თითქოს მაგარი უცნაურობა ხდება რაღაც სურეალისტურ ფილმში გავიღვიძეთ რომელსაც ახნს არ აქვს, მაგრამ ახსნა აქვს ყველაფერს.მთავარი პრობლემა ისევ ჩვენივე მოლოდინებშია.
არაფერი ისეთი უბრალოდ ისტორიულ ფაქტებს გადავხედოთ :
1) 1930-იან წლებში ევროპაში მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი („დიდი დეპრესია“), რამაც ევროპიდან ამერიკაში ოქროს გადინება გამოიწვია.
2) ევროპელი ინვესტორები საკუთარი კაპიტალის უსაფრთხოების მიზნით, ამერიკაში აგზავნიდნენ. ამერიკის ოქრის მარაგები : 1935 წელი = 8,998; | 1940 წელი = 19,543; | 1945 წელი = 17,848 ათასი ტონა.
3) რუზველტის ადმინისტრაცია 1933 წლიდან 1941 წლამდე ცდილობდა ნაცისტურ გერმანიასთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას
4) ამ პერიოდში, ამერიკის მთავრობამ ნება დართო გერმანულ პროდუქტების შემოტანას, რომლებსაც ჰქონდათ შეცდომაში შემყვანი ეტიკეტები, რათა თავიდან აეცილებინათ ამერიკელეი მომხმარებლების ბოიკოტი.
5) რუზველტს არ მოსწონდა ჰიტლერის ანტი-სემიტური პოლიტიკა, მაგრამ ის შიშობდა, რომ ნაცისტური რეჟიმის კრიტიკა დააზიანებდა ამერიკა-გერმანიის ურთიერთობებს.
6) 1933 წლიდან 1938 წლამდე ჩატარებულ 430 პრესკონფერენციაში, რუზველტს არასდროს გაუკრიტიკებია ჰიტლერის მიერ ებრაელების დევნა.
7) ამ პერიოდში, ნაცისტური სამხედრო გემები სტუმრობდნენ ამერიკის პორტებს, სადაც მათ მიესალმებოდნენ ამერიკის სამხედრო და საზღვაო ოფიცრები.
8) 1935 წელს, ამერიკის მთავრობამ ბოდიში მოიხადა ადოლფ ჰიტლერის წინაშე, როდესაც ნიუ-იორკის მოსამართლემ გაათავისუფლა პროტესტანტები, რომლებმაც გერმანული გემიდან ჩამოხსნეს სვასტიკიანი დროშა.
9) 1937 წელს, ნიუ-იორკის მერმა ფიორელო ლა გუარდიამ ჰიტლერს უწოდა "ყავისფერ პერანგიანი ფანატიკოსი, რომელიც ემუქრება მსოფლიოს მშვიდობას", რის შემდეგაც სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა მთავრობის "სინანული" ამ განცხადების გამო.
10) Standard Oil-მა დააფინანსა მსოფლიოში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა გერმანიაში, General Electric-ს ეკუთვნოდა გერმანული რადიოტექნიკის კომპანიები, ხოლო General Motors ფლობდა Opel-ს, ყველა ეს ქარხანა აწარმოებდა პროდუქციას გერმანიის არმიისთვის.
11) 1939-1941 წლებშიც კი ზოგიერთმა ამერიკულმა კომპანიამ მიაწოდა გერმანიას საწვავისა და წარმოების ტექნოლოგიები, რის შედეგადაც ნაცისტური ავიაცია („Luftwaffe“) ნაწილობრივ იყენებდა ამერიკული წარმოშობის ტექნოლოგიებით წარმოებულ საწვავს. სხვათა შორის გერმანიამ ბრიტანეთის ტერიტორიაზე მასობრივი საჰაერო შეტევები დაიწყო 1940 წლის ივლისიდან
12) 1939 წლის ნოემბერში კონგრესმა დაამტკიცა „Cash and Carry“ კანონი. კანონი ბრიტანეთს აძლევდა საშუალებას, შეეძინა ამერიკისგან სამხედრო და სხვა ტიპის პროდუქცია ნაღდი ანგარიშსწორებით, ადგილზევე საკუთარი გემებით გადაზიდვის პირობით. გაჭირვებაში მყოფი მეგობრისგან ფულის წველა კარგად იციან, მაგიტომცაა ტრამპი გაბრაზებული ბაიდენზე.
13) 1939 წელს აშშ-ის GDP იყო დაახლოებით 93 მილიარდი დოლარი.
14) 1945 წელს გაიზარდა 228 მილიარდ დოლარამდე.
15) ბრეტონ-ვუდსის შეთანხმება (1944):
a) დოლარი გახდა მსოფლიო რეზერვული ვალუტა, მიბმული ოქროსთან ($35 ერთ უნცია ოქროზე).
b) აშშ-მ მიიღო უნიკალური შესაძლებლობა მსოფლიო ფინანსების კონტროლისათვის.
c) ამერიკული კომპანიები ფინანსურად გაძლიერდნენ, რადგან მსოფლიო ვაჭრობის მთავარი სავალუტო ვალუტა აშშ დოლარი გახდა.
d) ამერიკულ ბანკებს და კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ ჰქონოდათ მსოფლიოს ფინანსური ბაზრების კონტროლი.
16) მარშალის გეგმა (1948-1952):
a) ამ გეგმამ ევროპულ ქვეყნებს გამოუყო ≈13.2 მილიარდი დოლარის გრანტები და სესხები.
b) თანხების უმეტესობა იხარჯებოდა ამერიკული საქონლისა და სერვისების შეძენაზე (მაგალითად, ტექნოლოგიები, სამრეწველო აღჭურვილობა, სურსათი).
c) ამერიკული კომპანიები გახდნენ ევროპული ბაზრის ძირითადი მომწოდებლები, რითაც მიაღწიეს უზარმაზარ მოგებას.
d) ევროპული ეკონომიკა აშშ-ის კომპანიებზე დამოკიდებული გახდა.
P.S შემთხვევით ერთ მაგარ ფანტასტიკურ ფილმს ვუყურე, ეხლა რა ხდება ამ ფილმში, მოვლენები ვითარდება 2025 წელს :
ამერიკა ამოქაჩავს მომაკვდავ რუსეთს დაიწყებს ვაჭრობას და მყუთის კეთებას რუსეთთან.
ამავდროულად ევროპელებს ეტყვის თუ უკრაინისთვის იარაღი გინდათ იყიდეთ ცეცხლის ფასად და აქედანაც ფულის ჭრის.
რუსეთი რომ მომძლავრდება ამერიკა შექმნის პირობებს და საინფომრაციო ფონს რომ ბიზნესი დააპანიკოს და სახიფათო ევროპიდან გადმოქაჩოს ამერიკაში.
მერე რუსეთი თავს დაესხმება ევროპას ამერიკა კიდე როგორც დემოკრატიის დამცველი დაეხმარება იარაღით და ჯარით ( ოღონდ ვალის სანაცვლოდ )
ბოლოს დემოკრატიის დამცველები ამარცხებენ პირსისხლიან პუტინს.
ომის შემდეგ რუსთსს აკონტროლებს ამრიკის მიერ დასმული ადმინისტრაცია. ხოლო ამერიკა აცხადებს ახალ მაშალის გეგმას ევროპის და რუსეთის აღსადგენად. ჭირი იქა ლხინი აქა.
ატომური რატომ არ ისროლეს და ჩინეთი ამ დროს რას აკეთებდაო არ იკითხოთ ეგ ალბათ მეორე სერიაში იქნება