაღაცას აშავებენ პოლონეთში, ან ბევრნი არიან და ა.შ. არასერიოზულია. შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, მათ შორის პოლონეთში უცხოელი მიგრანტების ქცევიდან გამომდინარე და გარწმუნებთ, რომ ნახავთ, მათ შორის პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, რომელიც რაოდენობრივად და სხვადასხვა დარღვევიდან გამომდინარე, სტატისტიკურად უფრო მეტია. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება, რათა რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედი მთავრობა, მოქმედი პრემიერი, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლავთ მიხეილ სააკაშვილის ლობისტები. შეგახსენებთ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობებს, სადაც დონალდ ტუსკმა თავად, როგორც სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა, წაგვიკითხა მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან, კრიმინალის, წამების სისტემის შემქმნელი ადამიანის წერილი წაგვიკითხა და ცალკე გახსოვთ მისთვის გამოყოფილი ცარიელი სკამი, რომელიც დონალდ ტუსკმა გამოყო მისთვის. გვახსოვს საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკის განცხადებები, როდესაც ის დღესაც წამების, რეკეტის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს უწოდებს მოდერნიზატორს და სამაგალითო დემოკრატს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სეიმში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას აღიშნა, რომ რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.
"
https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-qart...-khalkhs-sakut/ * * *
აგრეთვე დიდი ბრიტანეთის კიდევ ერთი სასტიკი მხილება (უფრო სწორად, დიდ ბრიტანეთმა აქ საკუთარი თავი ამხილა, თუ რას აკეთებდა ადრე ფარულად და ასევე რატომ ებრძოდა გაწიწმატებული გამჭვირვალობის კანონის მიღებას):
"
ბრიტანეთის საელჩომ საკუთარი თავი ამხილა საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილისა და პროპაგანდის დაფინანსებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ბრიტანეთის ელჩი საქართველოს მთავრობისგან ნებართვას ითხოვდა, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები დაეფინანსებინა“.
„მგონი, ბრიტანეთის საელჩო ფიქრობდა, რომ რაღაც ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი, ვინაიდან ამხილა საკუთარი თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილისა და პროპაგანდის დაფინანსებაში. როგორც აღმოჩნდა, ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას, რომ დაეფინანსებინა პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი „ტაბულა“; ბრიტანეთის ელჩი ითხოვდა ნებართვას საქართველოს მთავრობისგან, რომ დაეფინანსებინა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, „ნაციონალური მოძრაობის“ 5 ნომერი რომ იქნება ორგანიზაციაში და იმას აფინანსებ, ხოლო ქართველ ხალხს ეუბნები, ეს არჩევნების დაკვირვებისთვის არისო. მგონი, ბრიტანეთის ელჩს შტერები ვგონივართ, როცა მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთის, „ტაბულას“ დაფინანსება არის დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაფინანსება. ალბათ შტერი ჰგონია ქართველი ხალხი, თუ ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, თითქოს თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაღაც მზადებას ემსახურება ენჯეო „მომავლის აკადემიის“, თუ რაღაც ასეთი ჰქვია, დაფინანსება, რომლის ლიდერები არიან გია ჯაფარიძე, ზიბზიბაძე და ასე შემდეგ, პარტიული ხალხი. ყველას შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც და მესამეც – ყველა მუშაობს, რათა ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები. როგორც „ტაბულას“ და მის უკან მდგომ პოლიტიკურ პარტიას, ისევე ეგრეთ წოდებულ მომავლის აკადემიას და მის უკან მდგომ პოლიტიკურ პარტიას გაცხადებული პოლიტიკა აქვთ, ჩაშალონ თვითმმართველობის არჩევნები. ამ ხალხისთვის ფულის მიცემა სურს ბრიტანეთის ელჩს. არ ვიცი, ამაზე მეტი მავნებლობა, რა შეიძლება, ადამიანმა განაცხადოს რომელიმე ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები: „ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“.
"
https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-brit...sebaze-nebartv/ * * *
აგრეთვე, იმის მხილება:
როგორ დაარღვია საქართველოსთან გაფორმებული ოფიციალური, ხელმოწერილო, ქაღალდზე დატანილი, ნამდვილი და მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულება რუსეთმა კი არადა - არც მეტი და არც ნაკლები: ევროკავშირმა! აი ადგა და ხელშეკრულების პუნქტი დაარღვია ოფიციალურად - ჯერ არნახული ქმედება, რომელიც რუსეთის გარდა არავის ექნება საქართველოს მიმართ ჩადენილი:
"ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიდო დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას.
„რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს და ევროკავშირის ელჩის განცხადებას, კარგი იქნება, თუ იტყვის, 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლითაც დიპპასპორტებზე უვიზო რეჟიმი ვრცელდებოდა, რომელი მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოს და ევროკავშირს შორის დაიდო დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე, დაარღვია და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო პოლიტიკური, სადამსჯელო გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომელიც მათ აქვთ ქართველი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
"
https://1tv.ge/news/shalva-papuashvili-evro...gadawyvetileba/ This post has been edited by შავლეგა on 11 Jun 2025, 21:03