რაც შეეხება უკრაინული ავიაციის მუშაობას
მარტივი გაფრენა და ბომბის ჩამოგდება არ გეგონოთ. რუსული ჰსთ-ს დეგრადაციის მიუხედავად, მაინც ძალიან საშიში მეტოქეა რუსეთი ჰაერში.
დარტყმის მისია როცა იგეგმება
მაგ დროს გამოიყოფა უკრაინელების მხრიდან +- 2 გამანადგურებელი, 1 ან 2 დამრტყმელი
მიდის დაზვერვა რუსების პოზიციების, ჰაერში დაზვერვა. რუსული გამანადგურებლები და ჰსთ მუშაობენ მაინც აქტიურად
ცოტა ხნის წინ უკრაინული დამრტყმელი ჯგუფი 2 "წრეზე" წავიდა
რუსულმა სუ-30-მა ესროლა რაკეტები, აიცილეს უკრაინელებმა
ესკორტში F-16 მიყვებოდა უკრაინულ სუ-27-ებს დაცვის როლში
იმან ესროლა სუ-30-ს საპასუხოდ AIM-120
როცა სუ-30 რადარებიდან გაქრა (იმანაც აიცილა რაკეტები და მოხია)
მაგის მერე "გაიწმინდა" სიტუაცია და წრეზე წავიდნენ უკრაინელი დამრტყმელი სუ-27-ები და ჩამოყარეს ბომბები.
მოკლედ თითოეული ასეთი ავიადარტყმა დიდ რისკებთან ასოციირდება და ბევრ ძალისხმევას მოითხოვს
ამის ფონზე ავიადარტყმების ასეთი ზრდა მართლაც რომ მაგარი მიღწევაა
სასწაულებს ახდენენ უკრაინელები
მიმაგრებული სურათი