ცხადია ეს ასეა.
სულ მიკვირს ხოლმე არადა სამუცნობიანი განტოლებაა, რა და რატო მოხდა და ხდება;
ნებისმიერ მთავრობასთან მიმართებაში (აქ ვამბობ - ჩვენთან, თორე ნორვეგია სხვა არი ;დ) არსებობს სამი ძირითადი ტიპის ქართველი:
A ტიპი - ქოცალა მორალ#####ული გრუზინი, პროგრესის მოძულე და მასვი-მაჭამე-მალხინე ტიპი ( ანუ ქოცობამდე ქოცები, პროსტა ტერმინი ქოცი მოკლეა და მარტივად სათქმელი);
B ტიპი - კლასიკური ქოცის ანტიპოდი - ანუ კარგი მოქალაქე და ადამიანი, ვისაც მართლა გულწრფელი სამართალი და კეთიდლღეობა უნდა ყველასთვის;
C ტიპი - სახელმწიფო სამსახურში მომუშავეთა ოჯახობა (საჯარო/ძალოვანი მოხელეები და მათი საგვარეულო და ა.შ. ის ხალხი, ვინც იმ მთავრობისკენ იხრება სულ, ვინც იმ დროს არის);
90-იანების განუკითხაობა გამოვტოვოთ და პირდაპირ ეძიკას ბოლო პერიოდზე გადავიდეთ რა ხდებოდა:
B ტიპის ხალხს ცხადია უნდოდა ცვილება
C ტიპის ხალხსაც უნდოდა, იმიტო რო ფიზიკურად ფული არ იყო, რო რამენაირად ამ საჯარო/ძალოვან მოხელეებს ინტერესი ქონოდათ დარჩენის;
A ტიპის ხალხს ანუ ქოცალა ###ებიდან ყველაზე ცოტა წილს უნდოდა რევოლუცია, მარა იმდენად უძრაობა იყო, რო ეს ხალხიც კი გამოვიდა რუსთაველზე, რა იცი რა ხდებაო;
შედეგი:
სამივე ტიპის ხალხი vs თითქმის არავინ ქვეყანაში და მაგიტოც მოხდა ვარდების რევოლუცია;
თუმცა, A ტიპის ქოცალა ხალხი მეორე წელსვე განუდგა იმ აშკარა პროგრესს, რაც ქვეყანაში დაიწყო, ცოტა სხვა მოლოდინები ჰქონდათ მაგათ ;დ
B ტიპის ხალხი, ანუ ანტიქოცი პროგრესისტებიც წყნარად იყვნენ, ჯერ არაფერი იყო აშკარად უსამართლობა;
C ტიპის ხალხი კი ინტეგრირდა ცხადია ახალ ხელისუფლებაში;
ახლა რა ხდება 2012 მდე პერიოდში:
A ტიპის ქოცალა ხალხი ხო იმთავითვე აპროტესტებს და ვერ ეგუება პროგრესს და წესრიგს, რაც ქვეყანაში ხდება, თორე ის კიდია მაგ ხალხს, უსამართლობებიც რო იყო, ეგ საშუალებად ქონდათ ბოროტი მიზნისთვის;
B ტიპის ანტიქოცა სამართლიანი ხალხიდან კი - ყოველ მომდევნო წელს უფრო და უფრო გადადიოდნენ ოპოზიციაში, იმის პარალელურად, რამდენადაც ადამიანის უფლებების ხელყოფა იმატებდა და კიდე სხვა უკუჩვენებები;
C ტიპი - ანუ საჯარო/ძალოვანი მოხელეები რჩებოდა მთავრობის ერთგულად;
დადგა 2012 კულმინაცია და მივიღეთ მარტივი განტოლება:
A ტიპის ქოცალა ტიპები ცხადია მთავრობის წინააღმდეგი იყო;
B ტიპის ანტიქოცი ტიპები ითხოვდნენ სამართალს, რადგან თამასა აწეული იყო ქვეყნის და რა იცოდა ამ ხალხმა, თუ მომავალში რასთან მოუწევდათ გამოწვევა ;დ
C ტიპი - ანუ საჯარო/ძალოვანი მოხელეების დიდი ნაწილი ისევ ერთგული დარჩა მთავრობის;
მაგრამ, მარტივი არითმეტიკაა 2>1 ზე, ანუ ერთმანეთის სრული ანტიპოდი - A და B ტიპის ხალხი დადგა ერთად vs პარტაქტივის წინააღმდეგ და მოუგო რაოდენობით;
ახლა პოსტ 2012 პერიოდი ვიდრე დღემდე:
A ტიპის ქოცალა ტიპები ცხადია თავის ცხოვრების პიკში არიან, იმენა ეს უნდოდათ;
B ტიპის სამართლიანი ტიპები 2012-დან დღემდე, გეომეტრიული პროგრესიით, ქოცების ###ობების კეთების პარალელურად, ემატება და ემატება ოპოზიციურად განწყობილ ხალხთა რიგებს და დიდი ალბათობით, სრული შემადგენლობა ეგაა პროტესტანტების;
C ტიპის პარტაქტივი(საჯარო/ძალოვანი მოხელეები)-ის დიდი ნაწილი კი ინტეგრირდა ამ ხელისუფლებაში და კიდია პროტესტი;
ანუ აქაც მარტივი არითმეტიკაა: ქოცებს მხარს უჭრენ A(მენტალურად ქოცალები) + C(საჯარო/ძალოვნები) vs მხოლოდ B ტიპი, ანუ მართლა კაი ხალხი, ვისაც უნდა სამართალი შერჩევის გარეშე;
1 ვერ უგებს 2-ს და ვართ ამიტო ესე;
პ.ს. აქ არჩევნებზე არ არის ბაზარი გაყალბდა თუ არ გაყალბდა;
აქ საუბარია იმაზე, რა რაოდენობის და კონტრასტის ხალხია იმისთვის, რომ ავტოკრატიული მმართველობა გადააგდო, და სამწუხაროდ 2 ერთთან შეფარდებით არ ვართ ოპოზიციურად განწყობილი აქტიური ხალხი და 40% მაინც რო აქვს რეალური მხარდაჭერა, ის დიქტატორი არჩევნებით არ გადმოგაბარებს