მოგესალმებით. რადგანაც ბევრი თხოვნა იყო დავბრუნებულიყავი, რა უნდა მთხოვოთ რომ არ გაგისწოროთ. ოღონდ იმდენად აქტიური ვეღარ ვიქნები როგორც ადრე, პირადი საქმეები მაქვს ბევრად მეტი და ისეთი ფუფუნება აღარ მაქვს სახლიდან მუშაობის და 24/7 აქ წერის.
როცა დრო მექნება დავპოსტავ.
ახლა შინაარსობრივად.
ალბათ გახსოვთ 3 წლის განმავლობაში რუსულ ტექნიკას რომ ვითვლიდი მუდმივად და ვწერდი ამაზე, რამდენი ირონიული პოსტი იყო ზოგიერთი იუზერისგან, "რუსეთს ტექნიკა გაუთავდება ბრატ"? 
სად არის ეს ხალხი?
კატასტროფულ დეფიციტს განიცდის რუსული არმია ტექნიკის მხრივ..... ბრიგადების კომპლექტაცია ზოგიერთ შემთხვევაში შტატისგან 15-20% აღწევს.
ამ ეტაპზე რუსული არმია ცდილობს ბრძოლისუნარიანობის აღდგენას და გაზაფხულისკენ განაახლებს აქტიურ შეტევებს ტექნიკით (იმით, რაც მოაგროვეს და მწყობრში ჩააყენეს ამ პერიოდში)
ალბათ ასე 5-6 თვიანი ახალი შეტევის ტალღა იქნება რასაც გაქაჩავენ.
ამ მომენტისთვის უკრაინელებმა თითქმის ყველა მონაკვეთზე დაასტაბილურეს ფრონტი და გამოასწორეს შეცდომები
ისეთი ცუდი სიტუაცია როგორც 2024 წელს იყო წესით გამორიცხულია უკვე
გარდატეხა მოხდა ამ კუთხით.
პ.ს
რუსული "ფაბების" პრობლემაც მოგვარდა

ახშობენ უკრაინელები......
სამიზნეს არ ხვდება რუსული საავიაციო ბომბები
30-40 ბომბიდან 10 თუ მოხვდა - მაგარი შედეგია....
ამაზე მოგვიანებით დავწერ დეტალურად