#61979060 · 23 Mar 2025, 23:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (sandy @ 16 Mar 2025, 10:49 ) | გახსოვთ ივერი მელაშვილი? მისი ცრემლიანი ინტერვიუ, ხანში შესული ადამიანი გარეჯის გამყიდველად გამოაცხადეს, ნაცების მონად, სდიეს, დაკითხეს, ათრიეს, ტიტუშკები მიუგზავნეს, აფურთხეს, გადაუარეს. ნახევარი საქართველო დააყლევეს. . |
თურქეთისთვის 6 ჰექტარი მიწის გადაცემაზე ინფორმაცია თავდაპირველად TV პალიტრაზე გავრცელდა. 2016 წელს თურქეთისთვის გადაცემული საქართველოს ტერიტორიის საკითხი შესაძლოა სკანდალის მიზეზი გახდეს. ორი ქვეყნის ოფიციალური უწყებების განცხადებები მცდარი აღმოჩნდა. ინფორმაციას, რომელსაც თურქეთის საელჩო საქართველოში უარყოფს, არტაანის პროვინციის პოსოფის გუბერნიაში ადასტურებენ. საზღვრის პირას მდებარე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადაცემის დასტურად, ორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლობის მიერ, შესაბამის დოკუმენტს მოეწერა ხელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლება და თემაზე დეტალურ კომენტარს არ აკეთებს. ამ დროს ივერი მელაშვილი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობა სამსახურის უფროსი იყო.
თურქეთისთვის 6 ჰექტარი მიწის გადაცემის საკითხზე მთავრობის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. მოსახლეობა რატომ არ ჩააყენეს საქმის კურსში? გამოვიდეს ივერი მელაშვილი და გულწრფელად თქვას, რა დოკუმენტებს მოაწერა ხელი.
|